იონ ანტონესკუ
იონ ვიქტორ ანტონესკუ (რუმ. Ion Victor Antonescu; დ. 2 ივნისი, 1882 — გ. 1 ივნისი, 1946) — რუმინეთის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე. მარშალი, პრემიერ-მინისტრი და კონდუკეტორი (ფიურერის ან დუჩეს ანალოგი რუმ. conducătorul, conducător) 1940-1944 წლებში.
იონ ვიქტორ ანტონესკუ Ion Victor Antonescu | |
რუმინეთის კონდუკეტორი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 სექტემბერი, 1940 – 23 აგვისტო, 1944 | |
მონარქი | მიჰაი I |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
5 სექტემბერი, 1940 – 23 აგვისტო, 1944 | |
წინამორბედი | იონ ჯიგურტუ |
მემკვიდრე | იულიუ მანიუ |
დაბადებული | 2 ივნისი, 1882 პიტეშტი, რუმინეთის სამეფო |
გარდაცვლილი | 1 ივნისი, 1946 ჟილავა, რუმინეთის სამეფო |
განათლება | სამხედრო სკოლა და სამხედრო კოლეჯი საფრანგეთში |
დაიბადა ქალაქ პიტეშტში, მსხვილი მიწათმფლობელის ოჯახში. სწავლობდა საფრანგეთის სამხედრო სასწავლებელში და კოლეჯში. ბალკანეთის მეორე ომის დროს კავალერიის დივიზიის შტაბის უფროსია. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში და უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკის ინტერვენციაში 1919 წელს. ეკავა უმაღლესი თანამდებობები რუმინეთის არმიაში. 1923 წლიდან სამხედრო ატაშეა პარიზში, ხოლო 1926 წლიდან ლონდონში.
1940–1944 წლებში რუმინეთის პრემიერ-მინისტრი და კონდუკეტორია. ქვეყანას მართავდა ფაშისტური მეთოდებით და იყო ჰიტლერთან ალიანსში.
1944 წლის 24 მარტს საბჭოთა არმია შევიდა რუმინეთში. ამავე წლის აგვისტოში იასი-კიშინიოვის ოპერაციის შედეგად რუმინეთში დაიწყო აჯანყება ხელისუფლების წინააღმდეგ. 23 აგვისტოს მიჰაი I-მა გამოიძახა ანტონესკუ და მოსთხოვა ზავის დადება წითელ არმიასთან, რაზეც მან უარი განაცხადა, ამის შემდეგ ანტონ დიმიტრესკუმ იონ ანტონესკუ დააპატიმრა და 24 აგვისტოს რუმინეთმა ომიდან გასვლა გამოაცხადა. 1946 წლის 17 მაისს რუმინეთის სასამართლომ იონ ანტონესკუს სიკვდილი მიუსაჯა, 1 ივნისს განაჩენი შეასრულეს.
2006 წლის 5 დეკემბერს ბუქარესტის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ მოახდინა ანტონესკუს რეაბილიტაცია. ადგილობრივი ნაციონალისტები და ნეოფაშისტები მას რუმინეთის ეროვნულ გმირად მიიჩნევენ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „იონ ანტონესკუ“ ვიკისაწყობში.
- ანტონესკუს სიკვდილით დასჯა. კინოქრონიკა
- Биография Антонеску в интернет-проекте ХРОНОС