სამსონ მამულია

ქართველი საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, საქართველოს კპ(ბ) ცკ-ის პირველი მდივანი

სამსონ მამულია (დ. 30 ივნისი, 1891, ფოცხო ― გ. 1937, თბილისი) ― ქართველი საბჭოთა პარტიული მოღვაწე.

სამსონ მამულია
დაბადების თარიღი 1892 ან 30 ივნისი, 1891(1891-06-30)
დაბადების ადგილი ქუთაისის გუბერნია ან ფოცხო
გარდაცვალების თარიღი 1937
გარდაცვალების ადგილი სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
საქართველო
შვილ(ებ)ი გურამ მამულია

ბიოგრაფია

რედაქტირება

1918 წლის ივლისიდან სამხრეთის ფრონტის სარდლობის განსაკუთრებულ დავალებებს ასრულებდა ასტრახანში, ცარიცინსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. 1919 წელს სათავეში ჩაუდგა სენაკის ბოლშევიკურ სამაზრო კპომიტეტს, იბრძოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, რისთვისაც ორჯერ დააპატიმრეს. 1920 წელს გადაასახლეს საბჭოთა აზერბაიჯანში. საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ იყო აჭარის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი. 1930-1931 წლებში იყო საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი. 1935 წლიდან სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა მოსკოვში. 1937 წელს დახვრიტეს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება