კომპიენი (ფრანგ. Compiègne) — ქალაქი ჩრდილოეთ საფრანგეთში, პიკარდიის რეგიონის უაზის დეპარტამენტში. მდებარეობს ამიენიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 65 კილომეტრში, ხოლო პარიზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 71 კმ-ში. ქალაქში გაედინება მდინარე უაზა. კომპიენის მახლობლად მდებარეობს ვრცელი კომპიენის ტყე.

ქალაქი
კომპიენი
Compiègne

ქალაქის მერია
გერბი

ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
რეგიონი პიკარდია
დეპარტამენტი (საფრანგეთი)|საფრანგეთის დეპარტამენტები|დეპარტამენტი უაზა
კოორდინატები 49°24′54″ ჩ. გ. 2°49′23″ ა. გ. / 49.41500° ჩ. გ. 2.82306° ა. გ. / 49.41500; 2.82306
მმართველი Philippe Marini
ფართობი 53,10 კმ²
ცენტრის სიმაღლე 41 მეტრი, 31 მეტრი, 134 მეტრი
მოსახლეობა 40 517 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 763 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 60200
საფოსტო ინდექსი 60200[1]
ოფიციალური საიტი mairie-compiegne.fr
კომპიენი — საფრანგეთი
კომპიენი

888 წელს კომპიენში ტახტზე ავიდა საფრანგეთის მეფე ედი. 1430 წელს, ასწლიანი ომის პერიოდში, კომპიენის გასათავისუფლებლად ჯარით მიმავალი ჟანა დ’არკი ბურგუნდიელებმა ტყვედ აიყვანეს. 1630 წელს აქ გადაასახლეს ლუი XIII-ის დედა მარია მედიჩი, საიდანაც ერთი წლის შემდეგ მარია მედიჩი ბრიუსელში გაიქცა.

1794 წელს დაპატიმრეს და 17 ივლისს სიკვდილით დასაჯეს კონტრევოლუციაში ბრალდებული 16 მონაზონი, რომელიც კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა კომპიენელი მოწამეების სახელით.

1918 წლის 11 ნოემბერს კომპიენის ტყეში, რკინიგზის ვაგონში ხელი მოაწერეს კომპიენის ზავს, რომლის ძალითაც პირველი მსოფლიო ომი დასრულდა. 22 წლის შემდეგ, 1940 წლის 22 ივნისს ამავე ვაგონში, ხელი მაწერეს მეორე ზავს, რომლის მიხედვითაც ჰიტლერმა მოახდინა საფრანგეთის ოკუპაცია. მოგვიანებით კომპიენში საკონცენტრაციო ბანაკი ჩამოყალიბდა.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Base officielle des codes postauxLa Poste, 2018.