გიორგი IX
გიორგი IX (დ. 1486 — გ. 1534) — ქართლის მეფე 1525-1527 წლებში, კონსტანტინე II-ის ძე.
გიორგი IX | |
---|---|
ქართლის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1525 |
მმართ. დასასრული: | 1527 |
წინამორბედი: | დავით X |
მემკვიდრე: | ლუარსაბ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1486 |
გარდ. თარიღი: | 1534 |
შვილები: | გოჩა |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | კონსტანტინე II |
ხელმოწერა: | |
ტახტზე ავიდა თავისი ძმის დავით X-ის ბერად შედგომის შემდეგ. 1527 წელს (სხვა ცნობით — 1534) დინასტიური ბრძოლის გამო იძულებული გახდა თვითონაც ბერად აღკვეცილიყო გერასიმეს სახელით და ტახტი დაეთმო თავისი ძმისშვილისთვის, ლუარსაბისათვის.
ლიტერატურა
რედაქტირება- კაჭარავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 161.
- კაჭარავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 23.
- ოდიშელი ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიისათვის (XIV–XVII სს.), კრ.: XIV–XVIII სს. რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი, თბ., 1964.
წინამორბედი: დავით X |
ქართლის მეფე 1525 - 1527 |
შემდეგი: ლუარსაბ I |