კრეისერი — წყალზედა საბრძოლო ხომალდი, რომლის დანიშნულებაა ბრძოლა მოწინააღმდეგის ფლოტის მსუბუქ ძალებთან, საბრძოლო ხომალდთა შენაერთებისა და ბადრაგის დაცვა, საზღვაო დესანტის გადასხმის უზრუნველყოფა, სახმელეთო ჯარების ზღვისპირა ფლანგებისათვის ცეცხლით მხარდაჭერა, სანაღმე ღობურების დაყენება და სხვა საბრძოლო ამოცანების შესრულება. კრეისერი გაჩნდა დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნის 60-იან წლებში. XX საუკუნის 60-იან წლებში სხვადასხვა სახელმწიფოს ფლოტებში გაჩნდა სარაკეტო ჰაერსაწინაღო თავდაცვის, ნავსაწინაღო და სხვა კრეისერები. თანამედროვე კრეისერის მთავარი იარაღია კუთხვილლულიანი არტილერია და სარაკეტო კომპლექსები. ამასთან კრეისერი შეიარაღებულია საზენიტო არტილერიით, ტორპედოებით და ნაღმებით, უმრავლესობა აღჭურვიალია 1-2 მსუბუქი თვითმფრინავით ან შვეულმფრენით. კრეისერის ძირითადი ზომებია: სიგრძე 200-220 მეტრამდე, სიგანე 20-23 მეტრი, წყალშიგი 8 მეტრამდე, წყალწყვა 7-იდან 30 ათას ტონამდე. კრეისერის ეკიპაჟი 600-დან 1300 კაცამდეა, სვლის სიჩქარე 30-35 კვანძი.

რუსული კრეისერი „მარშალი უსტინოვი“

ლიტერატურა

რედაქტირება