თარგის განხილვა:იბერიის მეფეები
ეს თარგი სერიოზულად მისახედია. — ჯაბა ლაბაძე (გ) 19:42, 15 ივლისი 2010 (UTC)
- ანუ ამ თარგს მე უნდა მივხედო, სხვა გზა არაა, დილეტანტის შექმნილია. --ჯაბა ლაბაძე 14:55, 21 ივნისი 2012 (UTC)
მეგობრებო ვინაიდან მოქმედი თარგი ნაკლოვანია და თან ცოტა გაურკვეველიც დინასტიების კუთვნილების საკითხში, ხომ არ აჯობებს მოქმედის ამით ჩანაცვლება? შეგახსენებთ ახალი ტარგი შექმნილია ამ სტატიისი მიხედვით და ბუნებრივია ეფუძნება სტატიაში მითითებულ ლიტერატურას. --ჯაბა ლაბაძე 15:24, 21 ივნისი 2012 (UTC)
- მე მომხრე ვარ რომ ჩანაცვლდეს--დათო1010 15:39, 21 ივნისი 2012 (UTC)
- (მომხრე) --მიხეილ მიწერა 15:46, 21 ივნისი 2012 (UTC)
მგონი გადატანის დროცაა. --ჯაბა ლაბაძე 16:05, 21 ივნისი 2012 (UTC)
გაკეთდა--ჯაბა ლაბაძე 16:20, 21 ივნისი 2012 (UTC)
ვიზუალიზაცია
რედაქტირებამოგესალმებით, საუკუნეების მითითებას აჯობებდა Modèle:Palette Rois d'Ibérie-ის მსგავსად გადაკეთდეს? არგუმენტი ის არის, რომ სხვადასხვა ვერსიები არსებობს მონარქთა მეფობის წლებს შორის, ამიტომ საუკუნეების გასწვრივ მეფეების ჩაწერას, დინასტიების გასწვრივ ჩაიწეროს ჯობია, მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ განვმეორდები, რომ ინფოდაფასა და ინფოყუთში ისევე, როგორც გაიდლაინში მონარქთა რიგი ერთი ვერსიის მიხედვით უნდა ჩაიწეროს, ხოლო ცალკეული მეფეების გვერდებზე, უშუალოდ ტექსტებში სხვადასხვა ავტორთა ვერსიები ჩაიწეროს, მაგალითად ქვესტატიად, როგორც მაგალითად ეგიალის შემთხვევაში "ვერსიები". სხვანაირად აღრევა გამოვა, რადგან სხვადასხვა ავტორი, სხვადასხვა დინასტიებს აკუთვნებს სხვადასხვა მეფეს.--გოგოლაური განხილვაწვლილი 08:49, 25 აგვისტო 2020 (UTC)
- გარკვევით ვიტყვი, არსებობს ერთგვარი დილემა. ივერიის მეფეთა მრავალი ავტორისეული ვერსია არსებობს, მაგრამ ყველა ვერსიას თარში ვერ ჩავწერთ, ამიტომ უნდა დავწეროთ "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს თარგი, სახელდობრ, ლევს, როკს და მირდატს, ბაკურ II, ბაკურ III, რევ II (ის არც ერთგან ხაზგასმის მეფის ტიტულით არ იხსენიება) "მოქცევაჲ ქართლისაჲ" იხსენიებს, მაგრამ არა ქართლის ცხოვრება, რომელიც ღადანას, ბაქარს და მირდატ III-ეს იხსენიებს პირველისგან განსხვავებით, ამიტომ მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს ვერსიას ღადანას, ბაქარს და მირდატ III-ეს არ მივუთითოთ. ასევე ვიტყვი, რომ ამჟამად დამატებულია არშაკ III, მითრიდატე I, II, III... რომლებიც არ მოიხსენიებიან მოცემულ წყაროში, ამიტომ ამ მეფეთა გვერდებზე აღარ მიეთითოს თარგი. წითელი ვიზუალი ძალიან ყვირის...--გოგოლაური განხილვაწვლილი 06:02, 22 ოქტომბერი 2020 (UTC)-
თარგის ჩანაცვლება/შეცვლა
რედაქტირებააღნიშნული თარგის ვახუშტის მიხედვით ჩანაცვლება ხომ არ ჯობს?
- საუკუნეების მიხედვით ზუსტად არ ემთხვევა მეფობის წლები თუ შკალის ვარიანტში არ მიეთითა;
- არც ერთი ისტორიკოსი არ მიუთითებს მეფეებს დინასტიების მიხედვით, გარდა ლეონტი მროველისა და ვახუშტისა, რომლის "საქართველოს ისტორია" ქართლის ცხოვრების განახლებულ ვერსიას წარმოადგენს, რომელიც განახლდა ვახტანგ VI-ის კომისიის მიერ და დაიხვეწა და დაზუსტდა დ. ბაქრაძის მიერ.
- „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს წარმოდგენილი ქართლის (იბერიის) მეფეთა სია მწირი ინფორმაციითაა გაჯერებული, თეიმურაზ ბატონიშვილი წარმოგვიდგენს ასფაგურ I-მდე სიას ისევე, როგორც სერგი გორგაძე და პავლე ინგოროყვა. ლევან და გუბაზ სანიკიძის "უბის ისტორიაში", სხვა ავტორების მსგავსად, არაა ხაზგასმული თუ რომელ დინასტიებს წარმოადგენს ესა თუ ის მეფე. ეს ფაქტი მე ვფიქრობ ამყარებს არგუმენტს თუ რატომ უნდა იყოს ზემოთ წარმოდგენილი თარგი ჩანაცვლებული.
- თარგის სათაური "ხ • გ • რ"-ს გასწვრივ უნდა ეწეროს იბერიის მეფეები (იხ. [[]]-ის შიგთავსი.), რათა მასზე დაკლიკებით დაინტერესებული პირი იხილავდა იბერიის მეფეთა სხვა ავტორთა ვერსიებს.--გოგოლაური განხილვაწვლილი 06:03, 17 დეკემბერი 2020 (UTC)
- ზოგადად ვთვლი, რომ ნებისმიერი თარგი არ უნდა იქმნებოდეს პირველადი წყაროს მიხედვით. მერე ვიღაც შემოვა და შექმნის სხვა ავტორის მიხედვით და ასე რა გამოვა? ასე გამოვა ის, რაც დამართეთ სტატიებს მეფეების შესახებ. მე ვფიქრობ ქართულ ისტორიოგრაფიაში როგორცაა მიღებული, შეჯერებული ისე უნდა დალაგდეს ეს თარგი. რაც შეეხება ფერს (რომელზეც შენ ოთოს განხილვაში დაწერე) ეგ საქართველოს ფერია და გინდა ყვიროდეს და გინდა ცელქობდეს საჭიროა დარჩეს. არც ის მგონია სწორი, რომ თარგის სათაური გადადიოდეს იბერიის მეფეთა სიაზე, რადგან მაგ სტატიაში რა ხდება ღმერთმა უწყის მხოლოდ და ასეთი სტატიის „გაპიარება“ ნამდვილად არაა მიზანშეწონილი. --Wiki - ჯაბა 08:20, 17 დეკემბერი 2020 (UTC)
- ამჟამინდელი იბერიის მეფეთა სია დასაკორექტირებელია ახლით, მასზე გადასვლის შემთხვევაში ვიგულისხმე, რომ დაკლიკებით დაინტერესებული პირი იხილავდა იბერიის მეფეთა სხვა ავტორთა ვერსიებს.--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:05, 17 დეკემბერი 2020 (UTC)
- თუ არ გვინდა იყოს არსებული.--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:08, 17 დეკემბერი 2020 (UTC)
განახლება
რედაქტირებაიმდენად არეული სიტუაცია იყო ამ თარგში, ამ ეტაპზე გადავწყვიტე მხოლოდ ერთი წყაროს მიხედვით შემექმნა და ასე ყოფილიყო, რადგან სრულ აფსურდამდე არ მივსულიყავით. თუმცა საბოლოო სახის მიცემამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. აქ გადასაწყვეტია ორმეფობის დროინდელი მეფეების სტატიები. მათზე არსებობს სტატიები ერთად და ცალ-ცალკეც, ვფიქრობ რომელიღაცა ზედმეტია. ჩემი აზრით ორ მეფეზე ერთად დაწერილი სტატია არის ზედმეტი და წასაშლელია. სჯობს ცალ-ცალკე იყოს და თარგშიც შესაბამისად ჩავსვამთ. --Wiki - ჯაბა 18:29, 31 დეკემბერი 2020 (UTC)
- ჩემი აზრითაც ორი მეფის საერთო სტატიებია წასაშლელი. გიო ოქრო 14:52, 1 იანვარი 2021 (UTC)
იბერიის მეფეები „მეფეთა ცხოვრების“ მიხედვით
რედაქტირებამეფეთა სია იგივეა, რაც ქართლის ცხოვრების ძველი ვარსია. არსებობს, ვახტანგ VI-ის თაოსნობით და ხელმძღვანელობით მომუშვე „სწავლულ კაცთა“ („მეცნიერ კაცთა“) კომისიის (ბერი ეგნატაშვილი და სხვები) მიერ განახლებული ახალი ქართლის ცხოვრება, რომლის XVI გვერდის ბოლო აბზაციდან ვკითხულობთ: «„ახალი ქ’ ცის“ მრავალი ნაკლი უკვე ვახუშტი ბატონიშვილმა შეამჩნია და აღნიშნა, მაგრამ ამ ნაწარმოებს მისგან დასახელებულსა და შესწორებულ შეცდომებზე გაცილებით მეტიც მოეპოვება». აქედან გამომდინარე, ძველი ქართული წყაროებიდან, ქართლის ცხოვრების უახლეს ვერსიას წარმოადგენს ვახუშტის „საქართველოს ისტორია“. ზოგადად სათაური, «იბერიის მეფეები „მეფეთა ცხოვრების“ მიხედვით», კორექტირებას საჭიროებს, რამეთუ ძველქართულ წყაროებში იბერია უცხოენოვანი ეტიმოლოგიისაა, მეტიც, ძველ ქართულ წყაროებში მოიხსენიება ივერია და მართებული დასათაურებულ იქნას, როგორც ივერიის მეფეები. შემდეგ, ძველ ქართულ წყაროებში (როგორც გაფორმებულია თარგი:იბერიის მეფეები), მოიხსენიება მხოლოდ ერთი ფარნავაზი, როგორც საურმაგი, ამიტომ სასურველია ფარნავაზი და ფარნავაზ I ერთმანეთზე მისამართდებოდეს, როგორც საურმაგი და საურმაგ I, რადგან თარგში, ორმეფობამდე რომ ვუთითებთ ფარნავაზ I-ს უნდა იყოს ფარნავაზი, რადგან ფარნავაზ II-ეს „მეფეთა ცხოვრება“ და სხვ. ძველი ქართული წყაროები არ მოიხსენიებს, ამიტომ ფარნავაზ II-ის ნაცვლად უნდა ეწეროს ბარტომ I. ორმეფობაში ბოლო წყვილი მეფენი არიან ფარსმან ქველი და მირდატი. ასევე არაა ძველ ქართულ წყაროებში მოხსენიებული მითრიდატე. ვწერთ მითრიდატე IV-ეს და არ გვყავს მითრიდატე III, მითრიდატე II, მითრიდატე I და არ გვიჩნდება კითხვა თუ რაშია საქმე? საერთოდ ამოსაღებია მითრიდატე, რომელსაც თავის კვლევებში მოიხსენიებდა გიორგი მელიქიშვილი, მაგრამ ის სულ სხვა ვერსიაა ისტორიისა, რომლის ქრონოლოგია არასრულია... თუ გიორგი მელიქიშვილისეულ ვერსიას ვიწერთ ქსე-დან, რომელი არასრული ვერსია წარმოდგენილია იბერიის მეფეთა სიაში, მაშინ იძულებული ვართ მთავარ სათაურად მივუთითოთ მითრიდატე, რომელიც სასურველია მისამართდებოდეს მირდატზე, შესაბამისად:
- მითრიდატე IV = მირდატ II.
- მითრიდატე V = მირდატ III.
- მითრიდატე VI = მირდატ IV.
- მითრიდატე VII = მირდატ V.
არც მირიანის მამა რევ II უნდა იყოს სიაში. მეფეთა ცხოვრების და სხვ. ძველი ქართული წყაროების თანახმად ლევი/რევ II არ ყოფილა მეფე. მას მხოლოდ ქართლის მოქცევა აღიარებს წარმართ მეფედ, მაგრამ აქ მეფეთა ცხოვრების ვერსიაა წარმოდგენილი, სადაც ასევე 3 ბაკურია და არა 5! წარმოგიდგენთ სწორ ვერსიას
ორმეფობამდე
|
ორმეფობა
|
ორმეფობის შემდეგ
|