გოჩა ბატონიშვილი
გოჩა ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (გ. 1599) — ქართლის მეფის სიმონ I-ის თანამებრძოლი, მეწინავე ჯარის სარდალი.
ქართლის მეფე გიორგი IX-ის ძე. თავი გამოიჩინა 1598-1599 გორიდან ოსმალების განდევნისათვის ბრძოლაში, სადაც დაიღუპა. გოჩა ბატონიშვილის შთამომავლებმა მიიღეს გოჩაშვილის გვარი, რომლის უკანასკნელი წარმომადგენელი 1736 წელს იხსენიება.
წყარო
რედაქტირება- გორგიჯანიძე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., „საქართველოს მოამბე“, 1925, [ტ.] 2;
- ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ. 1973.
ლიტერატურა
რედაქტირება- გუჩუა ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 127.
- გუჩუა ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 238.