კონსტანტინე ბატონიშვილი
კონსტანტინე ბატონიშვილი (გ. 1587 წლის შემდეგ, ზუსტი წელი უცნობია) — იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის ძე, გიორგი II-ის უმცროსი ძმა.
გიორგი II-ის მეფობის პერიოდში (1565—1585) კონსტანტინე ბატონიშვილს საუფლისწულო ადგილ-მამული არ ჰქონდა და მისი მიღებისათვის იბრძოდა. 1583 მეფემ ციხეში გამოკეტა. გიორგი II-ის გარდაცვალების შემდეგ (1585) კონსტანტინე ბატონიშვილმა ისარგებლა ლევან მეფის ახალგაზრდობით და დაიპყრო მდინარე რიონის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია. მის ხელში გადავიდა სკანდა, კაცხი და არგვეთი. 1587 მეფე ლევანმა წაართვა კონსტანტინე ბატონიშვილს ეს ადგილები ციხესიმაგრეებითურთ, მაგრამ თვითონაც იძულებული გახდა დაეთმო და მიეცა საუფლისწულო მამული არგვეთში (ზემო იმერეთი).
ლიტერატურა
რედაქტირება- სოსელია ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 643.