გიორგი III (იმერეთის მეფე)
გიორგი III (გ. 1639) — იმერეთის მეფე 1604-1639 წლებში, კონსტანტინე ბატონიშვილის ძე.
გიორგი III | |
---|---|
იმერეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1604 |
მმართ. დასასრული: | 1639 |
წინამორბედი: | როსტომი |
მემკვიდრე: | ალექსანდრე III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ? |
გარდ. თარიღი: | 1639 |
მეუღლე: | თამარი |
შვილები: |
ალექსანდრე III როსტომი ბერი მამუკა ხვარამზე |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | კონსტანტინე ბატონიშვილი |
დედა: | ელენე |
ხელმოწერა: | |
მძიმე ბრძოლა უხდებოდა ოდიშის ძლიერი მთავრის ლევან II დადიანის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც დადიანის მხარეზე გადავიდა გიორგი III-ის მიერ შერისხული თავადი პაატა წულუკიძე. 1623 გოჭოურის ბრძოლაში (ქუთაისის მახლობლად) დადიანმა დაამარცხა გიორგი III. დადიანის წინააღმდეგ დაუახლოვდა გიორგი სააკაძეს, რომელსაც 1626 ბაზალეთის ბრძოლაში ზემო იმერეთის ლაშქარი მიაშველა, შემდეგში დაუმოყვრდა თეიმურაზ I-ს. 1629 მისმა ვაჟმა, ტახტის მემკვიდრე ალექსანდრემ, ცოლად შეირთო თეიმურაზ I-ის ასული დარეჯანი (ზურაბ არაგვის ერისთავის ქვრივი). მაგრამ ლევან დადიანი ამის შემდეგაც სისტემატურად არბევდა იმერეთის სამეფოს. გიორგი III-ის დროს იმერეთში ფართო ხასიათი მიიღო ადამიანებით ვაჭრობამ (ტყვის სყიდვა). შექმნილი ვითარებიდან თავის დასაღწევად 1619-1621 გიორგი III-მ სცადა რუსეთის მეფის მფარველობა მოეპოვებინა. მაგრამ ამ ცდას რეალური შედეგი არ მოჰყოლია.
ლიტერატურა
რედაქტირება- სოსელია ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 160.
- სოსელია ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 19.
წინამორბედი: როსტომი |
იმერეთის მეფე 1604 - 1639 |
შემდეგი: ალექსანდრე III |