ლა-როშელი (ფრანგ. La Rochelle) — ქალაქი და ნავსადგური დასავლეთ საფრანგეთში, ბისკაის ყურის სანაპიროზე. ზღვისპირა შარანტის დეპარტამენის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი კუნძულ რეს 2.9 კმ-ის (1.8 მილი) სიგრძის ხიდით უკავშირდება, რომლის მშენებლობაც 1988 წლის 19 მაისს დასრულდა.

ქალაქი
ლა-როშელი
La Rochelle
გერბი

ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
რეგიონი ზღვისპირა შარანტა
შიდა დაყოფა canton of la Rochelle-1, canton of la Rochelle-2, canton of La Rochelle-4, canton of La Rochelle-5, canton of La Rochelle-6, canton of La Rochelle-7, canton of La Rochelle-8 და canton of La Rochelle-9
კოორდინატები 46°09′37″ ჩ. გ. 1°09′00″ დ. გ. / 46.16028° ჩ. გ. 1.15000° დ. გ. / 46.16028; -1.15000
მმართველი Maxime Bono
ფართობი 28,43 კმ²
ცენტრის სიმაღლე 4 მეტრი
მოსახლეობა 75 735 კაცი (2017)
სიმჭიდროვე 2694 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 546
საფოსტო ინდექსი 17000
ოფიციალური საიტი ville-larochelle.fr
საფრანგეთი
საფრანგეთი

ისტორია რედაქტირება

ანტიკური ხანა რედაქტირება

ანტიკურ ხანაში ლა-როშელის ტერიტორია გალებით იყო დასახლებული. რომაულ ეპოქაში ტერიტორია რომაელებმა დაიკავეს, რომლებმაც სანაპიროს გასწვრივ მარილისა და ღვინის წარმოება დაიწყეს და მთელი იმპერიის მასშტაბით ექსპორტი დაიწყეს. სანტ-ელუასა და ლე მინიმეს მახლობლად ამ პერიოდის რომაული ვილები და მარილის საწარმოებელი მლაშობი ნიადაგებია აღმოჩენილი.

დაფუძნება რედაქტირება

ლა-როშელი X საუკუნეში დაარსდა და XII საუკუნეში მნიშვნელოვანი ნავსადგური გახდა. ქალაქის პირველი სახელწოდება შემოკლებული ლათინური ფორმით Rupella („პატარა კლდე“) 961 წელსაა დაფიქსირებული. სანამ ქალაქს ამჟამინდელი სახელი ეწოდებოდა, Rocella-დ და Roscella-დ იხსენიებოდა. ლა-როშელის, როგორც ნავსადგურის დაარსება დაკავშირებულია აკვიტანიის ჰერცოგ გილიომ X-ის გამარჯვებასთან შატელატიონ-პლაჟის მმართველ ისამბერტზე 1130 წელს, რის შემდეგაც აკვიტანიის ჰერცოგმა შატელატიონ-პლაჟი გაანადგურა.[1] 1137 წელს გილიომ X-მ ლა-როშელი თავისუფალ პორტად გამოაცხადა და ქალაქს კომუნის ჩამოყალიბების უფლება მისცა. ელეონორ აკვიტანიელმა მამამისის მიერ გამოქვეყნებულ კომუნალურ ქარტიას მხარი დაუჭირა და 1199 წელს ქალაქის მერად გილიომ დე მონმიღაილი დაინიშნა. ქალაქის მერი უფლებამოსილებებს 24 მუნიციპალურ მაგისტრატთან და 75 პირთან ერთად ახორციელებდა, რომელთა იურისდიქციაც ქალაქის მთელ მოსახლეობაზე ვრცელდებოდა. კომუნალური ქარტიის მეშვეობით ქალაქს რამდენიმე პრივილეგია მიენიჭა, მათ შორის მონეტების მოჭრის, სამეფო გადასახადებისგან თავისუფალი ბიზნესის წარმოებისა და სხვ.

პლანტაგენეტთა ხანა (1154-1224) რედაქტირება

1152 წელს ელეონორი ჰენრი პლანტაგენეტზე დაქორწინდა, რომელიც 1154 წელს ინგლისის მეფე ჰენრი II გახდა, რის შემდეგაც ლა-როშელი 1224 წლამდე პლანტაგენეტთა მმართველობის ქვეშ მოექცა. 1224 წლის ზაფხულში ქალაქი ოცდღიანი ალყის შემდეგ ლუი VIII-მ აიღო. 1185 წელს ჰენრი II-მ ციხე-კოშკი ააგო, რომლის ნანგრევებიც დღემდე შემორჩენილია.[2]

პლანტაგენეტთა მმართველობის დროს ლა-როშელი ინგლისთან, ესპანეთთა და ნიდერლანდებთან საზღვაო და სახმელეთო ვაჭრობით იყო დაკავებული. 1196 წელს მდიდარმა ბურჟუამ, ალექსანდრე აფრედმა სიმდიდრის საძიებლა შვიდგემიანი ფლოტი აფრიკის სანაპიროებისკენ გაგზავნა. გემების დაბრუნების ლოდინში აფრედი გაკოტრდა, თუმცა შვიდი წლის შემდეგ გემები სიმდიდრით დაბრუნდნენ.

მოსახლეობა რედაქტირება

2017 წლის აღწერით, ლა-როშელის მოსახლეობა 75 735 ადამიანს შეადგენს.[3]

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Reformation in La Rochelle: tradition and change in early modern Europe by Judith Chandler Pugh Meyer p.19 Google Books
  2. Bradshaw's illustrated travellers' hand book in [afterw.] to France by George Bradshaw Google Books
  3. INSEE