კირკე

ბერძნული მითოლოგიური პერსონაჟი
(გადამისამართდა გვერდიდან ცირცე)

ცირკე, ცირცეა I, კირკეჰელიოსის ასული. აიეტის, პერსეს და პასიფაის და.

ცირცე ოდისევსს სთავაზობს თასს (ჯონ უილიამ უოტერჰაუსი, 1891.).

მითოლოგიის მიხედვით, ცირცეა I იყო ღმერთქალი, ენამზიანი, მბზინავთმიანი. ფაზისი, გამოდიოდა-რა ამარანთის მთიდგან და რწყავდა-რა ცირცეას მინდორს, ერთოდა ზღვას. ვენახით, ბალახითა და ტირიფებით იყო შემოსილი ეს ცირცეას მინდორი. ცირცეა აქ აგროვებდა წამლის გასაკეთებელ ბალახებს (მისი სახელი ემსგავსება მეგრულს ცირა – გასათხოვარი ქალი და გურულს ციცა)[1].

მითოლოგიური ცნობები

რედაქტირება

კუნძულ აიაზე მცხოვრები გრძნეული, დიდი ჯადოქრის, მედეას მამიდა, რომელმაც მედეა და იაზონი აფსირტეს მკვლელობისგან განწმინდა (აპოლონიოს როდოსელი, არგონავტიკა. III, 311; IV, 559...) ცნობილია, რომ ჰელიოსმა ეტლით ჰესპერიაში ჩაიყვანა, იტალიის სამყაროში დასახლდა. თავის კუნძულზე გრძნეული კირკე სრულუფლებიანი დედოფალია, ღმერთქალი, რომელიც ჯადოსნური კვერთხის შეხებით მოგზაურებს ცხოველებად აქცევს.

თქმულება

რედაქტირება

ოდისეაში ვრცლადაა მოთხრობილი, როგორ მიიღო ოდისევსის თანამგაზვრები, აქცია ღორებად, იგივე დაუპირა ოდისევსს, მაგრამ გმირი ჰერმეიასის წამალმა იხსნა, მერე თითონვე აიძულა კირკე, რომ თანამგზავრები ისევ ადამიანებად ექცია (ოდისევსი, 10, 80-550). ჯადოქრის ეზოში ლომები და მგლები ირევიან - ყოფილი ადამიანები. მომდევნო მე-11 თავში მოთხრობილია, როგორ მოიარა ოდისევსმა ქვესკნელი კირკეს რჩევით, რათა ტირესიასგან გაეგო როგორ მოხვედრილიყვნენ ითაკაში. ერთი ვერსიით, კირკემ გმირებს პრამნეს ღვინოში აზელილი ქერის, ყველისა და ყვითელი თაფლის ნარევში ჯადოსნური წამალი ჩაურია და სამშობლო დაავიწყა, რადგან სურდა ოდისევსი ქმრად გაეხადა. გმირი ერთი წლის შემდეგ მაინც გონს მოვიდა და გზა განაგრძო. მათი თანაცხოვრების ნაყოფი კი იყო ტელეგონე.

სახელის წარმოშობა

რედაქტირება

ძალზე საინტერესო და სადაოა ჯადოქრის სახელის ეტიმოლოგია. ბერძნულად კირკოს წრესაც ნიშნავს და შევარდენსაც (ალბათ ჰაერში შემოწერილი წრის ანალოგიით). გარკვევით თქმა ძნელია, მაგრამ ჩანს, ქართულის დაუხმარებლად ეს ვერ აიხსნება. ქართულად გორგოლა, რგოლი, გრგოლი, (გრ)კალი, რკო იმავე მნიშვნელობისაა, უფრო კი სვანურად ლიკირკე - გაგორება, გირკად - ირგვლივ ფონეტიკურად ძლიერ უახლოვდება კირკეს სახელს. იქნებ იგულისხმება ჯადოსნუირი რკალი, რგოლი, რითაც კოლხი ქალი მეტამორფოზებს ახდენს? ბერძბულ მითებში ხომ კოლხ ჯადოქრებს ძალუძთ ჯადოსნობა. რგოლებითა და რომბებით ციურ მნათობებზე მოქმედება, მთვარის ჩაქრობა-ანთება და ასე შემდეგ.

ვერსიები

რედაქტირება

ერთი ვერსიით, წამლის ოსტატი, მაქცია და ჯადოსანი კირკე სკვითების მეფეს მიათხოვეს, ქმარი მოწამლა და სკვითეთში გამეფდა, მაგრამ სისასტიკისათვის განდევნეს. ეს ვერსია თავისთავად უარყოფს ისედაც უნიადაგო და ძალზე გვიანდელ ჰიპოთეზას, რომ თითქოს მედეა სკვითი ქალი იყო, მაგრამ აქ საერთოდ ანაქრონიზმია, რადგან კირკე, მედეა და აიეტის დროის კოლხეთი ბევრად უფრო ძველია, სკვითები 500-600 წლით გვიან მოვიდნენ. კირკეს უდავო ნათესაობა აქვს ქვესკნელის იდუმალ ქალღმერთ ჰეკატესთან, შეუძლია გამოიხმოს ღამე, ქაოსი, წყვდიადის მისტიკური ძალები, შელოცვით მთვარეს უცვალოს სახე, მამამზის გარშემო ღრუბლები შეაქუჩოს, მიწას წყვდიადის ფარდა გადააფაროს, ჯადოთი შექმნას ლანდები, დააბნიოს თვით ღმერთები.

კირკეს სახე

რედაქტირება

კირკეს პიროვნება მკვლევართა დავის საგანია. ბაურა (Bowra) თავის კაპიტალურ შრომაში ყველა დროისა და ხალხის საგმირო პოეზიის შედარებითი ფენომენოლოგია წერს: ”კირკეს კუნძული აი-აია სულაც შეიძლება გვიანდელი ნასხვაური იყოს გარკვეული ადგილისა შავის ზღვის სანაპიროდან, რაც უწინ აღმოაჩოანეს და არგონავტების ამბავში შეიტანეს”. (ხსენებუბული წიგნი, შტუტგარტი, 1964, გვერდი 146). აპოლოდ. 1, 9,1 (24); ეპ.7, 14-19; ეპ.7, 36-37.

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • ცირცე. უცხო სიტყვათა ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.