ვახტანგ IV
ვახტანგ IV - ერთიანი საქართველოს მეფე 1442(3)-1446 წლებში. ალექსანდრე I დიდის ძე.
ვახტანგ IV | |
---|---|
![]() | |
საქართველოს მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1442 |
მმართ. დასასრული: | 1446 |
წინამორბედი: | ალექსანდრე I დიდი |
მემკვიდრე: | გიორგი VIII |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1413 |
გარდ. თარიღი: | 1446 |
მეუღლე: | სითიხათუნი |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | ალექსანდრე I დიდი |
დედა: | დულანდუხტი |
ხელმოწერა: |
![]() |
ბერად აღკვეცის შემდეგ, ალექსანდრე I -მა სამეფო ტახტზე დაადგინა უფროსი ვაჟი ვახტანგი. მისი მეფობის დროს ყარა-ყოიუნლუს თურქმანთა სახელმწიფოს მბრძანებელი ჯეჰან-შაჰი 1444 წელს ხელმეორედ შემოესია საქართველოს და ახალციხეს დაესხა თავს. ვახტანგ IV -მ მტერს სასტიკი ბრძოლა გაუმართა. იმ დღეს გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ქართველები მეორე დილითაც აპირებდნენ ბრძოლის გაგრძელებას, მაგრამ ჯეჰან-შაჰმა ღამით ჩუმად დატოვა ბრძოლის ველი.
ვახტანგ IV -ის მეფობა ხანმოკლე აღმოჩნდა. იგი თავის მეუღლესთან, ფანასკერტელის ასულ სითიხათუნთან ერთად დაკრძალულია ბანას საკათედრო ტაძარში.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 336.
- საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი, 2007 წ.
წინამორბედი: ალექსანდრე I |
საქართველოს მეფე 1443 - 1446 |
შემდეგი: გიორგი VIII |