მითრიდატე VI

(გადამისამართდა გვერდიდან მირდატ IV)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მითრიდატე.

მითრიდატე VI, მირდატ ვარაზ-ბაქარის ძექართლის მეფე V საუკუნის 10-იან წლებში – ლეონტი მროველის თანახმად, დედით რევიანი, მამით ბაქარიანი. აწარმოებდა ბრძოლებს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. მირდატი იყო „კაცი ქველი, მხედარი შემმართებელი“, „ლაღი და ამპარტავანი“. ებრძოდა ბიზანტიას კლარჯეთისათვის, ხოლო სპარსელებს ხარკიც კი შეუწყვიტა. შეეწირა თავისუფლებისათვის ბრძოლას. ირანის შაჰმა, იეზდიგერდ I-მა (399-421) ქართლში დიდძალი ჯარი გამოგზავნა. ბრძოლა მოხდა გარდაბანთან. ქართველები დამარცხდნენ. მირდატი დაატყვევეს. იგი ტყვეობაში გარდაიცვალა.

მითრიდატე VI
მირდატ IV
იბერიის მეფე
მმართ. წლები: 408–410[1]
409–411[2]
წინამორბედი: ფარსმან IV
მემკვიდრე: არჩილ I
დინასტია: ფარნავაზიანი
მამა: ვარაზ-ბაქარი

მირდატ მეფე ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ხსენების დღეთ დადგენილია 8(21) ივლისი.

„მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მიხედვით – „წარიყვანა პიტიახშმან ვარაშ ბაღდადს და მუნ მოკუდა“.

ბუზმიჰრი[] – ქართლის მეფე იოანე რუფუსის „პეტრე იბერის ცხოვრების“ ცნობით. აქ იგი მოხსენიებულია პეტრე იბერის მამად (ივ. ჯავახიშვილი ამ ცნობას იზიარებს).

(მირდატის მეფობის დათარიღება: ვახუშტი ბატონიშვილი 408–410 წ. გ. მელიქიშვილი V ს. 10-20 წ.[3] ვ. გოილაძე 398–399 წ.)[4]

შენიშვნები

რედაქტირება
  1. გ. მელიქიშვილი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ბუზმიჰრი ან ბიზანტიელთა მყოფი კლარჯეთის ხელისუფალი იყო, ან იდენტური პირია მეფე მირდატისა. ლ. ნ. ჯანაშიას ვარაუდით ბუზმიჰრი ქართლის სამეფო-საგვარეულოს წარჩინებული პირია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვახუშტი, მითითებული გამოცემა.
  • გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის, საქ. მეც. აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. IV, ნაკ. I. თბ. 1958.
  • ვ. გოილაძე, ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია. თბ. 1990.
  • ლ. ჯანაშია, აღმოსავლეთ საქართველო (ქართლი) IV-V ს. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II. თბ. 1973.
  1. ვახუშტი „საქართველოს ისტორია“, გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ტფილისი, 1885. გვ. დ.
  2. CYRIL TOUMANOFF: „Chronology of the Early Kings of Iberia“. The Chosroids: 29. Mithridates/Mihrdat IV. p. 27.
  3. მითრიდატე VI. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  4. ლორთქიფანიძე მ., მეტრეველი რ., საქართველოს მეფეები, თბ.: „ნეკერი“, 2007. — გვ. 38, ISBN 99928-58-36-2.
წინამორბედი:
ფარსმან IV
იბერიის მეფე
408–410
შემდეგი:
არჩილ I