გიორგი III (იმერეთის მეფე)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი III.

გიორგი III (გ. 1639) — იმერეთის მეფე 1604-1639 წლებში, კონსტანტინე ბატონიშვილის ძე.

გიორგი III
იმერეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1604
მმართ. დასასრული: 1639
წინამორბედი: როსტომი
მემკვიდრე: ალექსანდრე III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ?
გარდ. თარიღი: 1639
მეუღლე: თამარი
შვილები: ალექსანდრე III
როსტომი
ბერი
მამუკა
ხვარამზე
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: კონსტანტინე ბატონიშვილი
დედა: ელენე
ხელმოწერა:

მძიმე ბრძოლა უხდებოდა ოდიშის ძლიერი მთავრის ლევან II დადიანის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც დადიანის მხარეზე გადავიდა გიორგი III-ის მიერ შერისხული თავადი პაატა წულუკიძე. 1623 გოჭოურის ბრძოლაში (ქუთაისის მახლობლად) დადიანმა დაამარცხა გიორგი III. დადიანის წინააღმდეგ დაუახლოვდა გიორგი სააკაძეს, რომელსაც 1626 ბაზალეთის ბრძოლაში ზემო იმერეთის ლაშქარი მიაშველა, შემდეგში დაუმოყვრდა თეიმურაზ I-ს. 1629 მისმა ვაჟმა, ტახტის მემკვიდრე ალექსანდრემ, ცოლად შეირთო თეიმურაზ I-ის ასული დარეჯანი (ზურაბ არაგვის ერისთავის ქვრივი). მაგრამ ლევან დადიანი ამის შემდეგაც სისტემატურად არბევდა იმერეთის სამეფოს. გიორგი III-ის დროს იმერეთში ფართო ხასიათი მიიღო ადამიანებით ვაჭრობამ (ტყვის სყიდვა). შექმნილი ვითარებიდან თავის დასაღწევად 1619-1621 გიორგი III-მ სცადა რუსეთის მეფის მფარველობა მოეპოვებინა. მაგრამ ამ ცდას რეალური შედეგი არ მოჰყოლია.

ლიტერატურა

რედაქტირება
წინამორბედი:
როსტომი
იმერეთის მეფე
1604 - 1639
შემდეგი:
ალექსანდრე III