ზემო ყური

სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის ახალგორის მუნიციპალიტეტის წინაგრის

ზემო ყური[1][2][3]სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტის წინაგრის თემში.[4][5] მდებარეობს ტირიფონის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის ჩრდილოეთ ნაწილი). ზღვის დონიდან 880–900 , ახალგორიდან 100 კმ, კასპიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 28 კმ.[4][6]

სოფელი
ზემო ყური
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ახალგორის მუნიციპალიტეტი
თემი წინაგარი
კოორდინატები 42°03′46″ ჩ. გ. 44°20′26″ ა. გ. / 42.06278° ჩ. გ. 44.34056° ა. გ. / 42.06278; 44.34056
ცენტრის სიმაღლე 880–900
მოსახლეობა 97 კაცი (1989)
ეროვნული შემადგენლობა ოსები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზემო ყური — საქართველო
ზემო ყური
ზემო ყური — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ზემო ყური
ზემო ყური — ახალგორის მუნიციპალიტეტი
ზემო ყური

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის დროს შედიოდა თბილისის გუბერნიის გორის მაზრის[7] მეჯვრისხევის მონაკვეთში.[8] საქართველოს სსრ ადმინისტრაციული დაყოფით — სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ლენინგორის რაიონის წინაგრის სოფსაბჭოში. ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 1992 წლიდან, სოფელს ვერ აკონტროლებდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება.[9] 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[10] და დე ფაქტოდ შედის არაღიარებული ე. წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ ლენინგორის რაიონის შემადგენლობაში.

დემოგრაფია

რედაქტირება

1908 წელს სოფელში ცხოვრობდა 125 კაცი (უმრავლესობა ოსი),[8] 1911 წელს — 133 კაცი (ოსები).[7] 1926 წლის აღწერით (ამ დროს შედიოდა „წინა-კარის“ (დღ. წინაგარი) სოფსაბჭოში) ზემო ყურში დასახლებული იყო 25 კომლი და 165 კაცი (ოსი — 100 %).[11] 1959 წელს (ამ დროს შედიოდა წინაგრის სოფსაბჭოში) სოფელში ცხოვრობდა 116 კაცი, რომელთაგან უმრავლესობა იყო ოსი.[12] 1989 წლის მოსახლეობის სრულიად საკავშირო აღწერის მიხედვით ზემო ყურში 97 მცხოვრები იყო.[4] დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მიერ 2015 წელს ჩატარებულ აღწერაში ცალკე სოფლად შესული არ არის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 45.
  2. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 74.
  3. ელერდაშვილი ა., ზემო ყური // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი: [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
  4. 4.0 4.1 4.2 ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 352.
  5. ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28. matsne.gov.ge (26 დეკემბერი, 2014). ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი, 2019.
  6. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 511.
  7. 7.0 7.1 Кавказский календарь на 1912 годъ
  8. 8.0 8.1 Кавказский календарь на 1910 годъ
  9. სეპარატისტული რეჟიმების მიერ მიტაცებული და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-29. ციტირების თარიღი: 2019-09-30.
  10. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. matsne.gov.ge (28 აგვისტო, 2008). ციტირების თარიღი: 20 აგვისტო, 2019.
  11. მოსახლეობის 1926 წლის აღწერა, გვ. 186
  12. ლენინგორის რაიონის სოფლები, 1959 წ. (რუსული)