ეგიალი
ეგიალი, ეგიალ (ა) (ძვ. ბერძნ. Αἰγιαλεύς, მიღებული αἰγιαλός-დან, aigialos – „პლაჟი“, „სანაპირო“, ასევე Aegealeus, Aigialeus, Egialeus) — ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ეეტის და ჰეკატეს უფროსი ძე. აფსირტეს, მედეას, ცირცეს და ქალკიოპეს ძმა.
სახელები ეგიალი და არგი უახლოვდებიან ქართლის ცხოვრების არგვეთს, ეგურ-ს (აფხაზურად აგურა – გურია, აგრუა – სამეგრელო; აგრუას სტრაბონი ასევე იხსენიებს – agri). დაბოლოება ამ სახელებისა გვიჩვენებს კუთვნილებას: ეგ-ური═აგური, ე. ი. ის, ვინც ეკუთვნის ეგს, აგს, ხოლო ქართლის ცხოვრებით აგ იგივეა, რაც დაბადების გოგ, და კიპერტის Atlas antiquús-ი კი გვიჩვენებს, რომ გოგარენები იყვნენ მესხეთის (ჯავახეთის) მცხოვრებნი და ის ადგილი, საცა იყო გუგარქი, გუჯარეთი და საცა ეხლაც არის გოგაშენი (შეადარე თამარაშენი და სხ.) ეს აგ-ები, აგოგ-მაგოგები ჯუანშერის ქრონიკით თვით ნებროთის მხილველნი იყვნენ და ცხოვრობდნენ ბაბილონს (ნებროთი 2716 წ. ქრ. უწინარეს)[1].
ვერსიები
რედაქტირებაეგიალი, დიოდორე სიცილიელის მიხედვით, განიხილება როგორც აფსირტეს ალტერნატიული სახელი, მოკლული მედეას მიერ[2].
კირილ თუმანოვის მიხედვით, ეგიალი აფსირტეს ძეა[3].
მოსე ჯანაშვილის მიხედვით, ეგიალი აიეტის და ჰეკატეს უფროსი ძეა[4][5].
გენეალოგია
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსე ჯანაშვილი „ქართველთა მატიანე“: „ქართლის ცხოვრების“ ლეგენდები, საქართველოს ისტორიის დასაწყისი. I — 1. საქართველოს დამაარსებელნი (მამასახლისნი). გვერდი 117. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი, 1903.
- ↑ დიოდორე სიცილიელი, ისტორიული ბიბლიოთეკა 4.45.
- ↑ Cyrille Toumanoff, Les dynasties de la Caucasie chrétienne de l'Antiquité jusqu'au XIXe siècle : Tables généalogiques et chronologiques, Rome, 1990, p. 528-529.
- ↑ 4.0 4.1 მოსე ჯანაშვილი „ქართველთა მატიანე“: „ქართლის ცხოვრების“ ლეგენდები, საქართველოს ისტორიის დასაწყისი. I — 1. საქართველოს დამაარსებელნი (მამასახლისნი). გვერდი 116. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი, 1903.
- ↑ 5.0 5.1 მ. გ. ჯანაშვილი „საქართველოს ისტორია უძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ.“, IV. ბერძენთა გადმოცემა: ფაზიანიდების საგვარეულო შტო (გენეალოგია) ბერძენთა გადმოცემით. ტომი I, გვერდი: 12.