ბაგრატი (აფხაზთა მეფისწული)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაგრატ II.

ბაგრატიაფხაზთა მეფის კონსტანტინე III-ის უმცროსი ძე მეორე ქორწინებიდან (დედის ვინაობა უცნობია). ფავნელთა „დაწერილის“ მიხედვით, ბაგრატი კონსტანტინე მეფის თანამმართველი იყო და, ამდენად, ტახტის ერთ-ერთ მემკვიდრედ ითვლებოდა. მამის გარდაცვალების (922) შემდეგ ტახტს ეცილებოდა უფროს ნახევარძმას, გიორგი II-ს. ამ ბრძოლაში ბაგრატს მხარს უჭერდა მისი სიმამრი, ტაოელი ერისთავთერისთავი გურგენი. „მატიანე ქართლისაჲს“ ცნობით, ეს დაპირისპირება აღწერილი ყოფილა აფხაზ მეფეთა ცხოვრებაში: „და იყო მათ შორის ბრძოლაჲ ფიცხელი, რომელი თჳთოეულად ჰპოვო ცხოვრებასა მათსა“. ქვეყანა შფოთმა და არეულობამ მოიცვა, „ვიდრე არ მიიცვალა ბაგრატ“ (930 წ. კ. თუმანოვის მიხედვით). მხოლოდ ამას შემდეგ მოახერხა საბოლოოდ გიორგიმ ხელისუფლების განმტკიცება. თავის დროზე შედგენილი ყოფილა ბაგრატის „ცხოვრება“, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „ქართლის ცხოვრება“, რ. მეტრეველის რედაქციით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბ., 2008: გვ. 261