კონსტანტინე I (კახეთის მეფე)
კონსტანტინე I (დ. დაახლოებით 1566 — გ. 22 ოქტომბერი, 1605) — კახეთის მეფე 1605, ალექსანდრე II-ის ძე.
კონსტანტინე I | |
---|---|
კონსტანტინე ხანი | |
კახეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1605 |
მმართ. დასასრული: | 1605 |
წინამორბედი: | ალექსანდრე II |
მემკვიდრე: | თეიმურაზ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1566 |
გარდ. თარიღი: | 1605 |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | ალექსანდრე II |
დედა: | თინათინ ამილახვარი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბავშვობიდან ირანში, შაჰ-აბასის კარზე იზრდებოდა, სადაც გამაჰმადიანდა კიდეც. ფაზლი ხუზანის ქრონიკის მიხედვით, ის ჯერ ყაზვინის, შემდეგ კი ისპაჰანის ტარუღა იყო.
1605 წლის შეთქმულება
რედაქტირება1605 წელს კონსტანტინე შაჰ-აბასმა ჯარით კახეთში დააბრუნა და საგამგებლოდ შირვანი უბოძა. მას შაჰის დავალებით შირვანი ოსმალთაგან უნდა გაეთავისუფლებინა და თვითონ დაეჭირა, რაშიც ალექსანდრე უნდა დახმარებოდა. შაჰმა კონსტანტინე საიდუმლოდ დამოძღვრა: „წადი და მოკალ მამა-შენი და ძმა-შენი და კახეთიც შენ დაიჭირე. ეს იმ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო, თუ კონსტანტინე მამასა და ძმას „ღალატს“ შეატყობდა. გიორგი ბატონიშვილმა მართლაც დაიწყო ყოყმანი შირვანზე გასალაშქრებელი ჯარის მისაცემად. კონსტანტინეს უნდა აესრულებინა შაჰის დავალება და კახეთი თვით დაეჭირა. ამით კახეთის საკითხი საბოლოოდ ირანის სასარგებლოდ წყდებოდა, რადგანაც ერთადერთი სხვა ტახტის მემკვიდრეც თეიმურაზი შაჰის კარზე იმყოფებოდა. ბრძოლა გიორგისა და კონსტანტინეს შორის მოსკოვისა და ირანის ინტერესების აშკარა შეჯახებას წარმოადგენდა.
1605 წლის 12 მარტს კონსტანტინე-მირზა მამას ეწვია და მოლაპარაკება გამართა თითქოს შირვანს სალაშქროდ ჯარის გამოყვანის თაობაზე. კონსტანტინემ კახელებს შირვანზე გალაშქრება მოსთხოვა, მაგრამ ალექსანდრე II სპარსეთ-ოსმალეთის ომის შესაძლო შედეგს ითვალისწინებდა და ომისაგან თავს იკავებდა. თათბირს ცხარე კამათი მოჰყვა. უკმაყოფილო კონსტანტინემ შაჰ-აბას I-ის დავალებითა და სპარსელების დახმარებით მისივე კარავში მოკლა მამა — ალექსანდრე II, ძმა — გიორგი, რუსთველი ეპისკოპოსი, მისი ძმა აბელი და რამდენიმე თავადი, ხოლო ალავერდის მიტროპოლიტი დაჭრეს. ამის შემდეგ კონსტანტინემ თავი კახეთის მეფედ გამოაცხადა.
კონსტანტინე მეფე კახეთის მართვას შეუდგა, იგი ოჯახის ღირსების შეურაცხყოფასაც არ დაერიდა. კაცი მიუგზავნა რძალს — ქეთევანს და ცოლობა სთხოვა, რადგანაც ასეთია წესი და ჩვეულება მაჰმადის სჯულისაო. ქეთევანი სათავეში ჩაუდგა კახეთის მესვეურებს და ფარულად აჯანყებისათვის ემზადებოდნენ. ქართველები კონსტანტინეს თავს დაესხნენ, როცა ის შირვანის ქალაქ შემახას აღებას ცდილობდა. აქ კონსტანტინემ თავს უშველა, მაგრამ ბელაქნის ველზე 22 ოქტომბერს ქართველებმა ბრწყინვალედ გაიმარჯვეს და კონსტანტინე მოკლეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნარსია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 642.
წინამორბედი: ალექსანდრე II |
კახეთის მეფე 1605 - 1605 |
შემდეგი: თეიმურაზ I |