მზის დაბნელება (ძვ. წ. 281 წლის 6 აგვისტო)

მზის დაბნელება (ძვ. წ. 281 წლის 6 აგვისტო) — ძველი სტილით, ძვ. წ. 281 წლის 6 აგვისტოს მზის დაბნელებამ მოიცვა: ბრუნეის სამხრეთი, ცენტრალური და დასავლეთი კალიმანტანი; მალაიზიის სამხრეთი; ინდოეთის ცენტრალური ნაწილი; პაკისტანი; ავღანეთი; სპარსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი; თურქმენეთის სამხრეთ-დასავლეთი; ამიერკავკასია; შავი ზღვის აუზის აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი და დასავლეთი სანაპირო; რუმინეთის ცენტრალური ნაწილი; სერბეთი; უნგრეთის სამხრეთი; ხორვატია; ბოსნია-ჰერცეგოვინას ჩრდილოეთი; სლოვენია; ავსტრიის სამხრეთი; იტალიის ჩრდილოეთი; შვეიცარიის სამხრეთი; საფრანგეთის სამხრეთი; ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთი და პორტუგალიის ჩრდილოეთი.

ასევე, ამ დღეს ამიერკავკასიაში დაფიქსირდა ბუნიობა. სავარაუდოა, რომ სწორედ აღნიშნული თარიღი დაედო საფუძვლად ძველ ქართულ წარმართულ კალენდარულ დღესასწაულს — არმაზობას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება