მეორე მსოფლიო ომი

(გადამისამართდა გვერდიდან მმო)
მეორე მსოფლიო ომი
თარიღი 1 სექტემბერი, 1939 – 2 სექტემბერი, 1945
მდებარეობა ევროპა, წყნარი ოკეანე, ატლანტის ოკეანე, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, ჩინეთი, ახლო აღმოსავლეთი, ხმელთაშუა ზღვა და აფრიკა
შედეგი მოკავშირეეების გამარჯვება, გაეროს შექმნა, აშშ-სა და საბჭოთა კავშირის ზესახელმწიფოებად ქცევა, NATO-სა და ვარშავის პაქტის შექმნა, ცივი ომის დაწყება. მეტი...
მხარეები
მოკავშირეები ღერძი ბერლინი-რომი-ტოკიო
მეთაურები
დანაკარგები
სამხედრო:
16 000 000-ზე მეტი
სამოქალაქო:
45 000 000-ზე მეტი
სულ:
61 000 000-ზე მეტი
სამხედრო:
8 000 000-ზე მეტი
სამოქალაქო:4 000 000-ზე მეტი
სულ:
12 000 000-ზე მეტი
მეორე მსოფლიო ომი ვიკისაწყობში
ომის მსვლელობა ევროპაში (ანიმაცია)

მეორე მსოფლიო ომი — ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში.

აზიაში ის დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში ნაცისტური გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1 სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში — 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.

მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ — ამერიკის შეერთებული შტატები.

მეორე მსოფლიო ომის ძირითადი ბრძოლის ადგილი იყო: აზია, წყნარი ოკეანის აუზი, ევროპა და ჩრდილოეთ აფრიკა. საომარი შეტაკებები მიმდინარეობდა აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკაში (არქტიკა) ალასკასა და გრენლანდიაზე, ახლო აღმოსავლეთში — ერაყსა და ირანში, აღმოსავლეთ აფრიკაში — ეთიოპიასა და სომალიში, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში (სურინამის დაპყრობა), ტიბეტში (ტოლსტოი-დოლანის მისია) და ანტარქტიდაზეც კი (ოპერაცია „ტაბარინი“).

მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქის. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით, რამაც ურიცხვი სამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიც გენოციდშიც კი გადაიზარდა.

მონაწილეები

რედაქტირება
 
  მოკავშირეები და მათი კოლონიები
  მოკავშირეები, რომლებიც ომს შეუერთდნენ პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ
  ღერძის სახელმწიფოები, მათი თანამებრძოლები და კოლონიები
  ნეიტრალური ქვეყნები და მათი კოლონიები

მოკავშირეები

რედაქტირება

დიდი სამეული

რედაქტირება

მოკავშირეები გადასახლებული მთავრობებით

რედაქტირება

სხვა მოკავშირეები

რედაქტირება

ღერძის ყოფილი ქვეყნები

რედაქტირება

ღერძის ქვეყნები

რედაქტირება

დაწყებისა და დასრულების თარიღები

რედაქტირება

ზოგადად, ითვლება, რომ ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1939 წლის 1 სექტემბერს,[1][2] პოლონეთში გერმანიის შეჭრით. აღმოსავლეთში ომის დაწყების თარიღებად შეიძლება ჩაითვალოს ჩინეთ-იაპონიის მეორე ომის დაწყება 1937 წლის 7 ივლისს[3][4] ან იაპონიის შეჭრა მანჯურიაში, 1931 წლის 19 სექტემბერს.[5][6] ზოგი ემხრობა ბრიტანელი ისტორიკოს ა. ჯ. პ. ტაეილორს, რომელიც თვლის, რომ მეორე მსოფლიო ომად ევროპისა და აზიის კონფლიქტები 1941 წელს გადაიქცა, ომში აშშ-სა და სსრკ-ს ჩართვის შემდეგ. ომის დაწყების სხვა თარიღად შეიძლება ჩაითვალოს იტალიის შეჭრა აბისინიაში 1935 წლის 3 ოქტომბერს.[7] ბრიტანელი ისტორიკოსი ენტონი ბივორი თვლის, რომ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო ხალხინის გოლის ბრძოლით 1939 წლის მაისიდან სექტემბრამდე.[8] სხვები ესპანეთის სამოქალაქო ომს მიიჩნევენ მეორე მსოფლიო ომის საწყისად ან პრელუდიად.[9][10]

ომის დაწყების თარიღის მსგავსად არ არის საერთოდ შეთანხმებული და ფართოდ აღიარებული ომის დასრულების თარიღიც, რომლადაც ითვლება ან 1945 წლის 14 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტა (იაპონიაში გამარჯვების დღე), ან 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაცია, რომელმაც დაასრულა ომი აზიაში. მოკავშირეებსა და იაპონიას შორის ზავი 1951 წელს დაიდო.[11] 1990 წელს გერმანიის გაერთიანებამ დაასრულა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმოქმნილი უდიდესი პრობლემა.[12] იაპონიასა და სსრკ-ს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არასდროს დადებულა,[13] თუმცა ქვეყნებს შორის ომი ოფიციალურად დასრულდა 1956 წლის დეკლარაციით, რომლითაც აღდგა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები.[14]

პრელუდია

რედაქტირება

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის პოლიტიკური რუკა რადიკალურად შეიცვალა, დამარცხებული ცენტრალური ძალების ნანგრევებზე წარმოიქმნა ახალი სახელმწიფოები, როგორებიცაა იუგოსლავია, პოლონეთის მეორე რეჩპოსპოლიტა, ჩეხოსლოვაკია და სხვები, დაიშალა ევროპის ოთხი კონტინენტური იმპერია (გერმანიის იმპერია, ოსმალეთის იმპერია, ავსტრია-უნგრეთის იმპერია და რუსეთის იმპერია), რუსეთში ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს ბოლშევიკებმა ვლადიმერ ლენინის, ლევ ტროცკისა და იოსებ სტალინის მეთაურობით, რომლებმაც 1922 წელს სსრკ შექმნეს. გამარჯვებულმა ანტანტის ქვეყნებმა მიიღეს ახალი ტერიტორიები.

 
ერთა ლიგის ასამბლეა ჟენევაში, შვეიცარიაში 1930 წელს

მომავალში მსოფლიო ომის თავიდან ასარიდებლად 1919 წლის პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე შექმნეს ერთა ლიგა. ორგანიზაციის უმთავრესი მიზნები იყო შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან არიდება კოლექტიური უსაფრთხოების მეშვეობის, სამხედრო და საზღვაო განიარაღებისა და საერთაშორისო უთანხმოებების მშვიდობიანი მოლაპარაკებებისა და არბიტრაჟის მეშვეობით მოგვარება.[15] 1922 წლის თებერვალში ხელი მოეწერა ხუთი ძალის ხელშეკრულებას ვაშინგტონის საზღვაო კონფერენციაზე, ხელშეკრულებამ ქვეყნების მიხედვით შეზღუდა საბრძოლო ხომალდების დაშვებული ზომა. 1930 წელს დაიდო ლონდონის საზღვაო ხელშეკრულება, რომელმაც შეზღუდა საზღვაო შეიარაღების წარმოება. ორივე ხელშეკრულება დაირღვა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე.

ძლიერი პაციფისტური სენტიმენტის მიუხედავად,[16] ირიდენტული და რევანშისტული ნაციონალიზმი აღზევდა ევროპულ სახელმწიფოებში. ეს შეხედულებები გერმანიაში განსაკუთრებით გამყარდა გერმანიის მკაცრად დასჯის გამო ვერსალის ხელშეკრულებაში. ხელშეკრულებით გერმანიამ დაკარგა კონტინენტური ტერიტორიების 13% და ყველა ტერიტორია ზღვის გადაღმა, გერმანიას მიეცა რეპარაციების გადახდის ვალდებულება, გაუქმდა გერმანული სამხედრო-საჰაერო ძალები და მნიშვნელოვნად შეიზღუდა სახმელეთო ჯარები.[17]

გერმანიის იმპერია დაიშალა 1918–1919 წლების გერმანიის რევოლუციით და ჩანაცვლდა დემოკრატიული მთვარობით, შემდეგ ცნობილი, როგორც ვაიმარის რესპუბლიკა. ომთაშუა პერიოდში დიდი დაპირისპირება იყო რესპუბლიკის მომხრეებს, მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის. იტალიამ, როგორც ანტანტის წევრმა, მიიღო ახალი ტერიტორიები, თუმცა იტალიელი ნაციონალისტები განრისხდნენ, რადგან მათ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გაცილებით მეტს დაჰპირდნენ ომში ჩართვის სანაცვლოდ და ეს დაპირებები არ შეასრულეს ომის დასრულების შემდეგ. 1922 წლიდან 1925 წლამდე ფაშისტური მოძრაობა ბენიტო მუსოლინის ხელმძღვანელობით იკრებდა ძალაუფლებას ნაციონალისტური, ტოტალიტარული და კლასების კოლაბორაციული იდეებით, რომელმაც ჩაანაცვლა წარმომადგენლობითი დემოკრატია და დაიწყო აგრესიული ექსპანსიური საგარეო პოლიტიკა. მუსოლინი იტალიის ახალ მსოფლიო ძალად ქცევას აპირებდა და ხალხს „ახალი რომის იმპერიის“ შექმნას დაჰპირდა.[18]

 
ადოლფ ჰიტლერი გერმანელი ნაცისტების პოლიტიკურ ყრილობაზე 1933 წლის აგვისტოში ნიურნბერგში

ადოლფ ჰიტლერი, 1923 წელს გადატრიალებისა და მთავრობის დამხობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, გახდა გერმანიის კანცლერი 1933 წელს, როდესაც პრეზიდენტმა პაულ ფონ ჰინდენბურგმა და რაიხსტაგმა დანიშნეს ის. მან საკუთარი რადიკალური, რასობრივად მოტივირებული რევიზიონიზმის იდეისა და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების მიზნით გააუქმა რესპუბლიკისა და დემოკრატიის ინსტიტუტები და დაიწყო ქვეყნის რემილიტარიზაციის კამპანია.[19] ამ დროს საფრანგეთმა, მოკავშირის შესანარჩუნებლად, იტალიას გზა უხსნა აბისინიის დასაპყრობად, რომლის დამორჩილებაც იტალიას დიდი ხანი სურდა. სიტუაცია გამწვავდა 1935 წლის დასაწყისში როდესაც საარის ერთა ლიგის ტერიტორია დაუბუნდა გერმანიას სამართლებრივად და ჰიტლერმა დაარღვია ვერსალის ხელშეკრულება შეიარაღების პროგრამის დაჩქარებით, შემოიღო ჯარში გაწვევები.[20]

გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა და იტალიამ შექმნეს სტრესას ფრონტი 1935 წლის აპრილში გერმანიის შესაკავებლად, რაც აუცილებელი იყო სამხედრო გლობალიზაციისთვის, თუმცა იმავე ივნისს გაერთიანებულმა სამეფომ გერმანიასთან დამოუკიდებლად დადო ანგლო-გერმანული საზღვაო შეთანხმება, რამაც შეამსუბუქა არსებული შეზღუდვები გერმანიის კრიგსმარინეზე. სსრკ-მ, გერმანიის გეგმების საპასუხოდ აღმოსავლეთ ევროპაში, ურთიერთმხარდაჭერის ხელშეკრულება გაამზადა საფრანგეთთან, თუმცა ფრანკო-საბჭოთა პაქტს ერთა ლიგის ბიუროკრატია უნდა გევლო, რამაც გამოუსადეგარი გახადა ის.[21] აშშ-მ კონგრესში ნეიტრალიტეტის აქტი გაატარა იმავე წლის აგვისტოში.[22]

ნაცისტურმა გერმანიამ დაარღვია ვერსალისა და ლოკარნოს ხელშეკრულებები რაინლანდის რემილიტარიზაციით 1936 წლის მარტში, მას მცირე წინააღმდეგობა შეხვდა დაშოშმინების პოლიტიკის დამსახურებით.[23] 1936 წლის ოქტომბერში გერმანიამ და იტალიამ ჩამოაყალიბეს რომი-ბერლინის ღერძი. ერთი თვის შემდეგ გერმანიამ და იაპონიამ ხელი მოაწერეს კომინტერნის საწინააღმდეგო პაქტს, იტალია პაქტს შეუერთდა მომავალ წელს.[24]

კუომინტანგის (KMT) პარტიამ ჩინეთში წამოიწყო ქვეყნის გაერთიანების კამპანია ჩრდილოეთში ექსპედიციით ადგილობრივი მთავარსარდლების წინააღმდეგ და ნაწილობრივ გააერთიანა ჩინეთი 1920-იან წლებში, თუმცა მალევე დაიწყო სამოქალაქო ომი ჩინეთის კომუნისტური პარტიისა (CCP), რომელთანაც მანამდე თანამშრომლობდნენ,[25] და ახალი ადგილობრივი მთავარსარდლების წინააღმდეგ. 1931 წელს მზარდად მილიტარისტულმა იაპონიის იმპერიამ, რომელსაც დიდი ხანი სურდა ჩინეთში გავლენის გაძლიერება,[26] მოაწყო მუკდენის ინციდენტი და გამოიყენა ის, როგორც საბაბი მანჯურიაში შეჭრისა და მანჯუკოს მარიონეტი სახელმწიფოს დაარსებისათვის.[27]

ჩინეთმა მიმართა ერთა ლიგას იაპონიის შეჭრის შესაჩერებლად. იაპონიამ ერთა ლიგა დატოვა საერთაშორისო დაგმობის შემდეგ. ბრძოლები გაიმართა შანგჰაიში, რეჰესა და ჰებეიში. ტანგუს ზავი დაიდო 1933 წელს. ჩინელმა პარტიზანებმა და მოხალისეებმა გააგრძელეს ბრძოლა იაპონური აგრესიის წინააღმდეგ მანჯურიასა და შიდა მონღოლეთში.[28] 1936 წლის ქსი'ანის ინციდენტის შემდეგ კოუმინტანგისა და კომუნისტური ძალები დაზავდნენ, გაერთიანდნენ და შექმნეს გაერთიანებული ფრონტი იაპონიის წინააღმდეგ. 1937 წელს, მარკო პოლოს ხიდის ინციდენტის შემდეგ დაიწყო ჩინეთ-იაპონიის მეორე ომი.[29]

ომისწინა მოვლენები

რედაქტირება

იაპონიის შეჭრა მანჯურიაში

რედაქტირება
 
იაპონელი სამხედროები მუკდენში

იაპონიის იმპერიის კვანტუნის არმიამ მანჯურიაში შეჭრა დაიწყო 1931 წლის 18 სექტემბერს, მუკდენის ინციდნეტის შემდეგ. ომი დასრულდა 1932 წლის თებერვალში და იაპონიამ შექმნა მანჯუკოს მარიონეტული სახელმწიფო. იაპონიის მიერ მანჯურიის ოკუპაცია მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე, 1945 წლის აგვისტოს შუა რიცხვებამდე, გაგრძელდა.

სამხრეთ მანკურიის სარკინიგზო ზონა და კორეის ნახევარკუნძული იაპონიის იმპერიის კონტროლის ქვეშ იყო რუსეთ-იაპონიის ომის შემდეგ. იაპონიის მზარდმა ინდუსტრიალიზაციამ და მილიტარიზაციამ სახელმწიფო აშშ-ის ექსპორტზე დამოკიდებული გახადა ნავთობისა და მეტალებისთვის.[30] აშშ-ის სანქციებმა, რომლებმაც შეაფერხეს იაპონიის აშშ-სთან ვაჭრობა, რომელსაც უკვე ოკუპირებული ჰქონდა ფილიპინები, გამოიწვია იაპონიის ექსპანსია ჩინეთსა და ინდოჩინეთში.[31]

შეჭრამ დიდი ყურადღება მიიპყრო საერთაშორისო დონეზე, ერთა ლიგამ შექმნა ლიტონის კომისია სიტუაციის განსასჯელად. კომისიამ დაადგინა, რომ მანჯუკო იაპონიის იმპერიის მარიონეტი იყო, ის არ უნდა აღიარებულიყო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და მანჯურია უნდა დაჰბრუნებოდა სუვერენულ ჩინეთს. კომისიის დასკვნების შედეგად იაპონიამ ერთა ლიგა დატოვა.

იტალიის შეჭრა ეთიოპიაში (1935)

რედაქტირება
 
ბენიტო მუსოლინი ამოწმებს სამხედროებს იტალია-ეთიოპიის მეორე ომის დროს, 1935 წელი

იტალია-ეთიოპიის მეორე ომი იყო კოლონიური ომი, რომელიც გაგრძელდა 1935 წლის ოქტომბრიდან 1936 წლის მაისამდე. ომი დაიწყო იტალიის სამეფოს შეიარაღებული ძალების ეთიოპიის იმპერიაში შეჭრით, რომელიც დაიწყო იტალიური სომალილენდისა და ერიტრეიდან.[32] ომის დასრულდა ეთიოპიის სამხედრო ოკუპაციით და მისი იტალიის აღმოსავლეთ აფრიკაში ანექსიით. ამ კონფლიქტში ერთა ლიგამ გამოავლინა სისუსტე და ვერ შეინარჩუნა მშვიდობა. ორივე, იტალია და ეთიოპია, იყო ერთა ლიგის წევრი, თუმცა ლიგამ ცოტა გააკეთა, როდესაც იტალიამ აშკარად დაარღვია ერთა ლიგის წესდების X მუხლი.[33] გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი ემხრობოდნენ იტალიაზე სანქციების დაწესებას, თუმცა სანქციები სრულად არ აღსრულდა და იტალია არ შეჩერდა.[34] შემდგომში იტალია დათანხმდა გერმანიის მიერ ავსტრიის ანშლუსს.[35]

ომის მიმდინარეობა

რედაქტირება

გერმანიის თავდასხმა პოლონეთზე (1939)

რედაქტირება
 
პოლონეთის კამპანია

მეორე მსოფლიო ომი ევროპაში გერმანიამ დაიწყო 1939 წლის 1 სექტემბერს 4 საათსა და 45 წუთზე ვერმახტის პოლონეთზე თავდასხმით. თავდასხმის გამართლების მიზნით გერმანულმა მხარემ მოაწყო რამდენიმე ინციდენტი. ყველაზე ცნობილი მათ შორის იყო პოლონურ სამხედრო ფორმებში გამოწყობილი „სს-ის“ წევრების თავდასხმა 31 აგვისტოს რადიოსადგურ გლაივიცზე, რომლის დროსაც მათ პოლონურ ენაზე ეთერში გადასცეს პოლონეთის მიერ გერმანიისადმი ომის გამოცხადების ცნობა.

ომის პირველი გასროლა მოახდინა გერმანულმა სასწავლო გემმა „შლეზვიგ-ჰოლშტაინმა“. პოლონური არმია რიცხობრივად თანაბარი იყო ვერმახტის, თუმცა ტექნიკური და საბრძოლო ტაქტიკის მხრივ დიდად ჩამორჩებოდა თავდამსხმელებს. პოლონეთის მთავრობა დიდ იმედებს ამყარებდა საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო დახმარებაზე, რომელებთანაც მას ე.წ. „გარანტიის პაქტი“ ჰქონდა დადებული 1939 წლის 30 მარტს. ბრიტანეთმა და საფრანგეთმა 3 სექტემბერს ულტიმატუმი წაუყენეს გერმანიას და მოსთხოვეს ჯარების დაუყოვნებლივი გამოყვანა პოლონეთის ტერიტორიიდან. „გარანტიის პაქტის“ მიხედვით ინგლის-საფრანგეთს ულტიმატუმის შეუსრულებლობის პირობებში სამხედრო მოქმედებები უნდა დაეწყოთ არაუგვიანეს 15 დღისა. ჰიტლერი იმედოვნებდა, რომ დასავლეთის სახელმწიფოები ისეთივე ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებდნენ პოლონეთის მიმართ, როგორიც ეკავათ გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიის დაპყრობის და ავსტრიის ანშლუსის დროს. გერმანიას თავს არავინ დასხმია, მიუხედავად იმისა რომ პოლონეთის ორივე მოკავშირემ - ინგლისმა და საფრანგეთმა გერმანიას ომი გამოუცხადა.

17 სექტემბერს პოლონეთის იმედებს წერტილი დაესვა. რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის საიდუმლო დამატებითი პროტოკოლის შესაბამისად წითელმა არმიამ მოახდინა პოლონეთის აღმოსავლეთი ნაწილის ოკუპაცია. მიუხედავად ამ ძალადობრივი ფაქტისა ამჯერად ინგლისს და საფრანგეთს საბჭოთა კავშირისათვის ომი არ გამოუცხადებიათ. იმავე დღეს პოლონეთის მთავრობამ დატოვა ქვეყანა და რუმინეთს შეაფარა თავი. პოლონეთის სამხედრო მარცხი გარდაუვალი იყო.

28 სექტემბერს დაეცა პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა, რომელიც 18 სექტემბრის შემდეგ ვერმახტის ალყაში იყო და განუწყვეტლივ იბომბებოდა. 29 სექტემბერს გერმანელებმა აიღეს მოდინის ციხესიმაგრეც.

8 ოქტომბერს ბრესტ-ლიტოვსკის შეთანხმების თანახმად პოლონეთი სადემარკაციო ხაზის საშუალებით გაიყვეს გერმანიამ და სსრკ-მა. გერმანიამ არა მარტო ვერსალის ზავით დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნა, არამედ მესამე რაიხის შემადგენლობაში შევიდა თითქმის მთელი ცენტრალური პოლონეთი ქ. ლოძთან ერთად. პოლონეთის დანარჩენ ტერიტორიაზე დაარსებულ იქნა გენერალ-გუბერნია.

პოლონეთის დაპყრობას საშინელი შედეგი მოჰყვა მშვიდობიანი მოსახლეობისათვის. უფასო მუშახელის იძულებით სამუშაობზე დეპორტირება ყოველდღიურ მოვლენად იქცა. განსაკუთრებით დაზარალდა პოლონეთის ებრაული მოსახლეობა, რომელთა განადგურებაც გერმანული რასიზმის უმაღლეს მიზანს წარმოადგენდა. იდენტურ „გენოციდს“ „კლასობრივი მტრების“ წინააღმდეგ აღმოსავლეთ პოლონეთში აწარმოებდა სსრკ-ც.

პოლონეთზე სწრაფი სამხედრო გამარჯვების შემდეგ დამკვიდრდა ტერმინი „ელვისებური ომი“ — იგივე „ბლიცკრიგი“ (გერმ. Blitzkrieg) და იგი გერმანიის სამხედრო ტაკქტიკის განუყოფელ ნაწილად იქცა 1941 წლის მიწურულამდე.

პოზიციური ომი დასავლეთ ფრონტზე (1939)

რედაქტირება

1939 წლის 3 სექტემბერს საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ომი გამოუცხადეს გერმანიას. ამ მიზეზით საფრანგეთმა 5 სექტემბერს დაიწყო შეზღუდული, უფრო სწორად სიმბოლური შეტევა ზაარის მხარეზე. გერმანელბმა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაიხიეს უკან, გამაგრებული „დასავლეთის კედლის“ (სამხედრო სიმაგრათა ხაზი) უკან. ამის შემდეგ, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ცალკეულ საარტილერიო გასროლებს, საომარი მოქმედებები დასავლეთის ფრონტზე არ ყოფილა. ომის ეს ფაზა ცნობილია „მჯდომარე ომის“ სახელით. გერმანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროპაგანდისტულ „თავდასხმებს“ საფრანგეთის არმიაზე. პლაკატებითა და მეგაფონებით „შეიარაღებული“ ვერმახტის კარისკაცები მიმართავდნენ ფრანგებს: „რატომ იბრძვით?“ ან „ჩვენ პირველები არ გავისვრით“ და ა.შ.

27 სექტემბერს ჰიტლერმა უბრძანა სახმელეთო ჯარების უმაღლესი მთავარსარდლობას ("OKH") შეემუშავებინათ თავდასხმითი გეგმა, ე.წ. „ყვითელი შემთხვევა“ (გერმ. „Fall Gelb“). 29 ოქტომბერს გეგმა უკვე მზად იყო. იგი მიზნად ისახავდა 2 არმიით ბელგიისა და ნიდერლანდების გავლით მოკავშირეთა ჯარებზე თავდასხმას და მათ განადგურებას მდ. სომის ჩრდილოეთით.

საბოლოო ჯამში თავდასხმას ადგილი 1939 წელს არ ჰქონია. ცუდი ზამთრის პირობებისა და პოლონეთში მოსალოდნელზე მეტი დანაკარგების გამო ჰიტლერმა თავდასხმა ერთიანობაში 29-ჯერ გადადო.

ფინეთ-საბჭოთა კავშირის ზამთრის ომი (1939-1940)

რედაქტირება

1939 წლის 30 ნოემბერს წითელმა არმიამ მარშალ კირილ მერეცკოვის მეთაურობით გადალახა ფინეთის საზღვარი 950 კმ-ის სიგანეზე. 1500 ტანკითა და 3000 თვითმფრინავით შეარაღებული წითელი არმია სწრაფ გამარჯვებას ელოდა, მაგრამ ფინელებმა შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწიეს თავდამსხმელებს და დიდი ზიანი მიაყენეს. წითელმა არმიამ 200 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა, მაშინ როცა ფინეთის დანაკარგი 25 000-ს არ აღემატებოდა.

ამ ომში ფინეთს ფარულად სამხედრო დახმარებას უწევდა შვედეთი, ისე რომ მის მიერვე გამოცხადებული საერთაშორისო ნეიტრალიტეტი არ დაერღვია. ფინეთს საომარ მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, მაგრამ საქმე აქამდე არ მისულა. 1940 წლის 12 მარტს ფინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის ხელი მოეწერა საზავო ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც კარელიის ნაწილი და ნახევარკუნძული კალასტაიანსაარენტო (დღ. პეჩენგა) სსრკ-ს გადაეცა. დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მიზნით ფინეთმა 1941 წელს, საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ, სსრკ-თან საომარი მოქმედებები განაახლა.

დანიისა და ნორვეგიის დაპყრობა (1940)

რედაქტირება
 
ნორვეგია და დანია(1940)

1939 წლის მიწურულში გერმანიის ეკონომიკამ დიდი ზარალი განიცადა ფრანგული რკინის მადნის მიწოდების შეწყვეტით. ნეიტრალური შვედეთის მიერ გერმანიის რკინის მადნით უზრუნველყოფა საკმარისი არ იყო, იგი ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნის მხოლოდ 40% აკმაყოფილებდა. ასევე დიდ როლს გერმანიის ეკონომიკისთვის თამაშობდა ფინური ნიკელი, რომელიც შვედეთის გავლით ნორვეგიის ქალაქ ნარვიკიდან მიეწოდებოდა გერმანიას. აქედან გამომდინარე ნორვეგიას დიდი ეკონომიკური და სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა მესამე რაიხისთვის.

დიდი ბრიტანეთი ცდილობდა ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანლი ეკონომიკური ძარღვი გადაეკეტა გერმანიისათვის. 1940 წლის 5 თებერვალს ფრანკო-ბრიტანულმა სამხედრო საბჭომ გადაწყვიტა 4 დივიზიის ნარვიკში გადასხმა. ბრიტების მიერ განზრახულმა თავდასხმამ ნორვეგიულ პორტზე აიძულა ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლობა ცალკე შტაბი შეექმნა ნორვეგიისათვის. 1 მარტს ჰიტლერმა საბოლოოდ დაამტკიცა ოპერაცია „ვეზერიუბუნგი“ (ქართ. „წვრთნა ვეზერზე“, გერმ. "Weserübung"), რომელიც მიზნად ისახავდა დანიის დაპყრობას და მისი, როგორც სასტარტო პლაცდარმის გამოყენებას ნორვეგიის დასაპყრობად. მარტში უკვე ადგილი ჰქონდა ცალკეულ შეტაკებებს ბრიტანულ საზღვაო ძალებთან.

5 აპრილს მოკავშირეებმა დაიწყეს ნორვეგიის სანაპირო წყლების დანაღმვა (ოპერაცია „ვილფრიდი“) და გეგმავდნენ დამატებით ჯარების ნორვეგიის ტერიტორიაზე გადასხმას. მეორე დღეს, 6 აპრილს გერმანულმა მხარემ დაიწყო ოპერაცია ვეზერიუბუნგის განხორციელება, რომლის დროსაც მობილიზირებულ იქნა თითქმის მთელი გერმანული ფლოტი და გაგზავნილ იქნა ნარვიკის მიმართულებით.

 
ვიდკუნ კვისლინგი

9 აპრილს ნარვიკში გადასხდა ვერმახტის სამთო ეგერთა დივიზია. ბრიტანელები გერმანული დესანტის ნორვეგიაში გადასხმას შეუძლებლად თვლიდნენ და იქ მხოლოდ არმიის პატარა კონტინგენტი ჰყავდათ. ამ გარემოებამ ხელი შეუწყო "ვერმახტს" დანიის უბრძოლველად დაპყრობის შემდგომ, უკვე 10 აპრილისათვის თითქმის წინააღმდეგობის გაუწევლად აეღო ქალაქები სტავანგერი, ტრონდჰაიმი და ნარვიკი. 12 აპრილს ბრიტანეთმა სტრატეგიული მოსაზრებებით დაიკავა დანიური ფარერის კუნძულები.

13 აპრილს ოფოტ-ფიორდში ადგილი ჰქონდა მძიმე საზღვაო ბრძოლებს, რომლებშიც ინგლისურმა საზღვაო გამანადგურებლებმა და საბრძოლო გემმა „ვორსპაიტმა“ (ინგ. "HMS Warspite") შეძლეს ჩაეძირათ ყველა გერმანული საზღვაო გამანადგურებლები, ხოლო უკან დახეული მსუბუქი კრეისერები და სატვირთო გემები მოკავშირეთა წყალქვეშა ნავების და „სამეფო საჰაერო ძალების“ (ინგ. Royal Air Force — "RAF") მიერ იქნენ განადგურებულნი. 17 აპრილს „სამეფო ფლოტმა“ მძლავრი ცეცხლი გაუხსნა „ვერმახტის“ პოზიციებს და დაიწყო ჯარების გადასხმა ნორვეგიაში. 19 აპრილისთვის დასრულებულ იქნა ბრიტანელი ჯარისკაცების, პოლონური და უცხოთა ლეგიონის შენაერთების გადასხმა.

ამასობაში ხელსაყრელი ამინდის გამო ვერმახტმა შეძლო გაემაგრებინა თავისი პოზიციები ფრონტზე. 2 მაისს ლუფტვაფეს პილოტებმა საპორტო ქალაქ ნამსოსთან ჩაძირეს ბრიტანული და ფრანგული საიერიშო ხომალდები. იმავე თვეში ჩერჩილმა მიიღო გადაწყვეტილება მოკავშირეთა ჯარების ევაკუაციისა ნორვეგიიდან. რისი მიზეზიც გერმანიის სამხედრო წარმატებები იყო საფრანგეთში. სანამ მოკავშირეთა 24.500 კაციანი არმია ნორვეგიას დატოვებდა, მათ შეძლეს დროებით აეღოთ ნარვიკი და მისი პორტი გაანადგურეს. 10 მაისს ნორვეგიის არმიამ იარაღი დაყარა და ამით დასრულდა ოპერაცია „ვეზერიუბუნგი“.

ნორვეგია რაიხსკომისარიატად გადაკეთდა, თუმცა ჰიტლერის ნებით შეინარჩუნა დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსი და გერმანიის გავლენის სფეროდ გამოცხადდა. მომდევნო წლებში ნორვეგია ვერმახტის მიერ ძლიერ იქნა გამაგრებული, ელოდა რა ჰიტლერი მოკავშირეთა სავარაუდო დესანტს. 1942 წლის თებერვალში გერმანიამ ნორვეგიის სათავეში ვიდკუნ კვისლინგის მარიონეტული მთავრობა დასვა.

დასავლეთ ფრონტი (1940)

რედაქტირება
 
დასავლეთ ფრონტი (1940)

დასავლეთ ფრონტი გერმანიის მხრიდან გამაგრებული იყო „ზიგფრიდის“ (გერმ. "Siegfried"), ხოლო საფრანგეთის მხრიდან "მაჟინოს" (ფრანგ. "Maginot") თავდაცვითი ხაზით. მაჟინოს 130 კმ-იანი თავდაცვითი ხაზის ბუნებრივ გაგრძელებას არდენები წარმოადგენდა და რაკი ის სატანკო შენაერთებისთვის ძნელად გადასალახავ ბუნებრივ ბარიერს წარმოადგენდა, ამიტომ საფრანგეთის გენერალიტეტი ამ მხრიდან გერმანიის თავდასხმას არ ელოდა.

დასავლეთის ფრონტის საბრძოლო გეგმა ვერმახტში გენერალ-ლეიტანანტ ერიხ ფონ მანშტაინის და მისი ხელქვეითების, პოლკოვნიკ გიუნთერ ბლუმენტრიტის და იმჟამინდელი მაიორის ჰენინგ ფონ ტრესკოს მიერ იქნა შემუშავებული. გეგმა მიზნად ისახავდა არდენების გავლით სწრაფ გარღვევას და ჩრდილოეთით მოტოვებული მოკავშირეთა ძალებისათვის ზურგიდან დარტყმას. სატანკო და მოტორიზირებული დივიზიების დიდი კონცენტრაციით უნდა გაჭრილიყო „ხვრელი არდენებში“ და როგორც შემდგომში ჩერჩილმა თქვა „ნამგალისებური ჩაჭრით“ მოკავშირეთა არმიები ლა მანშამდე ალყაში უნდა მოექციათ.

1940 წლის 10 მაისს გერმანიის სამხედრო შენაერთებმა (სულ 7 არმია) დაიწყეს შეტევები ნეიტრალურ ქვეყნებზე: ბელგიაზე, ნიდერლანდებზე და ლუქსემბურგზე. 136 ვერმახტის დივიზიის წინააღმდეგ იდგა მოკავშირეთა 137 დივიზია. თავდასხმის პირველსავე დღეს ვერმახტის სადესანტო-პარაშუტისტთა ნაწილებმა აიღეს მანამდე აუღებლად მიჩნეული ბელგიური პორტი ებენ-ემელი (ფრან. Eben-Emael). 14 მაისს გენერალ გუდერიანის ტანკებმა გადალახეს მდ. მაასი. ინგლისის „სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალები“ (ინგლ. Royal Air Force) ყოველნაირად ცდილობდა დაენგრია პონტონები მდინარეზე და ხელი შეეშალა ჯარების მაასის გადალახვისთვის, მაგრამ ეს თავდასხმები წარუმატებელი გამოდგა და ბრიტანელებმა თავიანთი თვითმფრინავების დიდი ნაწილი დაკარგეს. 17 მაისს ფრანგებმა როგორც იქნა დაიწყეს შეტევა. შარლ დე გოლის მე-4 სატანკო დივიზიამ შეტევა დაიწყო მონკორნეს მიმართულებით. მიუხედავად თავდაპირველი წარმატებებისა შეტევა შეწყვეტილ იქნა ლუფტვაფეს „შტუკების“ ძლიერი თავდასხმების გამო. იმავე დღეს, 17 მაისს ბრიუსელი უბრძოლველად დანებდა ვერმახტს.

ნიდერლანდელები, რომლებიც პირველ მსოფლიო ომშიც ნეიტრალურები იყვნენ, უფრო სუსტად იყვნენ საბრძოლველად მომზადებული, ვიდრე ბელგიელები. უნდა ითქვას რომ ვერმახტმა თითქმის უბრძოლველად დაიპყრო ქვეყანა. 14 მაისს როტერდამის დაბომბვის შემდეგ ნიდერლანდებმა კაპუტულაცია გამოაცხადა. მომდევნო დღეს მთავრობა და დედოფალი ვილჰელმინა ლონდონში წავიდნენ ემიგრაციაში. არტურ ზაის-ინკვარტი დაინიშნა ნიდერლანდების რაიხსკომისარად.

19 მაისს გერმანიის მე-6 არმიამ მიაღწია მდ. შელდეს და აბევილამდე წაიწია წინ. ეს შეტევა იმდენად წრაფად იქნა განხორციელებული, რომ ფრანგული და ბრიტანული სამხედრო ნაწილები დიუნკერკთან ალყაში მოქცეულები აღმოჩნდნენ. 27 მაისს მოკავშირეებმა დაიწყეს ალყაში მოქცეული 7500 ჯარისკაცის ევაკუაცია („ოპერაცია დინამო“). სახმელეთო ჯარების დაჯგუფება "A"-ს სატანკო დივიზიებმა შეტევა ჩვეულებრივ გააგრძელეს, სანამ გენერალ-პოლკოვნიკმა გერდ ფონ რუნდშტეტმა შეჩერების ბრძანება არ გასცა. ჰიტლერის 24 მაისის ბრძანება შეტევის შეჩერების თაობაზე ისტორიული კვლევის დღემდე სადავო საკითხია, ბრძანების გაცემის მიზეზებზე ერთიანი აზრი არ არსებობს.

4 ივნისს ევაკუაცია, რომლეშიც მონაწილეობა 900-მდე სატრანსპორტო გემმა მიიღო მონაწილეობა, დასრულებულ იქნა. მიუხედავად ლუფტვაფეს შეუწყვეტელი ბომბარდირებისა, ევაკუირებულ იქნა დაახ. 337 000 ჯარისკაცი, აქედან 110 000 საფრანგეთის არმიის. დღევანდელი გადასახედიდან ჰიტლერის ბრძანება შეტევის შეჩერების შესახებ მძიმე ტაქტიკური შეცდომა იყო, რადგან ინგლისის არმიამ ბრძოლისუნარიანობა შეინარჩუნა და შემდგომში ვერმახტის ექსპანსიას ბრიტანეთში წინ გადაეღობა.

 
ვერმახტი პარიზში

ბრიტანული არმიის ევაკუაციის შემდეგ, საფრანგეთი თავდაცვისთვის ემზადებობდა. ბენელუქსის დაპყრობით ვერმახტმა დაასრულა ოპერაცია „ფალ გელბი“ (ქართ. „ყვითელი შემთხვევა“, გერმ. Fall Gelb) და დაიწყო ოპერაცია „ფალ როტი“ (ქართ. „წითელი შემთხვევა“, გერმ. Fall Rot). 5 ივნისს გერმანელებმა შეტევა დაიწყეს მდინარეების ესნისა და სომის რეგიონში. 9 ივნისს მე-6 ინფანტერიის დივიზიამ გადალახა მდ. სენა. 11 ივნისს მუსოლინიმ ომი გამოუცხადა მოკავშირეთა ქვეყნებს.

14 ივნისს ვერმახტის მე-18 არმიამ უბრძოლველად აიღო პარიზი. იმავდროულად სახმელეთო არმიათა დაჯგუფება "C"-მ გაარღვია მაჟინოს ხაზი და აიღო ციხესიმაგრე ვერდენი. 17 ივნისს ახლადჩამოყალიბებული მთავრობის მეთაურმა, პრემიერ-მინისტრმა ანრი ფილიპ პეტენმა საფრანგეთის კაპიტულაცია გამოაცხადა, რომელიც ოფიციალურად გაფორმდა 1940 წლის 22 ივნისს კომპიენის ტყეში, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც 1918 წლის 11 ნოემბერს გერმანიამ ხელი მოაწერა პირველ მსოფლიო ომში დამარცხების დოკუმენტს. ჰიტლერმა საამისაოდ მარშალ ფერდინან ფოშის ვაგონიც კი წამოაღებინა პარიზიდან. საომარი ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა 25 ივნისის 01:35 საათზე. იმისათვის რომ საფრანგეთის ფლოტი გერმანელებს არ ჩავარდნოდათ ხელში, ბრიტანელებმა 3 ივლისს დაბომბეს მერს-ელ-ქებირის პორტი, სადაც ფრანგული გემების ნაწილი იყო სტაციონირებული.

ბლიცკრიგი დასავლეთ ფრონტზე 6 კვირა და 3 დღე გაგრძელდა, რომელმაც 135 000 მოკავშირეთა და 46 000 ვერმახტის ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. საფრანგეთი ორ ნაწილად იქნა გაყოფილი. ჩრდილოეთში (გერმანიის სფერო) სტაციონირებულ იქნენ ვერმახტის და ლუფტვაფეს ძალები ბრიტანეთზე ინვაზიის დასაწყებად. ატლანტის ოკეანის პორტებში და განსაკუთრებით ბრესტში შეიქმნა კრიეგსმარინეს წყალქვესა ნავების ბაზები. სამხრეთი და აღმოსავლეთი ნაწილი ფრანგული კონტროლის ქვეშ დარჩა, რომელსაც პეტენის მარიონეტული მთავრობა განაგებდა ქალაქ ვიშიდან.

საჰაერო ომი ინგლისისათვის (1940/41)

რედაქტირება

ინგლისისათვის საჰაერო ომის მიზანი ბრიტანეთში შეჭრისთვის (ოპერაცია „ზეელიოვე“) მზადება იყო, რისთვისაც უპირველეს ყოვლისა ლუფტვაფეს არაბრძოლისუნარიანი უნდა გაეხადა „სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალები“ ("RAF"). მიუხედავად ამისა ჰიტლერი იმედოვნებდა, რომ ინგლისი გერმანიის ასეთი აშკარა მუქარის გამო შეწყვეტდა ბრძოლას და ზავს ითხოვდა და შეჭრა საჭირო აღარ იქნებოდა.

 
ჩერჩილი დანგრეულ ქოვენთრიში

ბოლო 2 წლის განმავლობაში ბრიტანეთი მთელი ძალებით ემზადებოდა საჰაერო ბრძოლისათვის. მარტო ბრძოლის დაწყებიდან პირველ სამ თვეში ინგლისელებმა 1.400 საბრძოლო თვითმფრინავი დაამზადეს. „რაფ-ი“ პილოტების ნაკლებობას განიცდიდა, რაც შევსებულ იქნა ბრიტანეთის თანამეგობრობის, ფრანგი, ამერიკელი, პოლონელი და ჩეხი მოხალისე მფრინავებით.

ბრიტანელი მფრინავების თავგანწირულმა ბრძოლამ და დიდმა მატერიალურმა და ცოცხალმა დანაკარგებმა ორივე მხრიდან აიძულა ლუფტვაფე 1940 წლის ოქტომბრიდან შეემცირებინა ფართომასშტაბიანი ბომბარდირების აქციები და მთავარი აქცენტი ღამეულ თავდასხმებზე გადაეტანა. ლუფტვაფეს ხელმძღვანელობის და განსაკუთრებით ჰერმან გერინგის ფატალური შეცდომა იყო ინგლისელთა რადარების უგულველყოფა და ქალაქების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა. მიუხედავად დიდი მსხვერპლისა „რაფ-ი“ ამ თავდასხმებს არ დაუსუსტებია, ხოლო რადარის ტექნოლოგიის მიზანმიმართული გამოყენებით ინგლისელები ეფექტურად ანადგურებდნენ ლეფტვაფეს თვითმფრინავებს.

გიორინგი საჰაერო ომში დამარცხებას პილოტთა სიმხდალეს აბრალებდა, რას სიმართლეს არანაირად არ შეესაბამებოდა და უფრო ის მიზანი ჰქონდა რომ ყურადრება მისი პერსონიდან და საკუთარი შეცდომებიდან სხვა საგანზე გადაეტანა. ლონდონისა და ინგლისის სხვა ქალაქების ბომბარდირებას 32.000 მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა. ქალაქი ქოვენთრი თითქმის მთლიანად მიწასთან იქნა გასწორებული.

ბალკანეთი (1940/41)

რედაქტირება

ბენიტო მუსოლინის აგრესიული საგარეო პოლიტიკა მიმართული იყო ბალკანეთის წინააღმდეგ. 1940 წლის 28 ოქტომბერს იტალია თავისი კოლონიის, ალბანეთის ტერიტორიიდან თავს დაესხა საბერძნეთს. მუსოლინიმ კავშირის დამყარება სცადა ბულგარეთთან, თუმცა ეს წინადადება უარყოფილ იქნა მეფე ბორის III-ის მიერ. საბერძნეთზე თავდასხმის გეგმას არ იცნობდა ჰიტლერიც, რომელიც ამ დროისათვის ბალკანეთზე ოპერაციის მომხრე არ იყო და ცდილობდა იტალიასთან ერთად ინგლისის ინვაზიის გეგმა განეხორციელებინა.

დუჩეს მიზანი იყო საბერძნეთი ბლიცკრიგით დაეპყრო, თუმცა ეს გეგმა არ შედგა. უკვე 3 ნოემბერს ბერძნებმა დაიწყეს კონტრშეტევა მთელ ფრონტზე და აიძულეს იტალიელები თავდაცვით პოზიციაზე გადასულიყვნენ, 14 ნოემბრისთვის კი უკვე თითქმის ალბანეთის საზღვრებამდე უკან დაახევინეს. მოკავშირის გარდაუვალი მარცხი რომ აეცილებინა, ჰიტლერმა ბრძანება გასცა ბალკანეთზე შეტევის — დაიწყო ოპერაცია „მარიტა“.

1941 წლის დასაწყისში გერმანიამ სცადა მოლაპარაკების გზით გადაეჭრა კონფლიქტი. ჰიტლერმა იუგოსლავიას შეთავაზა შეერთებოდა ბერლინი-რომი-ტოკიოს პაქტს, თუმცა იგი ამ ეტაპზე უარყოფილ იქნა. გერმანიის მოკავშირეობაზე უარი განაცხადა საბერძნეთმაც, რომელიც წარმატებას წარმატებაზე აღწევდა იტალიის წინააღმდეგ ომში. 9 მარტის იტალიური არმიის შეტევა ბერძენთა პოზიციებზე ტოტალური კრახით დასრულდა. 27 მარტს იუგოსლავია დათანხმდა გერმანიის წინადადებას და მისი მოკავშირე გახდა, თუმცა ამას შედეგად მოყვა მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება, საპროტესტო დემონსტრაციები და პუტჩი პრინც-რეგენტ პაველის მთავრობის წინააღმდეგ. მოკავშირეობის ხელშეკრულება გაუქმებულ იქნა.

ყოველივე ამის შემდეგ გერმანიას მხოლოდ სამხედრო ინტერვენციის გზა დარჩა.6 აპრილს ვერმახტმა გადალახა იუგოსლავიის საზღვრები. პარალელურად ლუფტვაფე-მ დაიწყო ბელგრადის ფართომასშტაბიანი დაბომბვა. დანარჩენი უკვე დროის საკითხი იყო. 10 აპრილს გერმანელებმა აიღეს ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები, 2 დღის შემდეგ 12 აპრილს ბელგრადმა იარაღი დაყარა ვერმახტის სატანკო არმიების წინაშე. 17 აპრილს ხელი მოეწერა იუგოსლავიის უსიტყვო კაპიტულაციას.

6 აპრილსვე დაიწყო ვერმახტის შეტევა საბერძნეთზე, სადაც წინააღმდეგობა გაცილებით დიდი იყო ვიდრე იუგოსლავიაში. განსაკეთრებით დიდი დანაკარგები ვერმახტმა ნახა მეტაქსას ხაზთან, როდესაც მთიან რეგიონში ისინი ნელ-ნელა მიიწევდნენ წინ. 9 აპრილს გერმანელებმა აიღეს სალონიკი, რამაც აღმოსავლეთ მაკედონიაში სტაციონირებულ ბერძნულ სამხედრო შენაერთებს გზა მოუჭრა და მეტაქსას ხაზს გარღვევის საფრთხე დაემუქრა. ალბანეთის ფრონტიდან გადმოსროლილი ბერძნული ჯარები გერმანულ და იტალიურ ტანკებს და საჰაერო დაბომბვებს შეეწირნენ. 21 აპრილს 223 000 ბერძენმა ჯარისკაცმა იარაღი დაყარა.

საბერძნეთში სტაციონირებულმა ბრიტანულმა ჯარებმა თავდაცვითი ხაზი ააგეს თერმოპილესთან, რომელიც 24 აპრილს გადათელილ იქნა ვერმახტის მიერ. კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ბრიტანეთის მხედართმთავრობამ სასწრაფომ ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო და 50 000 ბრიტანელი მებრძოლი ეგვიპტეში იქნა გადაყვანილი. 27 აპრილს ვერმახტის ჯარები შევიდნენ ათენში.

25 აპრილს გერმანიისა და მის მოკავშირეთა 593 სატრანსპორტო თვითმფრინავმა საჰაერო დესანტი გადასხა კრეტაზე (ოპერაცია „მერკური“). პარაშუტისტები მოწინააღმდეგისთვის ადვილ სამიზნეს წარმოადგენდნენ და დესანტმა დიდი დანაკლისი განიცადა. ასევე უშედეგოდ დასრულდა მათი ცდა აეღოთ რომელიმე ახლომდებარე აეროდრომი, რომლითაც დამხმარე ძალები შეძლებდნენ კუნძულზე გადმოსვლას, განსაკუთრებით კი არტილერია და ტანკები. მხოლოდ მას შემდეგ რაც ლუფტვაფემ საჰაერო ჰეგემონია მოიპოვა კრეტაზე და გაძლიერებული საზღვაო დესანტი გადმოსხდა კუნძულზე, შესაძლებელი იქნა აეროდრომების აღება. მოკავშირეთა ჯარები (მათ შორის ავსტრალიელები და ახალ ზელანდიელები) ერთი კვირის განმავლობაში იცავდნენ კრეტას, თუმც საბოლოოდ იძულებულნი გახდნენ 17.000 კაციანი კორპუსის ევაკუაცია მოეხდინათ.

პირადი შემადგენლობის დიდი დანაკარგის გამო ჰიტლერმა შემდგომში ყოველთვის უარი განაცხადა შესაბამისი სახის საჰაერო სადესანტო ოპერაციებზე.

რუსეთის კამპანია (1941-1945)

რედაქტირება

თავდასხმის სამხედრო გეგმა

რედაქტირება
 
აღმოსავლეთ ფრონტი 1941-1942 წ.წ.

ბალკანეთის ომმა საბჭოთა კავშირზე თავდასხმის თარიღი 4 კვირით გადაწია. მას ადგილი ჰქონდა 1941 წლის 22 ივნისს. ამ დაგვიანებამ და უჩვეულოდ ადრე დამდგარმა ზამთარმა ხელი შეუშალა გერმანელთა გეგმის ოპერატიულ განვითარებას, რომელიც მიზნად ისახავდა ზამთრის დადგომამდე „არხანგელსკ-ასტრახანის ხაზის“ მიღწევას. ვერმახტის მთავარსარდლობის გამოთვლების თანახმად გეგმის ოპტიმალურად შესრულება შეიძლებოდა, თუკი ჯარების ზურგიდან მომარაგება ფსკოვ-კიევ-ყირიმის გავლით შეუფერხებლად იწარმოებოდა. მიუხედავად ამისა, ჰიტლერი მოითხოვდა მოსკოვის აღებას და ამით გეგმის ოპტიმალური ვარიანტიდან გადახვევას.

სსრკ-ზე თავდასასხმელად ვერმახტს მზად ჰყავდა 3 არმიათა დაჯგუფება. არმიათა ჯგუფ „ჩრდილოეთს“ (გერმ.: Die Heeresgruppe Nord), მთავარსარდალი გენერალ-ფელდმარშალი ფონ ლეები, უნდა აეღო ბალტიის ქვეყნები და შეტევა გაეგრძელებინა ლენინგრადის მიმართულებით. არმიათა ჯგუფ „ცენტრს“ (გერმ.: Die Heeresgruppe Mitte), მთავარსარდალი გენერალ-ფელდმარშალი ფონ ბოკი, უნდა შეეტია დედაქალაქ მოსკოვისათვის და შესაბამისად ყველაზე ძლიერად იყო აღჭურვილი. არმიათა ჯგუფ „სამხრეთს“ (გერმ.: Die Heeresgruppe Süd), მთავარსარდალი გენერალ-ფელდმარშალი ფონ რუნდშტეტი, უნდა დაეპყრო უკრაინა.

საბჭოთა კავშირზე თავდასასხმელად მობილიზირებულ იქნენ გერმანიის სატელიტი ქვეყნების სამხედრო შენაერთებიც. დაგეგმილი იყო შეტევის განხორციელება დაპყრობილი ნორვეგიიდანაც, რომელიც მიზნად ისახავდა მურმანსკის აღებას და იქ მდებარე რკინიგზის ხაზის და პორტის ხელში ჩაგდებას.

თავდასხმა

რედაქტირება
 
ევროპა 1943-1945 წ.წ.

1941 წლის 22 ივნისის დილას ვერმახტის 149 დივიზიამ (მათ შორის ყველა გერმანული სატანკო და მოტორიზებული ძალები) გადალახა სსრკ-ის საზღვრები. 2 დივიზია შეტევას აწარმოებდა ფინეთიდან, 8 სტაციონირებული იყო ნორვეგიაში, 1 – დანიაში, 38 დივიზია დასავლეთ ფრონტზე მოქმედებდა, 2 იბრძოდა ჩრდილოეთ აფრიკაში და 7 — ბალკანეთზე.

მიუხედავად ოპერატიული ინფორმაციისა, წითელი არმიის საშუალო და დაბალი რანგის სარდლობა გერმანელთა თავდასხმას მოუმზადებელი შეხვდა. უამრავი საბჭოთა მებრძოლი სსრკ-ის საზღვრის გასწვრივ რაიმე სერიოზული წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დანებდა მარშით მიმავალ ვერმახტის ჯარებს. ამის ერთადერთი ახსნა „პრევენციული დარტყმის თეზით“ თუ შეიძლება, რომელიც უკანასკნელ პერიოდში ისტორიკოსთა გარკვეული წრის მიერ გაზიარებული იქნა და რომელიც ჯერ კიდევ მესამე რაიხის იდეოლოგების მიერ გავრცელებულ ინფორმაცია ეყრდნობა. ამ ინფორმაციის მიხედვით საბჭოთა კავშირი თვითონ ემზადებოდა გერმანიაზე თავდასახმელად.

ის ფაქტი, მართლა აპირებდა თუ არა სსრკ გერმანიაზე თავდასხმას და მართლა იყო თუ არა წითელი არმია მზად ასეთი ომისათვის, არ ამსუბუქებს ნაცისტური გერმანიის დანაშაულს ამ თავდასხმაში. სსრკ - ს წინააღმდეგ დაწყებული დაპყრობითი და გამანადგურებელი ხასიათის ომი იყო ჯერ კიდევ წლების წინ ჰიტლერის მიერ ფორმულირებული „აღმოსავლეთში საარსებო სფეროს“ მოპოვების გეგმის დამასრულებელი ეტაპი.

აშშ-ის ჩაბმა ომში (1941)

რედაქტირება

ამერიკის შეერთებული შტატები თავიდან ფორმალურ ნეიტრალიტეტს იცავდა მიმდინარე კონფლიქტში. მოსახლეობის უმრავლესობის ანტისაომარი განწყობა ხელს უშლიდა პრეზიდენტ რუზველტს პირდაპირ მიეღო მონაწილეობა ომში დიდი ბრიტანეთისა და სსრკ-ს მხარეზე. თუმცა ფარულად ამერიკა ყოველგვარ შესაძლებელ დახმარებას უწევდა ბრიტანეთს. 1941 წლის 11 მარტის ლენდ-ლიზის კანონით ამერიკის კონგრესმა ეს დახმარება კანონიერი გახადა. ამის შემდეგ აშშ დიდი რაოდენობით საბრძოლო და სამეურნეო იარაღს აწვდიდა როგორც ბრიტანეთს, ისე საბჭოთა კავშირს, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა გერმანიის და მისი მოკავშირეების დამარცხებაში.

 
რუზველტი ომს უცხადებს იაპონიას

იაპონიის თავდასხმის შემდეგ აშშ-ს წყნარი ოკეანის ფლოტზე პერლ-ჰარბორში 1941 წლის 7 დეკემბერს, ამერიკა იძულებული გახდა მეორე დღეს, 8 დეკემბერს, ომი გამოეცხადებინა გერმანიისა და იაპონიისათვის. აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის მთავრობათა მეთაურები შეთანხმდნენ პრიორიტეტი ევროპაზე გადაეტანათ და უპირველეს ყოვლისა დაემარცხებინათ გერმანია („Germany first“). პირველ შეტაკებებს ამერიკისა და გერმანიის ჯარებს შორის ადგილი ჰქონდათ 1941 წლის მიწურულს ჩრ. აფრიკაში.

ბრძოლა ჩრდილოეთ აფრიკაში 1940-1943

რედაქტირება

მთავარი თემა: „აფრიკის კამპანია“ იტალიელებმა ჩრდილოეთ აფრიკაში, ისევე როგორც ევროპაში, ბრიტანელთა წინააღმდეგ მთელი რიგი დამარცხებებისა იწვნიეს. 1940 წელს ლიბიაში წამოწყებული იტალიელთა შეტევა ტოტალური მარცხით დამთავრდა. გერმანელმა გენერალმა ერვინ რომელმა 1941 წლის თებერვალში მიიღო ბრძანება მოკავშირე იტალიელები დაეცვა. რომლის ხელქვეით მხოლოდ სუსტი შენაერთები იდგნენ. შეაფასა რა შექმნილი სიტუაცია, რომელი მივიდა იმ დასკვნამდე რომ ინგლისელთა შეტევის შემთხვევაში თავისი სუსტი ჯარებით თავდაცვას ვერ შეძლებდა. ამიტომ მან გადაწყვიტა თვითონ შეეტია მოწინააღმდეგისათვის და გამოეყენებინა მოულოდნელობის ეფექტი.

31 მარტს რომელმა შეტევა დაიწყო. მისი შეტევის მთავარი ძალა მიმართული იყო მერსა ბრეგას წინააღმდეგ, რომ შემდეგ კირენაიკასკენ გაჭრილიყო. რომელის ვარაუდი გამართლდა, ოპერაცია წარმატებით განხორციელდა და გერმანელებმა ბენგაზიც კი აიღეს. 10 მარტისათვის „აფრიკის კორპუსი“ აღმოსავლეთ ლიბიურ პორტ-ციხესიმაგრეს ტობრუკს მიადგა, რომელიც მცირე ხნით ადრე იტალიელებმა გაამაგრეს და შემდეგ თითქმის უბრძოლველად დატოვეს. მთელი 1 თვის განმავლობაში რომელის არმია უშედეგო იერიშს იერიშზე აწარმოებდა ტობრუკის წინააღმდეგ. 13 აპრილს რომელმა იერიში შეწყვიტა. ასევე შეწყვეტილ იქნა წინსვლაც, ვინაიდან გერმანული არმიის მომარაგება ზურგიდან შეფერხებებით მიმდინარეობდა. ორივე მებრძოლი მხარე პოზიციურ საომარ სიტუაციაზე გადავიდა.

ნოემბერის დასაწყისში ბრიტანელებმა კონტრშეტევა წამოიწყეს. 26 ნოემბერს ბრიტანელთა მეორე კონტიერიშის შემდეგ ტობრუკის გარნიზონმა მოახერხა ალყის გარღვევა. 7 დეკემბერს „აფრიკის კორპუსმა“ დაიხია გაზალას თავდაცვით ხაზამდე. თუმც ეს უკანადახევა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1942 წლის იანვარში რომელმა კვლავ იერიში მიიტანა ტობრუკზე. 1942 წლის 26 მაისს მან დაიწყო ტობრუკზე შეტევა — კოდური სახელი „ოპერაცია თეზეუსი“. მძიმე სატანკო ბრძოლების შემდეგ გერმანელებმა და მისმა მოკავშირეებმა შეძლეს 10 ივნისს აეღოთ ბირ ჰახეიმი, ხოლო 20 ივნისს აღებულ იქნა ტობრუკი. ამ წარმატებისათვის რომელს გენერალ-ფელდმარშალის სამხედრო წოდება მიენიჭა.

რომელის შემდგომი მიზანი ეგვიპტეზე შეტევა იყო. გერმანელებს უნდა აეღოთ ალექსანდრია და სუეცის არხი. ამ მიზნებს წინ გადაეღობა ბრიტანელთა სარდალი ბერნარდ მონტგომერი. ელ ალამეინის მახლობლად ბრიტანელებმა თავდაცვის 65 კმ-იანი ხაზი ააგეს და გერმანელთა შეტევა შეაჩერეს. 23 ოქტომბერს მონტგომერის კონტშეტევა წამოიწყო. „აფრიკის კორპუსი“ ბრიტებზე რიცხობრივად მცირე იყო და იძულებული გახდა უკან დაეხია. გერმანელთა სიტუაცია სრულიად უიმედო შეიქმნა მას შემდეგ, რაც 8 ნოემბერს ამერიკელები გადმოსხდნენ კასაბლანკაში და ალჟირში („ოპერაცია ტორჩი“) და გერმანელთა ზურგში მეორე ფრონტი გახსნენ. 13 ნოემბერს ქალაქი ტობრუკი ბრიტანელებმა აიღეს.

1943 წელს რომელს უკანდახევის მეტი სხვა გზა არ ჰქონდა. 23 იანვარს ბრიტებმა აიღეს ტრიპოლი. მარტ-აპრილში გერმანიისა და მის მოკავშირეთა ჯარები ალყაში აღმოჩდნენ („ტუნისის კამპანია“). გერმანელთა შეუპოვარი ბრძოლა მხოლოდ მარეთის ხაზზე გრძელდებოდა. 13 მაისს „აფრიკის კორპუსი“ იძულებული გახდა კაპიტულაცია გამოეცხადებინა.

მეორე მსოფლიო ომის მესამე პერიოდი (1942 წლის 19 ნოემბერი - 1943 დეკემბერი)

რედაქტირება

III პერიოდი ხასიათდება საომარ მოქმედებათა მასშტაბებისა და დაძაბულობის ზრდით. ნაცისტური გერმანიის მესვეურები ყველა საშუალებით ცდილობდნენ გამარჯვების მიღწევას სსრკ-ზე. ნაცისტური დიქტატურის რეჟიმმა უკიდურესობამდე გააძლიერა ექსპლუატაცია, რეპრესიები და ძარცვა ოკუპირებული ქვეყნების რესურსების მაქსიმალური გამოყენების მიზნით. გერმანიისათვის მუშაობდა თითქმის მთელი ევროპის მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და ტრანსპორტი. 1942 ნოემბერში 267 დივიზიიდან და 5 ბრიგადიდან, რომელიც გერმანიას ჰყავდა, 192 დივიზია (71 %) და 5 ბრიგადა მოქმედებდა წითელი არმიის წინააღმდეგ. გარდა ამისა, სსრკ-გერმანიის ფრონტზე იბრძოდა გერმანიის სატელიტთა 66 დივიზია და 13 ბრიგადა. ამ პერიოდში მეორე მსოფლიო ომის მთავარ ფრონტად სსრკ-გერმანიის ფრონტი რჩებოდა.

1942 წლის 19 ნოემბერს დაიწყო საბჭოთა ჯარების კონტრშეტევა სტალინგრადთან (სტალინგრადის ბრძოლა 1942-1943). 1943 წელს კურსკთან ბრძოლებში (კურსკის ბრძოლა 1943) ნაცისტური გერმანიის ჯარების განადგურების შედეგად, მოხდა ძირითადი გარდატეხა მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში. გერმანია იძულებული გახდა გადასულიყო სტრატეგიულ თავდაცვაზე. საბჭოთა არმიამ დაიწყო ფართო შეტევა მთელ ფრონტზე. 1943 ზაფხულსა და შემოდგომაზე გაათავისუფლეს დონბასი და მარცხენა ნაპირის უკრაინა, გადალახეს დნეპრი და დაიწყო ბელორუსიის გათავისუფლება. 1942 შემოდგომიდან ერთგვარად გააქტიურდა დიდი ბრიტანეთი და აშშ-ის სამხედრო მოქმედება. 1942 ოქრომბრის ბოლოს დაიწყო ინგლისის მე-8 არმიის (სარდალი გენერალი მონტგომერი) შეტევა ჩრდილოეთ აფრიკაში. ელ-ალამაინის ბრძოლაში (1942 წლის 23 ოქტომბერი-4 ნოემბერი) გამარჯვების შემდეგ ინგლისის ჯარები 3 თვის განმავლობაში უტევდნენ გენერალ-ფელდმარშალ რომელის ჯარებს აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ და გავიდნენ ტუნისის სამხრეთ საზღვართან. 1942 წლის 8 ნოემბერს დაიწყო ამერიკა-ინგლისის საექსპედიციო ძალების (150 ათ.) გადასხმა საფრანგეთის ჩრდილოეთ აფრიკაში. მალე მოკავშირეებმა დაიკავეს მაროკო, ალჟირი, შევიდნენ ტუნისში. 1943 ზაფხულში მოკავშირეთა ჯარებმა დაიკავეს კუნძული სიცილია. სექტემბერს გადასხეს საზღვაო დესანტები აპენინის ნახევარ კუნძულზე (იტალიის კამპანია 1943-1945). საბჭოთა არმიის გამარჯვებები ხელს უწყობდა ევროპის ხალხთა ანტიფაშისტური ბრძოლის აღმავლობას.

ომის III პერიოდში მოხდა არსებითი ცვლილებები წყნარ ოკეანესა და აზიაში მებრძოლ მხარეთა ძალთა თანაფარდობაში. 1943 განმავლობაში ამერიკის ჯარები გადასხდნენ ახალ გვინეაზე, განდევნეს იაპონელები ალეუტის კუნძულებიდან, საგრძნობი ზარალი მიაყენეს იაპონიის სამხედრო და სავაჭრო ფლოტს.

მეორე მსოფლიო ომის მეოთხე პერიოდი (1944 წლის 1 იანვარი - 1945 წლის 8 მაისი)

რედაქტირება

ამ პერიოდის უმნიშვნელოვანესი სამხედრო-პოლიტიკური მოვლენები გაპირობებული იყო ანტიფაშისტური კოალიციის სამხედრო და ეკონომიური ძლიერების ზრდით, საბჭოთა შეიარაღებელი ძალების სულ უფრო მძლავრი დარტყმით და ევროპაში მოკავშირეთა მოქმედების აქტივიზაციით.

 
ყირიმის კონფერენცია

1944 დასაწყისში 315 დივიზიისა და 10 ბრიგადიდან, რომელიც ნაცისტურ გერმანიას ჰყავდა, 198 დივიზია და 6 ბრიგადა სსრკ-გერმანიის ფრონტზე იბრძოდა. 1944 ზაფხულისათვის აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ჯარებმა განახორციელეს

ნათ შეჭრა დასავლეთ ევროპაში ლა-მანშის მხრიდან. მოკავშირეებს ძალთა აბსოლუტური უპირატესობა გააჩნდათ. 2 წლის სამზადისის შემდეგ, 1944 წლის 6 ივნისს დაიწყო ნორმანდიის სადესანტო ოპერაცია. 1944 წლის 19 აგვისტოს პარიზში დაიწყო აჯანყება. მოკავშირეთა ჯარების მისვლის მომენტისათვის დედაქალაქი უკვე ფრანგი პატრიოტების ხელში იყო. უდიდესი შეტევითი ოპერაციებით აღინიშნა 1944 ზაფხული და შემოდგომა. 1944 ბელორუსიის ოპერაციის შედეგად გათავისუფლდა ბელორუსია და ლი სსრ მნიშვნელოვანი ნაწილი. საბჭოთა ჯარებმა პოლონეთის I არმიის ნაწილებთან ერთად დაიწყეს პოლონეთის გათავისუფლება. რუმინეთის მშრომელებმა კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით 1944 წლის 23 აგვისტოს დაამხეს ი. ანტონესკუს სამხედრო-ფაშისტური დიქტატურა, 9 სექტემბერს აჯანყების შედეგად ბულგარეთში დაემხო მონარქისტული ფაშისტური რეჟიმი და შეიქმნა სამამულო ფრონტის მთავრობა, რომელმაც ომი გამოუცხადა გერმანიას. 29 აგვისტოს დაიწყო სლოვაკიის შეიარაღებული აჯანყება ფაშისტური დამპყრობთა წინააღმდეგ. საბჭოთა ჯარებმა 20 სექტემბერს დაიწყეს ჩეხოსლოვაკიის გათავისუფლება. ამავე დროს იუგოსლავიის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის ნაწილებმა საბჭოთა არმიის აქტიური მონაწილეობით 20 ოქტომბერს გაათავისუფლეს ბელგრადი. 1944 გერმანიის დამპყრობთაგან გათავისუფლდა ნორვეგიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის რაიონი. 1945 დასაწყისისანაცს ფაშისტური გეისმანია ეკონომიური და სამხედრო რესურსები გამოიფიტა. 1944 შუა ხანიდან ნედლეულის ძირითადი წყაროების დაკარგვის გამო სწრაფად ეცემოდა სამხედრო წარმოება. მიუხედავად ამმათტოვას ანტიჰიტლერულ კოალიციაში განხეთქილების იმედი ჰთქონდა და ომის გაჭიანურებას ცდნენლობდა. 1944 წლის 16 დეკემბერს ფაშისტურმა ჯარებმა დაიწყეს კონტრშეტევა არდენში. ინგლის-ამერიკის მთავრობებმა საბჭოთა მთავრობას სთხოვეს აღმოსავლეთ ფრონტზე შეტევის დაჩქარება. ვისლა-ოდერის ოპერაციის მსვლელობაში საბჭოთა ჯარებმა გაანადგურეს გერმასტთა დაჯგუფება ვისლასა და ოდერს შორის, გაანადგურეს 35 დივიზია და მძიმე ზარალი მიაყენეს 25 დივიზიას. აღმოსავლეთ პრუსიის ოპერაციის ( 1945)დროს განადგურდა გერმანელთა 25 დივიზია და მძიმე ზარალი განიცადა 12 დივიზიამ. საბჭოთა ჯარებმა იერიშით აიღეს კენიგსბერგი. 1945 წლის თებერვალ-აპრილის I ნახევარში გაანადგურეს მტრის მსხვილი დაჯგუფებები აღმოსავლეთ პომერანიასა და სილეზიაში, გაათავისუფლეს ბალტიის ზღვის სანაპირო დანციგიდან ოდერამდე. გერმანიის წინააღმდეგ მოქმედების კოორდინაციისათვის და ევროპაში ომის შემდეგ წესრიგის დამყარების საკითხებთან დაკავშირებით 1945 წლის 4-11 თებერვალს იალტაში შედგა სსრკ-ის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელთა კონფერენცია (ყირიმის კონფერენცია 1945).

 
გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე

ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგობის უკანასკნელი ცენტრი ბერლინი იყო. 16 აპრილს დაიწყო გრანდიოზული ბერლინის ოპერაცია (1945). ჰიტლერის თვითმკვლელობის შემდეგ (30 აპრილი) ადმირალ დენიცის მეთაურობით შეიქმნა მთავრობა, რომელიც წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას ცდილობდა. 6-11 მაისს საბჭოთა არმიებმა ჩაატარეს პრაღის ოპერაცია (1945). ფართო ფრონტით შეტევის შედეგად საბჭოთა შეიარაღებულმა ძალებმა დაასრულეს ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთის ევროპის ქვეყნების გათავისუფლება. 4 მაისს ხელმოწერილ იქნა აქტი გერმანელთა ჯარების დანებების შესახებ ნიდერლანდში, ჩრდილოეთ-დასავლეთ გერმანიაში, შლეზვიგ-ჰოლშტაინსა და დანიაში. 5 მაისს დანებდნენ ფაშისტური ჯარები სამხრეთ და დასავლეთ ავსტრიაში, ბავარიაში, ტიროლში და სხვა რაიონებში. 8 მაისს, შუაღამისას საბჭოთა ჯარების მიერ დაკავებული კარლსჰორსტის გარეუბანში გერმანიის უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენლებმა ფელდმარშალ ვ. კაიტელის მეთაურობით ხელი მოაწერეს აქტს ფაშისტური გერმანიის შეიარაღებული ძალების უსიტყვო კაპიტულაციის შესახებ. უსიტყვო კაპიტულაცია საბჭოთა მთავრობის დავალებით მიიღო საბჭოთა კავშირის მარშალმა გ. ჟუკოვმა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლებთან ერთად.

ომის დასასრული ევროპაში (1945)

რედაქტირება

ჰიტლარის სიკვდილის შემდეგ გროსადმირალი კარლ დენიცი 1 მაისს ფიურერის ანდერძისამებრ გერმანიის რაიხსპრეზიდენტი გახდა. დიონიცს სურდა გერმანელი მეომრები დასავლელ მოკავშირეებს ჩაბარებოდნენ ტყვედ, რათა თავი დაეხსნათ სსრკ-ის შურისძიებისაგან. ამისათვის მან გამოაცხადა, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე ბრძოლა გრძელდებოდა. 2 მაისს დიონიცმა თავისი შტაბი ჯერ კიდევ გერმანელთა ხელში მყოფ ქალაქ ფლენსბურგში განათავსა და შეადგინა მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა რაიხის ფინანსთა მინისტრი გრაფი შვერინ ფონ კროზიგკი.

4 მაისს ნორვეგიაში ბრიტანელთა წინააღმდეგ მებრძოლმა „ვერმახტის“ შენაერთებმა, რომელთაც ხელმძღვანელობდათ „კრიგსმარინეს“ ახლად დანიშნული მეთაური გენერალ-ადმირალი ჰანს-გეორგ ფონ ფრიდებურგი კაპიტულაცია გამოაცხადეს. 7 მაისს გენერალ-პოლკოვნიკმა ალფრედ იოდლმა რეიმსში ხელი მოაწერა დასავლელი მოკავშირეების წინაშე გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციას. მომდევნო დღეს ბერლინ-კარლსჰორტში იგივე გააკეთა ოღონდ ამჯერად სსრკ-ის წინაშე გენერალ-ფელდმარშალმა ვილჰელმ კაიტეკმა. 9 მაისს გერმანიის სრული კაპიტულაცია ძალაში შევიდა.

მიუხედავად კაპიტულაცია გერმანელთა ხელში იყო ფრანგული ქალაქები: ბრესტი, ლა-როშელი, ლორიანი და სენ-ნაზერი, ასევე ავსტრიის ნაწილი, შლეზვიგ-ჰოლშტაინი და ბოჰემია. ამ უკანასკნელიდან 2 მილიონმა ჯარისკაცმა გაასწრო წითელი არმიის მოსვლას და დასავლელ მოკავშირეებს ჩაბარდა ტყვედ.

მეორე მსოფლიო ომის მეხუთე პერიოდი (9 მაისი - 2 სექტემბერი 1945)

რედაქტირება
 
 
ატომური ბომბი ნაგასაკიში

აგრესიულ სახელმწიფოთა კოალიციიდან, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი გააჩაღა, 1945 მაისში ბრძოლას მხოლოდ იაპონია განაგრძობდა. 17 ივლისიდან - 2 აგვისტომდე შედგა სსრკ-ის (დელეგაციის მეთაური ი. სტალინი), აშშ-ის (დელეგაციის მეთაური ჰ. ტრუმენი) და დიდი ბრიტანეთის (დელეგაციის მეთაური უ. ჩერჩილი, 28 ივლისიდან — კ. ეტლი) მთავრობათა მეთაურების პოტსდამის კონფერენცია 1945 (1945), მიიღეს გადაწყვეტილება გერმანიის დემილიტარიზაციის, დენაციფიკაციისა და დემოკრატიული გარდაქმნის შესახებ. დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და ჩინეთის მთავრობებმა წაუყენეს იაპონიას კაპიტულაციის კონკრეტული პირობები, რომლებიც იაპონიის მთავრობამ უარყო, სსრკ-მა, რომელმაც 1945 აპრილში მოახდინა სსრკ-იაპონიის ნეიტრალიტეტის შესახებ პაქტის დენონსირება, დაადასტურა მზადყოფნა ჩაბმულიყო ომში იაპონიის წინააღმდეგ.

6 აგვისტოსა და 9 აგვისტოს აშშ-მა ატომური ბომბები ჩამოაგდო ჰიროსიმასა და ნაგასაკიში, რის შედეგადაც დაიხოცა და დასახიჩრდა 1/4 მლნ-მდე მშვიდობიანი მცხოვრები. 8 აგვისტოს სსრკ-მა ომი გამოუცხადა იაპონიას. 9 აგვისტოს საბჭოთა შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს საომარი მოქმედება მანჯურიაში განლაგებული იაპონელთა კვანტუნის არმიის (1,2 მლნ. კაცი) წინააღმდეგ. 10 აგვისტოს იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩაება მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაც. საბჭოთა ჯარებმა სწრაფი შეტევით მოკლე დროში გაანადგურეს კვანტუნის არმია და გაათავისუფლეს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის ჩინეთის ნაწილი, ჩრდილოეთ კორეა, კუნძული სახალინი და კურილიის კუნძულები. გათავისუფლებული მანჯურია ეკონომიკურად ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რაიონი, გადაიქცა ჩინეთის რევ. ძალების სამხედრო-სტრატეგიულ პლაცდარმად. იაპონიის უსიტყვო კაპიტულაციით 1945 წლის 2 სექტემბერს დასრულდა მეორე მსოფლიო ომი.

მეორე მსოფლიო ომის შედეგები

რედაქტირება

მეორე მსოფლიო ომმა უდიდესი გავლენა იქონია კაცობრიობის ბედზე. გერმანია, იტალია და იაპონია გარკვეული ხნით გამოეთიშნენ მსოფლიოს, როგორც ძლიერი სახელმწიფოები. ევროპაში გადამწყვეტი როლი აშშ-ს და მსოფლიოში ახლად გაბატონებულ სსრკ-ს ჰქონდათ მას შემდეგ, რაც 1940 გერმანიამ საფრანგეთი დაიპყრო, ხოლო დიდი ბრიტანეთი უძლური იყო დაემარცხებინა გერმანია. ომში მონაწილეობდა 72 სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80 %). ბრძოლები მიმდინარეობდა 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე. შეიარაღებულ ძალებში მობილიზებულ იქნა 110 მლნ. კაცი. დაიღუპა 62 მლნ. კაცი (სსრკ — 27 მლნ., გერმანია — 5,25 მლნ., პოლონეთი — 4,5-6 მლნ., იუგოსლავია — 1,7 მლნ., იაპონია — 1,8 მლნ., აშშ — 318 000, დიდი ბრიტანეთი — 386 000, საფრანგეთი — 810 000, იტალია — 330 000, რუმინეთი — 378 000, უნგრეთი — 420 000, ფინეთი — 84 000), სამხედრო ხარჯები და ზარალი 4 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.

ომს თან სდევდა საშინელი ნგრევა. განადგურდა ათიათასობით ქალაქი და სოფელი, უბედურება თავს დაატყდა ათეულობით მლნ. ადამიანს. ამ ომში საბოლოოდ განადგურდა ნაციზმი და ფაშიზმი, როგორც საერთაშორისო იმპერიალიზმის დამკვრელი ძალა. ანტიჰიტლერული კოალიციის გადამწყვეტმა გამარჯვებამ ხელი შეუწყო რევოლუციურ გარდაქმნებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მეორე მსოფლიო ომის შედეგებმა გაადვილა და დააჩქარა მთელ რიგ ქვეყნებში სახალხო-დემოკრატიული და სოციალისტური რევოლუციების გამარჯვება. დამყარდა მსოფლიოში ახალი პოლიტიკური და სამართლებრივი წესრიგი.

მეორე მსოფლიო ომი წარმოადგენს უდიდეს ეტაპს სამხედრო ხელოვნების განვითარების ისტორიაში.

მნიშვნელოვანი მოვლენები

რედაქტირება

1939

  • 23 აგვისტო — „მოლოტოვ-რიბენტროპის“ ზავი.
  • 1 სექტემბერი — გერმანიის თავდასხვა პოლონეთზე.
  • 3 სექტემბერი — გერმანიას ომი გამოუცხადა ინგლისმა და საფრანგეთმა.
  • 16 სექტემბერი — ნაცისტებმა ალყა შემოარტყეს ვარშავას.
  • 17 სექტემბერი„უცნაური ომი“ საფრანგეთ-ინგლისისა გერმანიასთან.
  • მარტი — გერმანიამ დაიპყრო ჩეხოსლოვაკიის დარჩენილი ნაწილი.
  • 22 მარტი — გერმანიამ დაიკავა ლიტვის კუთვნილი ქალაქი მემელი.
  • 2 ოქტომბერი — პოლონეთის არმიის დარჩენილმა ნაწილმა იარაღი დაყარა.
  • გერმანიასა და იტალიას შორის დაიდო ახალი ხელშეკრულება ურთიერთობების შესახებ.

1940

  • 9 აპრილი — გერმანელები შეიჭრნენ დანიასა და ნორვეგიაში.
  • 10 მაისი — გერმანიის საფრანგეთზე თავდასხმა.
  • 24 ივნისი: საფრანგეთსა და იტალიას შორის ზავი დაიდო.
  • აგვისტო — ლიტვა, ლატვია და ესტონეთი იძულებით შევიდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.
  • სსრკ-მ რუმინეთისგან წაართვა ბესარაბია და ბუკოვინა.

1941

  • აპრილი — გერმანიის ბულგარეთზე თავდასხმა.
  • 7 დეკემბერი — იაპონიამ დაარტყა ამერიკას.
  • მარტი — აშშ-ს კონგრესმა მიიღო კანონი ლენდ-ლიზის შესახებ.
  • გერმანიის რუსეთზე თავდასხმა.

1942

  • 1 იანვარი — მოხდა ტერიტორიების განაწილება.
  • 26 ქვეყნის გაერთიანება.
  • ომის ძირეული გარდატეხა.

1943

  • 5 ივლისი ბრძოლები კურსკის შვერილზე დაიწყო გერმანელთა შეტევით.
  • ივლისი ინგლის-აშშ ჯარებმა დაამარცხეს იტალია-გერმანიის ძალები ჩრდილოეთ აფრიკაში.
  • დეკემბერი — ირანის დედაქალაქ თეირანში შეიკრიბნენ ანტიჰიტლერულ კოალიციაში გაერთიანებული სამი ძირითადი ქვეყნის, აშშ, სსრკ და დიდი ბრიტანეთის ლიდერები — ფ. რუზველტი, ი. სტალინი და უ. ჩერჩილი.

1944

  • 18 აგვისტო — საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობამ დაიწყო ანტინაცისტური აჯანყება პარიზში.
  • შეთქმულება მოაწყეს ჰიტლერის წინააღმდეგ.
  • ზაფხულისათვის საბჭოთა არმიამ გაათავისუფლა მტრის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების 3/4 ნაწილი.

1945

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Weinberg 2005, p. 6.
  2. Wells, Anne Sharp (2014) Historical Dictionary of World War II: The War against Germany and Italy. Rowman & Littlefield Publishing. p. 7.
  3. Ferris, John; Mawdsley, Evan (2015) The Cambridge History of the Second World War, Volume I: Fighting the War (en). Cambridge: Cambridge University Press. 
  4. Förster & Gessler 2005, p. 64.
  5. Ghuhl, Wernar (2007) Imperial Japan's World War Two Transaction Publishers pp. 7, 30
  6. Polmar, Norman; Thomas B. Allen (1991) World War II: America at war, 1941–1945 ISBN 978-0-394-58530-7
  7. Ben-Horin 1943, p. 169; Taylor 1979, p. 124; Yisreelit, Hevrah Mizrahit (1965). Asian and African Studies, p. 191.
    For 1941 see Taylor 1961, p. vii; Kellogg, William O (2003). American History the Easy Way. Barron's Educational Series. p. 236 ISBN 0-7641-1973-7.
    There is also the viewpoint that both World War I and World War II are part of the same "European Civil War" or "Second Thirty Years War": Canfora 2006, p. 155; Prins 2002, p. 11.
  8. Beevor 2012, p. 10.
  9. „In Many Ways, Author Says, Spanish Civil War Was 'The First Battle Of WWII'. NPR.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 April 2021. ციტირების თარიღი: 16 April 2021.
  10. Frank, Willard C. (1987). „The Spanish Civil War and the Coming of the Second World War“. The International History Review. 9 (3): 368–409. doi:10.1080/07075332.1987.9640449. ISSN 0707-5332. JSTOR 40105814. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 February 2022. ციტირების თარიღი: 17 February 2022 – წარმოდგენილია JSTOR-ის მიერ.
  11. Masaya 1990, p. 4.
  12. History of German-American Relations » 1989–1994 – Reunification » "Two-plus-Four-Treaty": Treaty on the Final Settlement with Respect to Germany, September 12, 1990. usa.usembassy.de. ციტირების თარიღი: 6 May 2012
  13. Why Japan and Russia never signed a WWII peace treaty დაარქივებული 4 June 2018 საიტზე Wayback Machine. . Asia Times.
  14. Texts of Soviet–Japanese Statements; Peace Declaration Trade Protocol. დაარქივებული 9 December 2021 საიტზე Wayback Machine. New York Times, page 2, 20 October 1956.
    Subtitle: "Moscow, October 19. (UP) – Following are the texts of a Soviet–Japanese peace declaration and of a trade protocol between the two countries, signed here today, in unofficial translation from the Russian". Quote: "The state of war between the U.S.S.R. and Japan ends on the day the present declaration enters into force [...]"
  15. Gerwarth, Robert. Paris Peace Treaties failed to create a secure, peaceful and lasting world order en. ციტირების თარიღი: 29 October 2021
  16. Ingram 2006, pp. 76–78.
  17. Kantowicz 1999, p. 149.
  18. Shaw 2000, p. 35.
  19. Brody 1999, p. 4.
  20. Zalampas 1989, p. 62.
  21. Mandelbaum 1988, p. 96; Record 2005, p. 50.
  22. Schmitz 2000, p. 124.
  23. Adamthwaite 1992, p. 52.
  24. Shirer 1990, pp. 298–99.
  25. Preston 1998, p. 104.
  26. Myers & Peattie 1987, p. 458.
  27. Smith & Steadman 2004, p. 28.
  28. Coogan 1993: "Although some Chinese troops in the Northeast managed to retreat south, others were trapped by the advancing Japanese Army and were faced with the choice of resistance in defiance of orders, or surrender. A few commanders submitted, receiving high office in the puppet government, but others took up arms against the invader. The forces they commanded were the first of the volunteer armies."
  29. Busky 2002, p. 10.
  30. Walker, Michael (2017) The 1929 Sino-Soviet War: The War Nobody Knew, Modern War Studies. ISBN 978-0700623754. 
  31. Meyer, Michael (9 February 2016) In Manchuria: A Village Called Wasteland and the Transformation of Rural China. ISBN 978-1620402887. 
  32. (2012) Cultural Sociology of the Middle East, Asia, and Africa: An Encyclopedia, გვ. 308. ISBN 978-1-4129-8176-7. 
  33. Barker 1971, pp. 131–32.
  34. Shirer 1990, p. 289.
  35. Kitson 2001, p. 231.
  ომის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ომის შესახებ.