ფარსმან ქველი და ფარსმან ავაზი
ფარსმან ქველი და ფარსმან ავაზი, ფარსმან ქველი და მირდატი — „მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს“ მიხედვით, ქართლის (იბერიის) მეფეთა XVI წყვილი ძვ. წ. I საუკუნის I ნახევარში, ორმეფობის დროს.
და მეფობდა იმიერ ფარსმან ქველი და ამიერ -- ფარსმან ავაზ.[1]
ლეონტი მროველის „ცხოვრება ქართველთა მეფეთას“, სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით გამოცემული „ქართლის ცხოვრების“, ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს ისტორიის“ და თეიმურაზ ბატონიშვილის „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსას“ მიხედვით ამ წყვილს ფარსმან ქველი და მირდატი შეესაბამება. სერგი გორგაძე და კირილ თუმანოვი მხოლოდ ფარსმან II-ის ერთპიროვნულ მმართველობას აღიარებენ. პავლე ინგოროყვას „ძველი ქართული მატიანე «მოქცევაჲ ქართლისაჲ» და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სიის“ მიხედვით: მე-18 მეფე ფარსმან III ქველია. მის თანა-მეფეა (არმაზელი პიტიახში): ფარსმან-ავაზ || ფარნავაზ, 130-იან – 140-იან წლებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- გ. მელიქიშვილი: ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის. ივანე ჯავახიშვილი სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები: 1958, ტომი 4, ნაკვეთი I;
- გ. მელიქიშვილი: ქართლის (იბერიის) მეფეთა სიებში არსებული ხარვეზის შესახებ. მაცნე: ისტორიის სერია, 1978, № 3;
- ს. გორგაძე: წერილები საქართველოს ისტორიიდან. "მოამბე": 1905, № XI.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდისეული ვერსია: [თავი ა~], ივ~. გვ. 2.
წინამორბედი: ამაზასპი და დერუკი |
იბერიის მეფე ძვ. წ. I ს-ის I ნახევარი |
შემდეგი: როკი და მირდატი |