პეტრე აღნიაშვილი
პეტრე სიმონის ძე აღნიაშვილი (დ. 2 თებერვალი[ ძვ. სტ. 21 იანვარი], 1896, თბილისი ― გ. 31 მაისი, 1937) — ქართველი რევოლუციონერი, საბჭოთა სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე. კომუნისტური პარტიის წევრი 1916 წლიდან.
პეტრე აღნიაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
2 თებერვალი, 1896 თბილისი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 31 მაისი, 1937 (41 წლის) |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია → საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა → სსრკ |
საქმიანობა | რევოლუციონერი |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალებამდე მუშაობდა თბილისისა და მოსკოვის ბოლშევიკურ ორგანიზაციებში. 1917 წლის დეკემბრიდან იყო კავკასიის ფრონტის სამხედრო-რევოლუციური კომიტეტის შემადგენლობაში და აქტიურად მუშაობდა ფრონტის ტრაპირონის უბანზე. 1918 წელს იყო ბოლშევიკური ამბოხების ერთ-ერთი ხელმძღვანელი აფხაზეთში. აჯანყების დამარცხების შემდეგ (1918 წლის მაისი) გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში და მეთაურობდა წითელი არმიის კავკავის ჯგუფს. 1919 წლის ზაფხულიდან ანტისამთავრობო მოქმედებებს ეწეოდა თბილისში, რისთვისაც დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ დააპატიმრა. 1920 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა წითელი არმიის ნაწილებს რუსეთის სამოქალაქო ომის ფრონტებზე. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ იყო წითელი არმიის ქართული ნაწილების ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1921 წლის სექტემბრიდან საქართველოს სამხედრო და საზღვაო სახალხო კომისრის მოადგილე, შემდეგ ქართული დივიზიის უფროსი. მომდევნო წლებში მუშაობდა პასუხსაგებ თანამდებობებზე წითელ არმიაში, საქ. კპ(ბ)ცკში. სწავლობდა მოსკოვის წითელი პროფესურის ინსტიტუტში. 1932 წლის მარტში დანიშნეს საქართველოს სსრ-ის სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. 1933-1934 წლებში მუშაობდა საქ. კპ (ბ) ცკ-ის მეორე მდივნად, 1935-1936 ასფსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. დაჯილდოებულია წითელი დროშის ორდენით. რეპრესირებულია, სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- კვაჭაძე ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 61.
- ირემაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 265.