სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცირცე.

ცირცე, ცირცეა IIძველი კოლხეთის მეფის, აიეტის და ქალღმერთ ჰეკატეს ასული. ეგიალის, აფსირტეს, მედეას და ქალკიოპეს და. სკვითის ანუ სარმატიის მეფის მეუღლე.

ეს მეფე ცირცეამ მოწამლა და თვითონ გამეფდა. ამ მხარეზე, საზოგადოდ, დიდი გავლენა ჰქონდათ კოლხებს. ბერძენთა მწერლები აიეთს უწოდებენ მეფედ კოლხეთისა და მეოტიისა (აზოვის ზღვისა და არემარესი). თვით ყირიმის ნახევარ კუნძულზე აიეთის შვილს ჰქონდა დიდი ქალაქი – პანტიკაპეა, რომელიც ბოსფორის სამეფოს სატახტო ქალაქად შეიქმნა. ეს ქალაქი მან გამოართვა სკვითის მეფეს. მთელის ტავრიდის (ყირიმის) მეფედ იყო აგრეთვე პერსე, ძმა აიეთისა[1].

თავის დედა ჰეკატესავით ესეც წამლების კეთებას სწავლობდა და ბევრი ახალი წამალი აღმოაჩინა, ასე რომ ამ მეცნიერებაში სხვას არ დაუვარდებოდა. იგი მიათხოვეს სკვითის მეფეს, რომელიც მოწამლა და გამეფდა. მაგრამ ფიცხად და ულმობლად ეპყრობოდა ქვეშევრდომებს, რომელთაც იგი განაძევეს[2].

გენეალოგია

რედაქტირება
  1. მ. გ. ჯანაშვილი „საქართველოს ისტორია უძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ.“: სკვითია. ტომი I, გვერდი: 13.
  2. მ. გ. ჯანაშვილი „საქართველოს ისტორია უძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ.“: ბ. ღმერთ-კაცნი. ია. ცირცეა II, აჲეთის ასული. ტომი I, გვერდი: 95.
  3. მოსე ჯანაშვილი „ქართველთა მატიანე“: „ქართლის ცხოვრების“ ლეგენდები, საქართველოს ისტორიის დასაწყისი. I — 1. საქართველოს დამაარსებელნი (მამასახლისნი). გვერდი 116. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი, 1903.
  4. მ. გ. ჯანაშვილი „საქართველოს ისტორია უძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ.“, IV. ბერძენთა გადმოცემა: ფაზიანიდების საგვარეულო შტო (გენეალოგია) ბერძენთა გადმოცემით. ტომი I, გვერდი: 12.