ანრი ფილიპ პეტენი

(გადამისამართდა გვერდიდან პეტენი, ანრი ფილიპ)

ანრი ფილიპ პეტენი (ფრანგ. Henri Philippe Pétain; დ. 24 აპრილი, 1856, კოში-ა-ლა-ტური, პა-დე-კალე ― გ. 23 ივლისი, 1951, პორ-ჟუენვილი, ილ-დ-იე, ვანდეა) — საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, მარშალი (1918). პირველ მსოფლიო ომში (1914-18) გენერლის ჩინით სარდლობდა ქვეითი ჯარის ბრიგადას, შემდეგ საარმიო კორპუსს, ხოლო 1915 წლის ივნისიდან 1916 წლის აპრილამდე – საფრანგეთის მე-2 არმიას. 1917 წლის მაისში დაინიშნა საფრანგეთის არმიის მთავარსარდლად. 1920-31 წლებში ეკავა უმაღლესი სამხედრო თანამდებობები, 1925-26 წლებში სარდლობდა არმიას, რომელიც იბრძოდა მაროკოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩასახშობად. 1934 წელს სამხედრო მინისტრი. 1939-40 წლებში საფრანგეთის ელჩი ფრანკისტულ ესპანეთში. 1940 წლის 16 ივნისიდან პრემიერ-მინისტრი, 22 ივნისს ხელი მოაწერა კომპიენის დროებით ზავს ფაშისტურ გერმანიასთან. 1940 წლის ივლისიდან 1944 წლის აგვისტომდე „ვიშის“ ფაშისტური რეჟიმის მეთაური, 1945 წლის აგვისტოში უმაღლესმა სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა (შეუცვალეს სამუდამო კატორღით).

ანრი ფილიპ პეტენი

ლიტერატურარედაქტირება