მსხლები (ახალგორის მუნიციპალიტეტი)

სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა მთიანეთის მხარის ახალგორის მუნიციპალიტეტში, წინაგრის
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მსხლები.

მსხლები[3][4]სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში, წინაგრის თემში.[5] მდებარეობს მდინარე ლეხურის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 920 მეტრი, ახალგორიდან 54 კმ, კასპიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 21 კმ.[6]

სოფელი
მსხლები
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ახალგორის მუნიციპალიტეტი
თემი წინაგარი
კოორდინატები 42°03′46″ ჩ. გ. 44°22′35″ ა. გ. / 42.06278° ჩ. გ. 44.37639° ა. გ. / 42.06278; 44.37639
ცენტრის სიმაღლე 920
მოსახლეობა 9[1] კაცი (2015)
ეროვნული შემადგენლობა ოსები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი 0603[2]
მსხლები (ახალგორის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
მსხლები (ახალგორის მუნიციპალიტეტი)
მსხლები (ახალგორის მუნიციპალიტეტი) — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მსხლები (ახალგორის მუნიციპალიტეტი)
მსხლები (ახალგორის მუნიციპალიტეტი) — ახალგორის მუნიციპალიტეტი
მსხლები (ახალგორის მუნიციპალიტეტი)

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის დროს შედიოდა თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში.[7][8] საქართველოს სსრ ადმინისტრაციული დაყოფით — სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ლენინგორის რაიონის წინაგრის სოფსაბჭოში. ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 1992 წლიდან, სოფელს ვერ აკონტროლებდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება.[9] 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[10] და დე ფაქტოდ შედის არაღიარებული ე. წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ ლენინგორის რაიონის შემადგენლობაში.[1]

დემოგრაფია

რედაქტირება

1905 წელს სოფელში ფიქსირდება 117 კაცი (უმრავლესობა ოსები),[7] 1911 წელს — 110 კაცი (ქართველები).[8] 1926 წლის აღწერით (ამ დროს შედიოდა „წინა-კარის“ (დღ. წინაგარი) სოფსაბჭოში) მსხლებში დასახლებული იყო 26 კომლი და 183 კაცი (ოსი — 100 %).[11] 1959 წელს (ამ დროს შედიოდა ცხილონის სოფსაბჭოში) სოფელში ცხოვრობდა 181 კაცი, რომელთაგან უმრავლესობა იყო ოსი.[12] დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მიერ 2015 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით მსხლების მოსახლეობას 9 კაცი (3 მამაკაცი და 6 ქალი) შეადგენდა.[1]

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან აღსანიშნავია მსხლების წმინდა გიორგის ეკლესია და კვირაცხოვლის ნაეკლესიარი.[13]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის 2015 წლის მოსახლეობის აღწერა, გვ. 17
  2. საფოსტო ინდექსის მოძებნასაქართველოს ფოსტა
  3. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 71.
  4. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 118.
  5. ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28. matsne.gov.ge (26 დეკემბერი, 2014). ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი, 2019.
  6. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 183.
  7. 7.0 7.1 Кавказский календарь на 1910 годъ
  8. 8.0 8.1 Кавказский календарь на 1912 годъ
  9. სეპარატისტული რეჟიმების მიერ მიტაცებული და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-29. ციტირების თარიღი: 2019-09-29.
  10. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. matsne.gov.ge (28 აგვისტო, 2008). ციტირების თარიღი: 20 აგვისტო, 2019.
  11. მოსახლეობის 1926 წლის აღწერა, გვ. 186
  12. ლენინგორის რაიონის სოფლები, 1959 წ. (რუსული)
  13. შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. 4, გვ., 138-139, თბ., 2008