სიმონი (იმერეთის მეფე)
სიმონი (გ. 1701), იმერეთის მეფე 1698-1701. ალექსანდრე IV-ის უკანონო შვილი, იზრდებოდა ქართლის მეფის ერეკლე I-ის კარზე, იმერეთის სამეფო ტახტზე კი ვახტანგ V-ის ძე არჩილ II იჯდა. ეს ოსმალეთის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. ამიტომ ახალციხის ფაშამ გააძევა და იმერეთში სიმონი გაამეფა. ამ პერიოდის იმერეთში ფეოდალური ანარქიის შედეგად პირველობდა თავადი გიორგი აბაშიძე, რომელმაც სიმონს თავისი ასული ანიკა მიათხოვა ცოლად. გიორგი აბაშიძემ და მისმა მეორე ასულმა თამარმა (ალექსანდრე IV-ის ქვრივმა) სიმონი აიძულეს ქართლში გაქცეულიყო. სიმონი ისევ ერეკლე I-ს შეეკედლა. მამია III გურიელის ინიციატივით ახალციხის ფაშამ სიმონი ისევ მეფედ დასვა და ცოლად მამიას და შერთეს. სიმონისა და გურიელის გათიშვის მიზნით აბაშიძემ გურიელს მეფობა აღუთქვა: 1701 წელს სიმონი მოკლეს და იმერეთში მამია III გურიელი გაამეფეს.
სიმონი | |
---|---|
იმერეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1698 |
მმართ. დასასრული: | 1701 |
წინამორბედი: | გიორგი IV გოჩია |
მემკვიდრე: | მამია III |
გარდ. თარიღი: | 1701 |
მეუღლე: | ანიკა აბაშიძე |
დინასტია: | ბაგრატიონები |
ლიტერატურა
რედაქტირება- სოსელია ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 352-353.
წინამორბედი: გიორგი IV გოჩია |
იმერეთის მეფე 1698 - 1701 |
შემდეგი: მამია III |