გიორგი IV (გოჩია)

(გადამისამართდა გვერდიდან გიორგი IV გოჩია)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი IV.

გიორგი IV, გოჩია — იმერეთის მეფე 1696-1697 წლებში.

გიორგი IV გოჩია
იმერეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1681
მმართ. დასასრული: 1683
წინამორბედი: არჩილ II
მემკვიდრე: არჩილ II
დინასტია: ბაგრატიონები

ბაგრატიონთა იმერეთის შტოს წარმომადგენელი, გამეფებამდე ცხოვრობდა ოდიშში. 1696 იმერეთის თავადებმა არჩილ II გადააყენეს და მეფედ გიორგი IV გამოაცხადეს. მაგრამ იგი მეფობისათვის შეუფერებელი გამოდგა. სამეფოს ფაქტობრივად მისი სიმამრი გიორგი-მალაქია აბაშიძე განაგებდა. 1697 თავადებმა გიორგი IV ტახტიდან გადააყენეს და იმერეთის მეფედ კვლავ არჩილი დასვეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სოსელია ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 20.
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
  • ბროსე მ., საქართველოს ისტორია, ნაწ. 2, თარგმ. ს. ღოღობერიძისა, ტფ., 1900;
  • კაკაბაძე ს., საქართველოს ისტორია. ახალი საუკუნეების ეპოქა (1500–1810), ტფ., 1922.
წინამორბედი:
არჩილ II
იმერეთის მეფე
1681 - 1683
შემდეგი:
არჩილ II