ვაჩე (კახეთის მთავარი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაჩე (მრავალმნიშვნელოვანი).

ვაჩე, დაჩი (დ. 839) — კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) IX საუკუნის შუა ხანებში, ვახუშტის მიხედვით — 827—839 წლებში.

ვაჩე
კახეთის ქორეპისკოპოსი
მმართ. დასაწყისი: 827
მმართ. დასასრული: 839
წინამორბედი: გრიგოლი
მემკვიდრე: სამოელ დონაური
გარდ. თარიღი: 839
დინასტია: ქორეპისკოპოსი

ვახუშტი იცნობს „ვაჩე ქობულის ძის“ სახელით. „მატიანე ქართლისაჲში“ მოხსენიებულია, როგორც „დაჩი, ძე იოვანე ქუაბულის ძისა“. მისი გამთავრება უკავშირდება კახეთის მთავრის გრიგოლის გარდაცვალების შემდეგ გარდაბნელთა შეთქმულებას: „მას ჟამსა შეითქუნეს გარდაბანელნი და განაჩინეს ქორეპისკოპოსად დაჩი, ძე იოვანე ქუაბულის ძისა“. ვაჩეს (დაჩის) შემდეგ გარდაბნელებმა ქორეპისკოპოსად სამოელ დონაური დაადგინეს.

ვაჩეს ქორეპისკოპოსობის პერიოდს ემთხვევა არაბი მწერლის ალ-იაკუბის მიერ მოთხრობილი ამბავი წანართა აჯანყების შესახებ, რომელიც ჩაუხშია არაბ სარდალ ხალიდ იბნ-იაზიდს. დაახლ. 829-830 წლებში ხალიდმა მოახერხა კახეთის დამორჩილება, აიღო ხარკი და უკან გაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ ხარკი 3 000 ფაშატისა და 20 000 ცხვრისაგან შედგებოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პაპუაშვილი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 204.
  • ლორთქიფანიძე მ., მეტრეველი რ., საქართველოს მეფეები, თბ., 2007.
წინამორბედი:
გრიგოლი
კახეთის ქორეპისკოპოსი
827 - 839
შემდეგი:
სამოელ დონაური