პაატა წულუკიძე
პაატა წულუკიძე (გ. 1656) — იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, „წუწკად“ წოდებული. იმერთა მეფის გიორგი III-ისა და ლევან II დადიანის თანამედროვე. 1610-იან წლებში, მეფისაგან შერისხული, ოდიშის სამთავროში გადაიხვეწა. დადიანმა ზუგდიდის მახლობლად ადგილ-მამული უბოძა, რომელსაც შემდეგ „ნაწულუკუ“ (წულუკუძის ნაქონი) ეწოდა. წულუკიძე დადიანის პირველი ვეზირი გახდა. იგი უფრო მეტად ამწვავებდა ურთიერთობას გიორგი III-სა და ლევან II დადიანს შორის და დადიანს იმერეთის სამეფოს მიმართ აგრესიისაკენ აქეზებდა. წულუკიძე ქართველ პოლიტიკოსთა იმ ჯგუფში იყო, რომელიც კახთა მეფე თეიმურაზ I-ისა და მისი მომხრე გიორგი III-ის წინააღმდეგ იბრძოდა.
დიდი ღვაწლი მიუძღვის იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრის მატერიალური უზრუნველყოფაში, რის გამოც ის გამოსახულია ამ მონასტრის კედელზე. ბოლოს კათოლიკობა მიიღო.
მონაწილეობდა ლევან II დადიანის წინააღმდეგ შეთქმულებაში, რის გამოც დადიანმა ზარბაზნიდან გასროლით მოაკვლევინა.
ლიტერატურა
რედაქტირება- კაკაბაძე ს., ქართლის ისტორია. ახალი საუკუნეების ეპოქა (1500-1810), ტფ., 1922;
- მისივე, ისტორიულ პირთა პორტრეტები ჯვრის მონასტერში, «საბჭოთა ხელოვნება», 1958, № 8;
- მეტრეველი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის, თბ., 1962;
- სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), ტ. 2, თბ., 1981;
- სოსელია ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 349.