არმაზელი
არმაზელი, ამაზაერ, არმაზაერი — ქართლის (იბერიის) მეფე მცხეთას ორმეფობის პერიოდში, მის ბიძაშვილთან, აზორკთან ერთად, 87–103 წლებში. პავლე ინგოროყვას „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სიის“[3] მიხედვით: არმაზაერი თანა-მეფეა (არმაზელი პიტიახში) მცხეთის იბერიის მეფე ხსე-ფარნუგის (ფარნუკ I = ხსე-ფარნუგი) 110-იან წლებში.
არმაზელი | |
---|---|
ამაზაერ, არმაზაერი | |
იბერიის მეფე მცხეთას | |
მმართ. წლები: |
87–103[1] 87–119[2] |
წინამორბედი: | კაოსი/კაოზი |
მემკვიდრე: | ამაზასპ I/ამზასპ I |
შვილები: | ამაზასპი |
დინასტია: | ფარნავაზიანი |
მამა: | კაოსი |
ეტიმოლოგია
რედაქტირება«XVII-ბ. არმაზაერი — „ამიერი“ თანა-მეფე — არმაზელი პიტიახში.
სერაფიტის სტელის წარწერაში, როგორც აღნიშნული გვქონდა, მოხსენებული არაა, თუ ვინ იყო სრულიად იბერიის მეფის ხსე-ფარნუგის დროს არმაზელ პიტიახშად. ხოლო ქართულ მატიანეებში სრულიად იბერიის მეფის (=„ამიერი“ მეფის) ფარნუკის=ხსე-ფარნუგის დროს დასახელებულია ფარნუკის თანამმართველი — „ამიერი“ თანა-მეფე, სახელწოდებით: არმაზაერი, — არმაზელი.
რაკი სხვა „ამიერი“ თანა-მეფენი — ბარცომი და კაოსი (კაოს პუბლიკი აგრიპა) ყოფილან, როგორც გმოირკვა, არმაზელი პიტიახშები, ამის მიხედვით ეს მესამე პირიც არმაზელ პიტიახშად უნდა ვცნოთ. და რომ ეს ასეა, ამის მაჩვენებელია თვით სახელწოდება (ზედწოდება) ამ მესამე პირისა არმაზაერი, — არმაზელი, რამდენადაც პიტიახშთა რეზიდენცია არმაზი იყო.[4]»
წინამორბედი: კაოსი |
იბერიის მეფე 87–103 |
შემდეგი: ამზასპ I |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ვახუშტი ბატონიშვილი „საქართველოს ისტორია“, გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ტფილისი, 1885. გვ. გ.
- ↑ თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“ ქმნილი საქართველოს მეათცამეტის მეფის გიორგის ძის თეიმურაზისაგან სტამბასა შინა სამეცნიერო აკადემიისასა 1848 წელსა. გვ. 214, 215.
- ↑ პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“: XI, ქრონოლოგიური ნუსხა იბერიის მეფეთა, III საუკუნიდან ჩვენს ერამდე – ვიდრე IV საუკუნემდე ჩვენი წელთაღრიცხვისა. გვ. 559–562.
- ↑ პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“. გვერდი 551.