ანა ჩოლოყაშვილი
ანა, შარმაზანის ასული ჩოლოყაშვილი (გ. 1716) — კახეთის დედოფალი, ერეკლე I-ის მეუღლე.
მოხსენიებულია იმამყული-ხანის აკურის შეწირულობის განახლების 1708 წლის სიგელში.
ოჯახი
რედაქტირება1677 წელს დაქორწინდა ერეკლე I-ზე. 1678 წელს შეეძინა შვილი დავით (II, იმამ ყული–ხანი), 1687 წელს ელენე (ელენე-ბეგუმ), 1690 წელს თეიმურაზ (II).