ფადლა II — კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) 918-929 წწ. ეკუთვნოდა არევმანელთა[1] საგვარეულოს. ფადლა II-მ კახეთის სამთავროს დასავლეთ საზღვარზე ააგო ციხე ლოწობანი. მის დროს კახეთის სამთავროს შემოესია „საჯთა“ სახლიდან გამოსული ერთ-ერთი არაბი ამირა. კახეთის სამთავროს გარეპოლიტიკური ვითარების გართულებით ისარგებლა ჰერეთის მთავარმა ადარნასე პატრიკმა და უკნა დაიბრუნა კახთა ქორეპისკოპოსის კვირიკე I-ისა და აფხაზთა მეფის კონსტანტინე III-ის მიერ მიტაცებული ჰერეთის ტერიტორიები (არიში, გავაზანი და ორჭობი). 922 წელს ფადლა II დაეხმარა სომხეთის მეფეს აშოტ II ერკათს მეამბოხე უტის მოსეს წინააღმდეგ ბრძოლაში, თავისი მმართველობის ბოლო წლებში კი — აფხაზეთის მეფე გიორგი II-ს კონსტანტინე ბატონიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ფადლა II
კახეთის ქორეპისკოპოსი
მმართ. დასაწყისი: 918
მმართ. დასასრული: 939
წინამორბედი: კვირიკე I
მემკვიდრე: კვირიკე II
გარდ. თარიღი: 929
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.:ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973;
  • მატიანე ქართლისა, იქვე, ტ. 1, თბ., 1955

ლიტერატურა

რედაქტირება
წინამორბედი:
კვირიკე I
კახეთის ქორეპისკოპოსი
918 - 929
შემდეგი:
კვირიკე II