მამუკა ბატონიშვილი

მამუკა ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. დაახლოებით 1610-იანები — გ.  1654) — იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, გიორგი III-ის ძე. 

მამუკა ბატონიშვილი
დაბადების თარიღი 1610-იანები
გარდაცვალების თარიღი 1654
ოდიში
რელიგია ქრისტიანობა
მეუღლე(ები) ჩხეიძის ქალი
შვილ(ებ)ი არჩილი
მშობლები მამა: გიორგი III
დედა: თამარი

მამუკა ძმის, ალექსანდრე III-ის მმართველობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო საქმეებში. 1630-იან წლებში იყო ქართლის მეფის, როსტომის, მემკვიდრე. 1640-იან წლებში სარდლობდა იმერელთა ჯარს. ებრძოდა ლევან II დადიანს. 1647 წელს ერთ-ერთ ბრძოლაში დამარცხებისას ტყვედ ჩაუვარდა დადიანს, რომელმაც ის დააბრმავა. დაბრმავებული მამუკა ბატონიშვილი ტყვეობაში გარდაიცვალა, 1654 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება