აია (მითოლოგია)

(გადამისამართდა გვერდიდან ძველი კოლხეთი)

აია (ძვ. ბერძნ. Αιαία) ან ეა — მითოლოგიური კუნძული, რომელიც, როგორც ამბობენ, იყო ქალღმერთი-ჯადოქრის ცირცეს სამფლობელო. ჰომეროსის „ოდისეაში“ ოდისევსი ალკინოოსს უყვება, რომ სახლისკენ, ითაკაში გამგზავრებისას გზად აქ დარჩა ერთი წლის განმავლობაში. ის ამბობს, რომ ვერ შეძლო ამ კუნძულზე ყოფნის აუცილებლობას შეწინააღმდეგებოდა, უფრო არა იმდენად ცირცეს, რამდენადაც იმის გამო, რომ კუნძულის დატოვების აუცილებლობაზე რომ ვერ ეთქვა უარი. თანამედროვე ბერძენი სწავლული, იოანნის კარკიდისი თვლის, რომ რეალისტური იდენტიფიკაციის ნებისმიერი მცდელობა უშედეგოა, ამტკიცებს რა, რომ ჰომეროსმა ბუნდოვნად მოათავსა აიაია მისი მსოფლიოს სადღაც აღმოსავლეთ ნაწილში, ალბათ, კოლხეთის მახლობლად, რამდენადაც ცირცე იყო კოლხეთის მეფის, აიეტის და, და რადგან, მათ მამიდას, ეოსს იქ ჰქონდა საკუთარი სასახლე.

იტალიის რუკაზე, რომისგან სამხრეთით აღნიშნული აიაია (აბრაჰამ ორტელიუსი, 1624).

ჰომეროსის „ოდისეაში“ წარმოდგენილი გარკვეულწილად არათანმიმდევრული გეოგრაფია ხშირად მიიჩნევა უფრო როგორც მითოლოგიური, ვიდრე ლიტერატურული, მაგრამ ალექსანდრიელი სწავლულის და პოეტის, აპოლონიოს როდოსელის გეოგრაფია უფრო სპეციფიკურია[1]. მის ეპიკურ პოემაში „არგონავტიკა“ ის კუნძულს ალოკალიზებს სადღაც სამხრეთ ეთალიაში (Aethalia) (ელბა), ტირენიის ზღვის სანაპიროს თვალთახედვის არეალში (იტალიის დასავლეთ სანაპირო.).[2] ამავე პოემაში, იაზონის და მისი მხლებლების გამასპინძლების შემდეგ, აიეტი თავის შვილიშვილებს კოლხეთსა და აიაიას შორის უსაზღვრო მანძილის შესახებ ესაუბრება:

შვილებო ჩემი ქალიშვილისა და ფრიქსესი, რომელსაც ყველა უცხოელზე მეტი პატივი ვეცი ამ სასახლეში, რატომ დაბრუნდით ეაში? განა რამე უბედურება შეგემთხვათ გზაში? თქვენ არ დამიჯერეთ, როცა თქვენს მიერ აღებული გზის შესახებ გითხარით, რომ უსაზღვრო მანძილი აქვს-მეთქი! ეს მე მაშინ გავიგე, როცა მამაჩემის — ჰელიოსის ეტლით ვიმოგზაურე. ჰელიოსს იმ დროს ჩემი დაი კირკე გადაჰყავდა ჰესპერიის ქვეყნის შუაგულში. ჩვენ მაშინ მივაღწიეთ ტირსენისის ხმელეთის ნაპირს, სადაც ახლაც ცხოვრობს ჩემი და. ეს ქვეყანა ძალზე შორსაა კოლხეთის მიწისაგან. მაგრამ რა საჭიროა ეს ამბავი! სჯობს, დალაგებით მომიყვეთ, რამ დაგაბრკოლათ გზაში, ვინ არიან ეს კაცები, თქვენ რომ მოგყვნენ და სად არის ჩემი მშვენიერი ხომალდი?[3]

მოგვიანებით აიაია, კლასიკური რომაელი მწერლების მიერ, იდენტიფიცირებულ იქნა მთა ცირცეოსთან (ლატინას პროვინცია, სან ფელიჩე ცირცეო, ლაციო, იტალია), იტალიის დასავლეთ სანაპიროზე, რომის სამხრეთით, დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარე, რომელიც, ალბათ გამოიყურებოდა როგორც კუნძული ჭაობების და ზღვის გამო, გარსშემორტყმული მის ჩამოყალიბებამდე, და რომელიც პატარა ნახევარკუნძულს წარმოადგენს. ეს უკვე იყო ნახევარკუნძული დიონისე ჰალიკარნასელის მიხედვით. თუმცა, შესაძლოა, ეს იყო ასევე კუნძული. ჰომეროსის პერიოდში წარმოადგენდა, გრძელ ლიდოს[4] ან ქვიშიან ნახევარკუნძულს, რომელიც ზოგადი გეოლოგიური პროცესის მიმდინარეობისას თანდათან შეუერთდა მატერიკს. არქეოლოგები ერთ გამოქვაბულს ან გროტს აიდენტიფიცირებდნენ კონცხთან, როგორც "Grotta della Maga Circe", ცირცეს გამოქვაბული. მეორე ადგილი იქნა ნაპოვნი ახლომდებარე კუნძულ პონცაზე. ითვლება, რომ ცირცეს ჰქონდა საკუთარი ზაფხულის სახლი ცირცეს მთაზე და საკუთარი ზამთრის სახლი პონცაზე, რომელიც, ალბათ, არის კუნძული აიაია.

აიაიას დატოვებამდე, ოდისევსმა ცირცესგან მიიღო ინსტრუქტაჟი თუ როგორ უნდა გადაელახა ოკეანე[5] და ჩრდილოეთის ქარის დახმარებით მიეღწია მიწისქვეშა სამყაროს:

– ღვთისდანაბადებო! წინამძღვარი არც დაგჭირდება, ამაზე ნუ ინაღვლებ. შენ მხოლოდ ანძა აღმართე ხომალდზე, თეთრი იალქნები გაშალე და შენთვის იჯექი, მძლავრი ბორეასი თავად დაგაყენებს გზაზე. ოკეანეს რა გადალახავ, ერთ ჩავარდნილ ნაპირზე პერსეფონეს ჭალაკს დაინახავ, სადაც შავფოთლიანი ალვისხეები და უნაყოფო ტირიფები შრიალებენ. იქ დააყენე ხომალდი, თავად კი ჰადესის სულისშემხუთველი სამყოფელისკენ გასწიე. შავეთში შთასულს აქერონისა და ცეცხლმოდებული პირიფლეგეტონის ღრიალი შემოგესმება. აქერონს იქვე კოკიტოსი, ტირილის მდინარე, ერთვის, რომელიც სათავეს სტიგსის წყლებიდან იღებს. ორივე კი მდინარე აქერონს უერთდება, ხოლო მათ შორის კლდეა შემართული. ამ კლდის ძირში ერთი წყრთის სიღრმეზე ორმო ამოთხარე, ორმოსთან მკვდართა სულებს მსხვერპლი შესწირე: ჯერ რძეში გაზავებული თაფლი, მერე ზედაშე, ხოლო შემდეგ წყალი და ყოველივე ამას წმინდა, თეთრი ფქვილი მოაფრქვიე. მზეგადასულთ მსხვერპლს რა შესწირავ, აღუთქვი, რომ ითაკაში დაბრუნებისას საუკეთესო უშობელს დაუკლავ და კოცონზე ძვირფას შესაწირავს დაუწვავ. ხოლო ტირეზიას ცალკე შესწირავ შენს ფარაში გამორჩეულ შავ ცხვარს. მერმე შავმატყლიან დედალ-მამალ ცხვარს ერებოსისაკენ თავები დაუდრიკე და სახელოვან აჩრდილებს შესწირე, თავად კი მდინარისაკენ პირშექცეული დადექ. როცა მკვდართა სულები მოდგებიან, თანამგზავრებს უბრძანე, საკლავი გაატყავონ, ცეცხლს დაუდონ და მრისხანე ჰადესსა და საშინელ პერსეფონეს შეევედრონ. შენ კი, ერისმთავარო, მახვილი მოიმარჯვე და უხორცოთა გუნდი სისხლთან არ მიუშვა, ვიდრე ტირეზიას არ ამკითხვინებ. მისანიც მალე გამოჩნდება, სამშობლოსაკენ გზას მიგასწავლის და გირჩევს, როგორ გადალახო თევზმრავალი ზღვა.[6]

სხვა ჰიპოტეთური ადგილმდებარეობა რედაქტირება

რობერტ გრეივზი („ბერძნული მითები“) აიაიას აიდენტიფიცირებს კუნძულ ლოშინთან, მდებარეს ისტრის ნახევარკუნძულის მახლობლად, ადრიატიკის ზღვის ჩრდილოეთით.

ტიმ სევერინი („ულისეს მოგზაურობა“) აიაიას აიდენტიფიცირებს კუნძულ პაკსოსთან, მდებარეს იონიის ზღვაში, საბერძნეთის სანაპიროს სიახლოვეს, ყველაზე პატარა იონიის შვიდი მთავარი კუნძულიდან.

გედლ ლომენი („ზღვა ბერძნულ წარმოსახვაში“) აიაიას აიდენტიფიცირებს კუნძულ კვიპროსთან, მდებარეს ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთით.

აიაია ლიტერატურაში რედაქტირება

რიჩარდ ოლდინგტონის რომანში „ყველა ადამიანი მტერია“ (1933), აიაია კუნძულია, „თორმეტი საათის სავალი ნეაპოლიდან“ (აშკარად მითიური), სადაც გვხვდებიან მისი გმირები, და მათ შორის სიყვარული ღვივდება.

ჯონ ბენვილის 1993 წლის რომანში „მოჩვენებები“, გემმა კატასტროფა განიცადა, შეეჯახა რა უსახელო კუნძულს; ერთი პერსონაჟი, სოფია, ვარაუდობს, რომ ეს აიაიაა; მეორე ეუბნება: „დიახ ... დიახ, აიაიაა: შენ იგრძნობ თავს როგორც საკუთარ სახლში, უეჭველი“, მიუთითებს რა სოფიას ცირცეულ ბუნებას.[7]

კოლხეთში[8][9][10] აიას (Αἶα) მეფის, აიეტის დის, ცირცეს და მისი ასულის, მედეას ეპითეტი იყო „აიაიაელი“ (ძვ. ბერძნ. Αἰαίη).

ცირცეს შვილმა, ტელეგონუსმა ასევე მიიღო ეს ეპითეტი.[11] ეს იყო ასევე კალიფსოს სახელი, რომელიც, როგორც თვლიდნენ, დასახლდა პატარა კუნძულზე სახელით აიაია, იტალიის და სიცილიის სრუტეებს შორის.[12][13]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. სპეციფიკური. უცხო სიტყვათა ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  2. William H. Race, Apollonius Rhodius: Argonautica, Loeb Classical Library (2008), 4.654–661
  3. აპოლონიოს როდოსელი „არგონავტიკა“. ბერძნულიდან თარგმნა წინასიტყვაობა და განმარტება დაურთო აკაკი ურუშაძემ. სახელმწიფო გამომცემლობა „სახელგამი“. თბილისი, 1948. გვერდები: 95 და 96.
  4. ლიდო. უცხო სიტყვათა ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  5. Homer's Odyssey 10.503
  6. ჰომეროსი „ოდისეა“. X. გრძნეული ცირცე. გვერდები: 70, 71.
  7. Banville, John. Ghosts, page 7.
  8. Apollonius of Rhodes, III. 1136, IV. 559
  9. Homer, Odyssey IX. 32
  10. Virgil, Aeneid III. 386
  11. quid petis Aeaei moenia Telegoni?, Propertius 2.32.4
  12. Pomp. Mela, II. 7
  13. Propert. III. 10." 81