თეიმურაზი (იმერეთის მეფე)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თეიმურაზი.

თეიმურაზ I (? – გ. 1768) — იმერეთის მეფე 1766-1768, მამუკას ძე.

თეიმურაზი
იმერეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1766
მმართ. დასასრული: 1768
წინამორბედი: სოლომონ I
მემკვიდრე: სოლომონ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ?
გარდ. თარიღი: 1768
დინასტია: იმერეთის ბაგრატიონები
მამა: მამუკა
დედა: დარეჯან დადიანი

1765 წელს ოსმალთა ჯარი გურიასა და ოდიშში ჩადგა, იქ გამოიზამთრეს და 1766 წლის სექტემბერში იმერეთს შეესივნენ. თურქებმა ქვემო იმერეთი დაიკავეს, სვერის ციხეც აიღეს და ქუთაისში სოლომონ I–ს ბიძაშვილი, თეიმურაზ მამუკას ძე დასვეს მეფედ.

სოლომონი წერეთლებმა მოდინახეს ციხეში შეაფარეს. იგი ჩრდილო კავკასიაში განლაგებულ რუსეთის ჯარების სარდლობას სთხოვდა დახმარებას, მაგრამ ამაოდ. თურქების ძირითადმა ჯარმა ქვეყანა დაარბია და იმერეთს გაეცალა, ადგილზე კი 4 ათასი თურქი ჯარისკაცი იქნა დატოვებული. სოლომონი გამოვიდა საფარიდან, თავისი მომხრეები შეკრიბა და სულ მალე მთელი იმერეთი დაიკავა. მოღალატე თეიმურაზმა თურქეთს შეაფარა თავი.

ოსმალეთის მთავრობას თავად აღარ უღირდა იმერეთისათვის სამხედრო კამპანების მოწყობა – ეს აუნაზღაურებელ ფინანსურ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული. ამიტომ, ოსმალეთი ადვილად დათანხმდა სოლომონ I–თან ზავზე. 1767 წელს ოსმალეთმა იმერეთის სამეფოსთან საზავო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად, იმერეთის სამეფო ცხადდებოდა ოსმალეთის არა ვასალურ, არამედ მფარველობაში მყოფ ქვეყნად.

თეიმურაზ მამუკას ძე არ თმობდა პოზიციებს, ბრძოლას განაგრძობდა, მაგრამ ჩხერთან გადამწყვეტ ბრძოლაში სოლომონმა თეიმურაზი დაამარცხა (1768). იგი მუხურის ციხეში გამოკეტეს და იქვე გარდაიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. II, თბ., 1968
  • შ. ბურჯანაძე, სოლომონ I-ის მეფობის პირველი პერიოდი, უნივერსიტეტის შრომები, ტ. 41, 1950.
  • შ. ბურჯანაძე, იმერეთის სამეფო 1768-1784 წლებში, ხელნაწერთა ინსტუტის მოამბე, ტ. III, თბ., 1989
  • რეხვიაშვილი, მ., იმერეთის სამეფო 1462-1810, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989.
წინამორბედი:
სოლომონ I
იმერეთის მეფე
1766 - 1768
შემდეგი:
სოლომონ I