დარეჯანი (იმერეთის დედოფალი)

ტერმინს „დარეჯან“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დარეჯან.

დარეჯანი (გ. 1668) — მეფე თეიმურაზ I-ის ასული, ზურაბ არაგვის ერისთავის მეუღლე. ზურაბის გარდაცვალების შემდეგ თეიმურაზ I-მა დარეჯანი იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ს მიათხოვა. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ (1660) დარეჯანმა შეთქმულება მოაწყო, ტახტიდან ჩამოაგდო ბაგრატ IV, ქმრად შეირთო ბაგრატიონთა შორეული ნათესავი ვახტანგი (ჭუჭუნასშვილად წოდებული) და იგი მეფედ გამოაცხადა. მის დროს დარეჯანი სამეფოს ფაქტობრივი გამგებელი იყო. მოკლეს ფეოდალებმა.

დარეჯანი
ნესტან-დარეჯანი

დარეჯან დედოფლის პორტრეტი
ავტორი: კრისტოფორო დე კასტელი
იმერეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1639
მმართ. დასასრული: 1660
წინამორბედი: თამარ მუხრანბატონი
მემკვიდრე: ქეთევანი
იმერეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1661
მმართ. დასასრული: 1663
იმერეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1668
მმართ. დასასრული: 1668
მემკვიდრე: ელენე გურიელი
არაგვის საერისთავოს დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1623
მმართ. დასასრული: 1629
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. 1615
დაბ. ადგილი: კახეთის სამეფო
გარდ. თარიღი: 1668
გარდ. ადგილი: ქუთაისი, იმერეთის სამეფო
მეუღლე: 1. ზურაბ ერისთავი
2. ალექსანდრე III
3. ვახტანგი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: თეიმურაზ I
დედა: ხორეშანი
რელიგია: მართლმადიდებელი
ხელმოწერა:

ანანურის ციხის ღვთაების ეკლესიის წარწერიდან ირკვევა, რომ თეიმურაზს ჰყავდა ქალიშვილი, რომლის ძე ედიშერი იყო მდივანბეგი, ხოლო ოთარი კი — არაგვის ერისთავი.

ლიტერატურა რედაქტირება