ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტორპედო — წყალქვეშა იარაღი, გამოიყენება გემების წინააღმდეგ. დამახასიათებელია ცილინდრული ფორმა, გააჩნია საკუთარი ძრავა და წყალქვეშა ფრთები მანევრირებისათვის.

ტორპედოს გაშვება ”ვირჯიანია”-ს კლასის წყალქვეშა გემიდან
სატორპედე განყოფილება L4 ან L5 ფრანგულ ატომურ წყალქვეშა გემზე ”Le Redoutable”

ტიპური ტორპედოს მიახლ. (არსებობს მრავალი სახეობა) პარამეტრებია:

  • დიამეტრი 0,5 მეტრი
  • სიგრძე 7 მეტრი
  • 500 კილოგრამამდე ასაფეთქებელი ნივთიერება.
  • სიჩქარე 37-40 კვანძი
  • მოქმედების მანძილი 50-70 კილომეტრი

მოძრაობისათვის გამოიყენება შიდაწვის, ტურბორეაქტიული, რაკეტული, ელექტრო ძრავები.

დამიზნების ტიპებიც სხვადასხვაა:

  • უმართავი; მართვისა და სტაბილიზაციის გარეშე. მის კურსზე მოქმედებს წყალქვეშა დინებები და სხვა ფაქტორები (პირველი ტორპედოები).
  • პირდაპირმავალი; კომპასით აღჭურვილი. თვითონ ახდენს კურსის კორექტირებას.
  • მანევრირებადი; რამდენიმეჯერ თვითონ იცვლის კურსს წინასწარი გეგმის მიხედვით.
  • თვითდამიზნებადი პასიური; აღჭურვილია ჰიდროაკუსტიკური სისტემით. ისმენს ხმას და შესაბამისად იცვლის კურსს.
  • თვითდამიზნებადი აქტიური; აღჭურვილია ჰიდროლოკატორით. ლოკაციის შესაბამისად იცვლის კურსს.

ტორპედოებით შეიარაღებული არიან წყალქვეშა და წყალზედა გემები, ნავსაწინააღმდეგო თვითმფრინავები და ვერტმფრენები.

ტერპედოების განვითარებაზე ყოველთვის აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა.

ბოლო პერიოდში იქმნება ტორპედოები, რომლებიც აღჭურვილი არიან თანამედროვე ნავიგაციის, კამუფლირების სისტემებით. გარემოების შესაბამისად იცვლიან კურსს, მანევრირებენ, ირჩევენ მიზანს და ა.შ.

ზოგიერთი თანამედროვე ტორპედოს სიჩქარე, მწარმოებელთა განცხადებით 100კმ/სთ-ს აჭარბებს. ერთ-ერთი ასეთის გამოცდისას, მისი აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის წყალქვეშა გემი ”კომსომოლეცი”.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Blair, Clay. Silent Victory. Philadelphia: Lippincott, 1975.
  • Boyne, Walter J. Clash of Titans. Simon and Schuster; 1995. ISBN 0-684-80196-5.
  • Brown, David. Warship Losses of World War Two. Arms and Armour, London, 1990. ISBN 0-85368-802-8.
  • The Columbia Encyclopedia, Sixth Edition, online

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტორპედო_(ჭურვი)“-დან