კურილის კუნძულები

(გადამისამართდა გვერდიდან კურილიის კუნძულები)

კურილის კუნძულები (რუს. Курильские острова, იაპ. 千島列島 Chishima rettō) — ვულკანური არქიპელაგი წყნარი ოკეანისა და ოხოტის ზღვის საზღვარზე, კუნძულ ჰოკაიდოს ჩრდილოეთით, გადაჭიმულია 1 300 კმ-ზე. ადმინისტრაციულად შედის რუსეთის სახალინის ოლქში. არქიპელაგში 56 დიდი და სხვა უამრავი პატარა კუნძულია. მათი საერთო ფართობი დაახლოებით 15 600 კმ²-ია,[1] მოსახლეობა 19 000 ადამიანი (2010).[2]

კუნძულების მდებარეობა
კუნძულების დე-ფაქტო დაყოფა რუსეთ-იაპონის შორის დროთა განმავლობაში

კუნძულები მთლიანად რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ იმყოფება, მაგრამ მის სამხრეთით მდებარე ორ დიდ კუნძულს, ისევე როგორც პატარა კუნძულებს — სიკოტანსა და ჰაბომაის, მოითხოვს იაპონია. ეს დავა „კურილის კუნძულების კონფლიქტითაა“ ცნობილი.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-14. ციტირების თარიღი: 2011-04-07.
  2. „Kuril Islands: factfile“. The Daily Telegraph. London. November 1, 2010.