ვილჰელმ კაიტელი

(გადამისამართდა გვერდიდან კაიტელი, ვილჰელმ)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვილჰელმ ბოდევინ იოჰან გუსტავ კაიტელი (გერმ. Wilhelm Bodewin Johann Gustav Keitel) ( * 22 სექტემბერი 1882, ჰელმშეროდე (ქვემო საქსონია), გერმანია; † 16 ოქტომბერი 1946, ნიურნბერგი, გერმანია) — გერმანელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი, ვერმახტის მთავარსარდალი 1938 - 1945 წწ.

ვილჰელმ კაიტელი
კაიტელი ხელს აწერს ვერმახტის უსიტყვო კაპიტულაციას

ბიოგრაფია

რედაქტირება

კაიტელის საქმის განხილვა ნიურნბერგის პროცესზე ყველაზე მოკლევადიანი იყო. მის მიერ ჩადენილი დანაშაულები იმდენად შემზარავი და სასტიკი, ხოლო ამ დანაშაულებებს დამამტკიცებელი ფაქტები იმდენად ნათელი იყო, რომ ადვოკატები შიშობდენენ მარტო ამისათვის შეეძლო ტრიბუნალს „ვერმახტი“ და „გენერალური შტაბი“ დანაშაულებრივ ორგანიზაციებად გამოეცხადებინა.

  • 1946 - 1 ოქტომბერი: სამხედრო ტრიბუნალმა გენერალ-ფელდმარშალი ვილჰელ კაიტელი მის წინააღმდეგ წაყენებული დანაშაულის ყველა ოთხივე პუნქტში დამნაშავედ ცნო და სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობით მიუსაჯა. 12 ოქტომბერი: კაიტელმა ტრიბუნალს თხოვა ჩამოხრჩობა დახვრეტით შეეცვალათ, როგორც ეს სამხედრო პირს შეეფერებოდა. მის ამ თხოვნას მხარს უჭერდა ფრანგული მხარეც. თხოვნა გათვალისწინებულ არ იქნა და სასჯელი შესრულდა 16 ოქტომბერს 1 საათსა და 20 წუთზე ნიურნბერგის ციხეში.

ვილჰელმ კაიტელის ბოლო სიტყვები იყო: „მე მივმართავ ყოვლისშემძლეს ღმერთს და ვთხოვ მოწყალი იყო გერმანელი ხალხის მიმართ. ჩემამდე ორ მილიონზე მეტი მებრძოლი დაიღუპა სამშობლოსათვის ბრძოლაში. მეც ჩემს „შვილებს“ მივყვები. ყველაფერი გერმანიას!“ (გერმ. „Ich rufe den Allmächtigen an und bitte ihn, barmherzig mit dem deutschen Volk zu sein. Mehr als zwei Millionen Soldaten sind vor mir für das Vaterland gefallen. Ich folge meinen Söhnen nach. Alles für Deutschland.“)

ვილჰელმ კაიტელის ფერფლი ამერიკელმა მფრინავებმა ცაში მიმოაბნიეს.

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: