მამია III გურიელი
მამია III გურიელი (გ. 1714) — გურიის მთავარი 1689-1711, იმერეთის მეფე (უზურპატორი) 1701–1702, 1713–1714,გიორგი III გურიელის ძე.
მამია III გურიელი | |
---|---|
გურიის მთავარი, იმერეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1689 |
მმართ. დასასრული: | 1714 |
წინამორბედი: | ქაიხოსრო II გურიელი |
მემკვიდრე: | გიორგი IV გურიელი |
მეუღლე: |
ელენე აბაშიძე თამარ ერისთავი |
შვილები: | გიორგი IV გურიელი, ქაიხოსრო III გურიელი, ლევან გურიელი, ნიკოლოზ ბატონიშვილი, მანუჩარი |
დინასტია: | გურიელები |
მამა: | გიორგი III გურიელი |
ბიოგრაფიარედაქტირება
ისტორიულ წყაროებში იხსენიება როგორც „დიდი“ ან „შავი გურიელი“. ოსმალეთთან მოქნილი დიპლომატიური პოლიტიკის მეშვეობით აფართოებდა სამთავროს ტერიტორიას. იმერეთის მეფისაგან იყიდა საჭილაო-სამიქელაძეოს ტერიტორია. მანვე განაახლა ბუკისციხე, დაიკავა საჯავახო. აქტიურად იყო ჩართული ტყვეებით ვაჭრობაში, მიუხედავად იმისა, რომ ფიცის წიგნით უდასტურებდა ბერ ბესარიონს ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვას.
1696 წელს ოსმალეთის სულთანთან შეთანხმებით თავისი გავლენა დაამყარა ოდიშის სამთავროზე. საკუთარ თავს „ხელმწიფეთ-ხელმწიფე დადიან–გურიელს“ უწოდებდა.
დაუმოყვრდა იმერეთის მეფე სიმონს, ახალციხის ფაშას დახმარებით დააბრუნა ქართლში გაქცეული სიმონი, მისი და შერთო ცოლად და ხელახლა გაამეფა ის იმერეთში. თავადები გიორგი აბაშიძე და მისი სიძე — გიორგი ლიპარტიანი მამია გურიელს შეუთანხმდნენ, თუ მამია სიმონ მეფეს მოკლავდა, მას გაამეფებდნენ იმერეთში. მამია დათანხმდა ამ წინადადებას და შეთქმულებმა ღალატით მოკლეს სიმონ მეფე 1701 წელს. 1701-1702 წლებში გურიელი მეფობდა იმერეთისა და ოდიშის სამთავროს მსხვილ ფეოდალთა მხარდაჭერით. გიორგი აბაშიძემ სამეფო შემოსავალი არ უწილადა იმერეთის მეფე გურიელს, რის გამოც გურიელი იძულებული გახდა ტყვეები გაეყიდა გურიიდან და ამით გაესწორებინა ხარჯები. 1702 წელს ამ ყველაფრით გაბეზრებულმა გურიელმა თვითონ თქვა უარი სამეფო ტახტზე.
მამია III გურიელი იძულებული გახდა დამორჩილებოდა 1703 დასავლეთ საქართველოში შემოჭრილ ოსმალთა ლაშქარს, რის შედეგად გურიის სამთავრომ ბათუმი დაკარგა.
1711 წელს ლიპარტიანის, რაჭის ერისთავის, ბეჟან ლეჩხუმის ბატონის და ზურაბ აბაშიძის დახმარებით კვლავ გამეფდა იმერეთში. გამეფების შემდეგ გურიელობა თავის შვილს, გიორგი IV-ს დაუთმო. ზურაბ აბაშიძე უკმაყოფილო იყო გურიელის მეფობით. იგი ახალციხეში გიორგი VI-ს დაუკავშირდა და ლეჩხუმის მთავარ ბეჟანთან ერთად გურიელის წინააღმდეგ გაემართნენ. ბრძოლა მოხდა ჩხარში 1712 წელს. ამ ბრძოლაში მამია III გურიელი დამარცხდა. მამიამ კვლავ დაიხმარა დადიანი, ერისთავი, აბაშიძე და ლეჩხუმის მთავარი ბეჟანი და 1713 წელს ოკრიბაში გამართულ ბრძოლაში დაამარცხა მეფე. ორთვიანი მეფობის შემდეგ მამია III გარდაიცვალა. დაკრძალულია შემოქმედის საკათედრო ტაძარში, სადაც დაცულია მისი ფრესკა.
ლიტერატურარედაქტირება
- ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 396.
- რეხვიაშვილი, მ., იმერეთის სამეფო 1462-1810, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989. — გვ. 139, 145, 154-155.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
წინამორბედი: ქაიხოსრო II |
გურიის მთავარი 1689 - 1711 |
შემდეგი: გიორგი IV |
წინამორბედი: სიმონი |
იმერეთის მეფე 1701 - 1702 |
შემდეგი: გიორგი VI |
წინამორბედი: გიორგი VII |
იმერეთის მეფე 1714 |
შემდეგი: გიორგი VII |