კოვენტრი
კოვენტრი (Coventry, გამოითქმის /ˈkɒvəntri/ ან /ˈkʌvəntri/), ქალაქი და აგლომერაცია უესტ მიდლანდსის საგრაფოში, ინგლისი, დაახ. 306.000 მცხოვრებით (2007). სიდიდით მეცხრე ქალაქია ინგლისში და მე-11 გაერთიანებულ სამეფოში. მდებარეობს 153 კმ-ში ლონდონიდან ჩრდილოდასავლეთით და 30 კმ-ში ბირმინგემიდან აღმოსავლეთით და სანაპიროდან ყველაზე დაშორებული ქალაქია ბრიტანეთში.
კოვენტრი Coventry | |||||
ქალაქის ცენტრის ხედი ბაგინტონიდან | |||||
| |||||
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო | ||||
---|---|---|---|---|---|
ქვეყანა | ინგლისი | ||||
კოორდინატები | 52°24′29″ ჩ. გ. 1°30′38″ ა. გ. / 52.40806° ჩ. გ. 1.51056° ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | John Blundell[2] | ||||
დაარსდა | 1043 | ||||
ფართობი | 98.64 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა | ||||
მოსახლეობა | 309,800 კაცი (2006) | ||||
სიმჭიდროვე | 3,108 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+0, ზაფხულში UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | 024 | ||||
საფოსტო ინდექსი | CV | ||||
ოფიციალური საიტი | coventry.gov.uk | ||||
კოვენტრი ასევე მსოფლიოში პირველი ქალაქი იყო, რომელიც სხვა ქალაქს დაუძმობილდა. ეს იყო რუსეთის ქალაქი სტალინგრადი (ამჟამად ვოლგოგრადი) მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ეს ურთიერთობა დამყარდა კოვენტრის მოქალაქეების მოთხოვნით, რომელთაც სურდათ სოლიდარობა გამოეცხადათ წითელი არმიისთვის სტალინგრადის ბრძოლის პერიოდში. ქალაქი ამჟამად დაძმობილებულია დრეზდენთან და 27 სხვა ქალაქთან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ქალაქ კოვენტრის საბჭო დაარქივებული 2004-07-16 საიტზე Wayback Machine.
- კოვენტრის დაბომბვა
- კოვენტრის უნივერსიტეტი
- კოვენტრის ვიდეო გიდი
- კოვენტრის ისტორია
- კოვენტრის ფოტოები დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.