ერეკლე I
ერეკლე I, ნაზარ ალი-ხანი, ნიკოლოზი (დ. 1642 — გ. 1709) — ქართლის (1688-1703) და კახეთის (1703– 1709) მეფე, თეიმურაზ I-ის ძის დავითის შვილი.
ერეკლე I | |
---|---|
ნაზარ ალი-ხანი | |
![]() | |
ქართლის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1688 |
მმართ. დასასრული: | 1703 |
წინამორბედი: | გიორგი XI |
მემკვიდრე: | გიორგი XI |
კახეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1703 |
მმართ. დასასრული: | 21 აპრილი, 1709 |
წინამორბედი: | არჩილ II |
მემკვიდრე: | დავით II (კახეთის მეფე) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1642 |
გარდ. თარიღი: | 1709 წლის 21 აპრილი |
მეუღლე: | ანა ჩოლოყაშვილი |
შვილები: |
ვაჟები: დავით II, კონსტანტინე II, ისმაილი, როსტომი , ვახტანგი , დიმიტრი, გიორგი, თეიმურაზ II, რეზე ყული ხანი, მუსტაფა მირზა |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | დათუნა ბატონიშვილი |
დედა: | ელენე დიასამიძე |
ხელმოწერა: |
![]() |
ცხოვრება და მოღვაწეობა რედაქტირება
ერეკლე I სიყმაწვილიდან რუსეთის სამეფო კარზე იზრდებოდა და ცნობილი იყო ნიკოლოზის სახელით. 1662 საქართველოში ჩამოვიდა და კახეთში გამეფებას შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ. ქართლის მეფე ვახტანგ V-მ კახეთის მეფედ 1664 თავისი ძე არჩილი დასვა. ერეკლე I რუსეთში დაბრუნდა. 1674 წელს ისევ ჩავიდა კახეთში და ირანის შაჰის, სულეიმან I-ის მოთხოვნით 1675 წელს ისპაჰანში გაემგზავრა. კახეთის სამეფო ტახტზე გამეფების პირობად შაჰმა მას გაჰმადიანება მოსთხოვა. ერეკლე I ერთხანს უარზე იყო, მაგრამ ცხრაწლიანი ყოყმანის შემდეგ ბოლოს მაჰმადიანობა მიიღო და ნაზარალი-ხანის სახელით შაჰმა ქართლის მეფედ დაამტკიცა. 1688 წელს შაჰმა ქართლის ტახტიდან გიორგი XI გადააყენა და მის მაგივრად ერეკლე I დაამტკიცა, რომელმაც ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ მაჰმადიანობა მიიღო. შაჰმა იგი ნაზარალი-ხანის სახელით ქართლში გამოგზავნა და კახეთის ნაწილიც – ქიზიყი და თუშეთი უწყალობა. 1691 გიორგი XI ქართლში გადავიდა და დაიწყო ბრძოლა ტახტის დასაბრუნებლად. ქართლის თავადების ერთი ნაწილი ერეკლე I-ს უჭერდა მხარს, მეორე - გიორგი XI-ს. ბოლოს გიორგი XI იძულებული გახდა ირანს წასულიყო, სადაც შაჰის ნდობა მოიპოვა და 1703 შაჰმა მას ქართლის სამეფო დაუბრუნა, ხოლო ერეკლე I კახეთის მეფედ გამოაცხადა. 1703-1709 წლებში ის ითვლებოდა კახეთის მეფედ, მაგრამ რეალურად იმყოფებოდა ირანში, ხოლო კახეთში მეფის მოადგილედ მისი ვაჟი დავით II იყო გაგზავნილი. ერეკლე I ირანში ჰუსეინ შაჰის პირად გვარდიას ხელმძღვანელობდა და იქვე გარდაიცვალა.
ერეკლე I-მა სცადა ზოგიერთი ცვლილება შეეტანა სახელმწიფოებრივ წყობილებაში. განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია საქალაქო ცხოვრების მოწესრიგებას. მან მტკიცედ განსაზღვრა ქალაქის მოხელეთა უფლება-მოვალეობანი, შეიმუშავა თბილისის ხელოსანთა ამქრის წესდება და სხვა.
ლიტერატურა რედაქტირება
- აკოფაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 180.
წინამორბედი: გიორგი XI |
ქართლის მეფე 1688 - 1703 |
შემდეგი: გიორგი XI |
წინამორბედი: განაგებენ ირანელი მოხელეები |
კახეთის მეფე 1703 - 1709 |
შემდეგი: დავით II |