გაბრიელი (ქორეპისკოპოსი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაბრიელი.

გაბრიელი (გ. 881) — კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი), გარდაბნელ დონაურთა საგვარეულოდან. ვახუშტის ცნობით გაბრიელი კახეთის რიგით მეოთხე მთავარი იყო. მისი მმართველობის დროს (861—881 წლებში) თბილისის ამირამ გაბულოცმა კახეთის სამთავროს წაართვა გარდაბანი, თუმცა მისი ქორეპისკოპოსობისას არაბთა რაიმე მნიშვნელოვანი შემოსევა არ ყოფილა და კახეთში სიმშვიდე სუფევდა.

გაბრიელი
კახეთის ქორეპისკოპოსი
მმართ. დასაწყისი: 861
მმართ. დასასრული: 881
წინამორბედი: სამოელ დონაური
მემკვიდრე: ფადლა I
გარდ. თარიღი: 881
დინასტია: დონაურები

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 607.
  • მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი - „საქართველოს მეფეები“, 2007 წ.
წინამორბედი:
სამოელ დონაური
კახეთის ქორეპისკოპოსი
861 - 881
შემდეგი:
ფადლა I