კონსტანტინე I (იმერეთის მეფე)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კონსტანტინე I.

კონსტანტინე I (გ. 1327) — იმერეთის მეფე 1293-1327, დავით VI ნარინის ძე. ვახტანგ II-ის მომდევნო ძმა. მეფობას ეცილებოდა უმცროსი ძმა მიქელი, რომელმაც დაიპყრო რაჭა-ლეჩხუმი და არგვეთი. ძმებს შორის ბრძოლა კონსტანტინე I-ის გარდაცვალებამდე არ შეწყვეტილა. შინაური არეულობით ისარგებლეს მსხვილმა ფეოდალებმა (დადიანმა, შერვაშიძემ, გურიელმა) და ოდიში (სამეგრელო), აფხაზეთი, გურია ცენტრალური ხელისუფლებისაგან თითქმის დამოუკიდებელ სამთავროებად აქციეს. კონსტანტინე I აღესრულა 1327 წელს. შვილი არ დარჩენია.

კონსტანტინე I

კონსტანტინე I-ის ფრესკის ფრაგმენტი
იმერეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1293
მმართ. დასასრული: 1327
წინამორბედი: დავით VI ნარინი
მემკვიდრე: მიქაელ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ?
გარდ. თარიღი: 1327
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: დავით VI ნარინი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გუჩუა ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 642.
  • სანიკიძე გ., სანიკიძე ლ., უბის ისტორია, თბ., 1992
წინამორბედი:
დავით VI ნარინი
იმერეთის მეფე
1293 - 1327
შემდეგი:
მიქაელ I