მახათის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი

მახათის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარიქართული მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში, ვაზისუბანთან, მახათის მთის ფერდობზე. აგებულია 2002-2019 წლებში არქიტექტორ ომარ ნაფეტვარიძის პროექტით.

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი

2017

მახათის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი — თბილისი
მახათის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°42′50″ ჩ. გ. 44°50′27″ ა. გ. / 41.71389° ჩ. გ. 44.84083° ა. გ. / 41.71389; 44.84083
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი ისანი
ადგილმდებარეობა მახათის მთა, თბილისი
კურთხევის წელი 12 მაისი, 2019
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა მცხეთა-თბილისის ეპარქია
საიტი www.makhata.ge
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ომარ ნაფეტვარიძე
ხუროთმოძღვრული ტიპი ჯვარ-გუმბათოვანი
ფასადის მიმართულება ბოლნისის ტუფი
თარიღდება 2012-2017[1]
დეტალები
გუმბათი 1

ტაძარი ნაწილია სამონასტრო კომპლექსისა, რომელიც 2002 წელს დაარსდა. შენება მონასტრის პირველი ეკლესიისა, რომელიც იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობისაა, 2006 წელს დასრულდა. კათედრალის აგებისათვის 2010-ში შეიქმნა ფონდი „ივერიისა“, რომლის შემოსავლის წყაროც მოქალაქეთა შემოწირულობებია.[2] მისი მშენებლობა 2012 წლის 17 აპრილს დაიწყო საძირკვლის ჩაყრის ცერემონიით, რომელსაც პატრიარქი ილია II, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტარები და საზოგადო მოღვაწე პაატა ბურჭულაძე ესწრებოდნენ.[3] ტაძრის კონსტრუქცია 2015 წელს დამთავრდა, პერანგით შემოსვა კი — 2017-ში. 2016-ში 5 მილიონად დაიგო სამება-მახათის დამაკავშირებელი გზა.[4]

ტაძარი გადახურულია სპილენძის სახურავით. საკურთხეველში იატაკი იტალიური და სალიეთის მარმალილოთია მოპირკეთებული. გუმბათის წვერზე აღმართულია 5,1 მეტრის სიმაღლის ჯვარი.[1]

  1. 1.0 1.1 http://iveriisa.ge/uploads/files/ანგარიში-2017.pdf
  2. http://iveriisa.ge/uploads/files/brochure.pdf
  3. 170 152 ლარი ბიუჯეტიდან მახათის მთაზე ეკლესიის გარშემოსავლელის მოსაწყობად. ნეტგაზეთი. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო 2018.
  4. სამებისა და მახათას მთაზე მშენებარე ტაძრების დამაკავშირებელი გზა. სახელმწიფო სამშენებლო კომპანია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო 2018.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება