გარდაბანი (მხარე)
გარდაბანი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ქვემო ქართლის ნაწილი. ცენტრი ხუნანი. იგი ძველი ქართლის სამეფოს განაპირა პროვინციას წარმოადგენდა, რომლის სახელი ემთხვევა კავკასიის ალბანეთის პროვინცია გარდმანის სახელწოდებას. სახელწოდებათა საერთო წარმომავლობა უეჭველია და მოწმობს გარკვეულ პერიოდში მათ პოლიტიკურ და შესაძლოა, ეთნიკურ ერთიანობას. გარდაბანი მოიცავდა მდინარეების ძეგამჩაის, თოუზჩაის, აღსთაფჩაის აუზებს (ახლანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია) და ხრამის და ალგეთის უკიდურესი ქვემო წელის ველს (ახლანდელი საქართველოს ტერიტორია). ამ ტერიტორიაზე არსებობდა ჯერ ხუნანის, შემდეგ გაგის საერისთავოები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 694.