ალექსანდრე I (იმერეთის მეფე)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალექსანდრე.

ალექსანდრე I (გ. 1389), იმერეთის მეფე 1387-1389. დავით ნარინის შთამომავალი, ძე ბაგრატ I-ისა, რომლის გარდაცვალების (1372) შემდეგ საქართველოს მეფე ბაგრატ V დიდმა ერისთავად დანიშნა. რეზიდენცია ალექსანდრე I-ს შორაპანში ჰქონდა. 1387 წელს, როდესაც თემურ-ლენგმა ბაგრატ V დაატყვევა, ალექსანდრე I-მა იმერეთის მეფედ გამოაცხადა თავი. ბაგრატ V-ისა და მისი მემკვიდრის - გიორგის ერთგულნი დარჩნენ ოდიშის, ცხუმისა და სვანეთის ერისთავები, აგრეთვე გურიელი. ალექსანდრე I-ის გარდაცვალების შემდეგ იმერეთი კვლავ საერისთავო გახდა.

ალექსანდრე I
იმერეთის ერისთავი
მმართ. დასაწყისი: 1387
მმართ. დასასრული: 1389
წინამორბედი: ბაგრატ I
მემკვიდრე: გიორგი I
გარდ. თარიღი: 1389
გარდ. ადგილი: ქუთაისი
მეუღლე: ანა ორბელიანი
შვილები: დემეტრე (გ. 1455)
თამარი (გ. 1441) (ალექსანდრე I დიდის მეუღლე)
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ბაგრატ I
  • ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება, [ნაწ.] 2, ზ. ჭიჭინაძის გამოც. ტფ., 1913, გვ. 278-280

ლიტერატურა

რედაქტირება
წინამორბედი:
ბაგრატ I
იმერეთის ერისთავი
1387 - 1389
შემდეგი:
გიორგი I