ელ-სუვაირა
ელ-სუვაირა, (არაბ. الصويرة) — საპორტო ქალაქი მაროკოში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. XVI საუკუნიდან ცნობილი იყო პორტუგალიური სახელით მოგადორი. მდებარეობს ქალაქ აგადირიდან 170 კმ-ით ჩრდილოეთით და მარაქეშიდან 170 კმ-ით დასავლეთით.
ქალაქი | |
---|---|
ელ-სუვაირა الصويرة | |
ქვეყანა | მაროკო |
კოორდინატები | 31°30′47″ ჩ. გ. 9°46′11″ დ. გ. / 31.51306° ჩ. გ. 9.76972° დ. გ. |
მაიორი | Asma Chaabi |
ფართობი | 90 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 11±1 მეტრი |
მოსახლეობა | 70 000 კაცი (2004) |
სასაათო სარტყელი | UTC0, ზაფხულში UTC+1 |
ოფიციალური საიტი | https://communeessaouira.ma/ar |
არქეოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ ქალაქის ტერიტორია დასახლებული ყოფილა პრეისტორიული ხანიდან. ელ-სუვაირის უბე ნაწილობრივ ჩაკეტილია კუნძულ მოგადორით, რაც ქალაქის ნავსადგურს ძლიერი ზღვის ქარებისგან იცავს.
თევზის სარეწაო ნავსადგური ცნობილი იყო ჯერ კიდევ ფინიკიელებისათვის, ძვ. წ. VII საუკუნეში, ხოლო შემდეგ რომაელებისათვის. თანდათანობოთ, იგი არა მხოლოდ საზღვაო, არამედ საქარავნო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრიც გახდა, რომელიც შემდეგში ზღვის მეკობრეებისთვის ნამდვილ სამოთხედ იქცა.
1506 წელს პორტუგალიელებმა ქალაქის გამაგრება დაიწყეს. 1628 წელს, ციხესიმაგრეების მშენებლობა განაგრძო საადიტების დინასტიის სულთანმა მულაი აბდელმალეკემ. 1765 წელს, სულთანმა მუჰამედ III ბენ აბდალაჰმა ალაიუტების დინასტიიდან, მოგადორის იმ დროის მაროკოს უდიდეს საზღვაო პორტად ქცევა განიზრახა. გეგმა ფრანგმა პატიმარმა შეადგინა.
მომდევნო საუკუნეებში, ქალაქი გაძლიერდა და მნიშვნელოვან სავაჭრო პოსტად იქცა, სანამ 1893 წელს ფრანგები ქალაქ ტომბუქტუს აიღებდნენ, რის შემდეგაც დაიკეტა მრავალი სავაჭრო გზა და მოგადორმა მნიშვნელობა დაკარგა.
1960-1970-იან წლებში ქალაქი ჰიპების „მექა" გახდა.
დღეისათვის, ელ-სუვაირა მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა მაროკოელი და ევროპელი ტურისტებისათვის. ქალაქში განვითარებულია კვების (ძირითდად თევზის) და ტყავის მრეწველობა.
2001 წლიდან, ქალაქის მედინა შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
გალერეა
რედაქტირება-
ქალაქის კედლები
-
მედინა
-
გენუელების მიერ აშენებული ციტადელი
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებამსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 753 ინგლ. • რუს. • ფრ. |