აშოტ II
აშოტ II ერკათი (გ. 928) — სომხეთის მეფე ბაგრატუნების დინასტიისა. ებრძოდა არაბებსა მათ მომხრე სომეხ ფეოდალებს. 921 წელს სევანის ტბასთან დაამარცხა არაბები და სომხეთის დიდი ნაწილი გაათავისუფლა. არაბების წინააღმდეგ ბრძოლის წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა აშოტ II-ის მიერ ტაო-კლარჯეთის ქართულ სამეფოსთან დადებულმა პოლიტიკურმა კავშირმა. 922 წელს ხალიფა იძულებული გახდა აშოტ II შაჰინ-შაჰად, ე. ი. ყველა სომეხი მეფე-ფეოდალის სიუზერენად ეცნო. არაბთა წინააღმდეგ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და სიმტკიცისათვის აშოტ II-ს ერკათი (რკინა) უწოდეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯანაშია ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 69.