სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დუბაი (მრავალმნიშვნელოვანი).

დუბაი (არაბ. دبيّ‎, ტრანსლიტ.: დუბაიი) — არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქი და საამირო, აგრეთვე, ტერიტორიის სიდიდის მიხედვით, მეორე უდიდესი საამირო დედაქალაქ აბუ-დაბის შემდეგ.[1]

საამირო
დუბაი
دبي

საათის ისრის მიხედვით ზემოდან: ჰორიზონტზე ბურჯ-ხალიფა, ბურჯ-ალ-არაბი; პალმა ჯუმეირასა და მსოფლიოს კუნძულების სატელიტური გამოსახულება; დუბაი მარინა და შეიხ ზაიდის გზა.
დროშა გერბი

ქვეყანა არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები
დაქვემდებარება საამირო
საამირო დუბაი
კოორდინატები 24°57′00″ ჩ. გ. 55°20′00″ ა. გ. / 24.95000° ჩ. გ. 55.33333° ა. გ. / 24.95000; 55.33333
კონსტიტუციური მონარქია მოჰამედ ალ მაკტუმი
ფართობი 4,114 კმ²
ცენტრის სიმაღლე 11 მეტრი
კლიმატის ტიპი არიდული ჰავა
ოფიციალური ენა არაბული
მოსახლეობა 2 106 177 კაცი (2013)
ეროვნული შემადგენლობა 53 % ინდოელი
17 % საამიროელი
13,3 % პაკისტანელი
7,5 % ბანგლადეშელი
2,5 % ფილიპინელი
1,5 % შრილანკელი
0,3 % ამერიკელი
5,7 % სხვა ქვეყნებიდან
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +971
ოფიციალური საიტი http://www.dubai.ae
Dubai_in_United_Arab_Emirates.svg
Dubai_in_United_Arab_Emirates.svg

დუბაი მდებარეობს სპარსეთის ყურის სამხრეთ–აღმოსავლეთ სანაპიროზე და ერთ–ერთია იმ შვიდი საამიროდან, რომლებიც ქვეყანას ადგენს. მხოლოდ აბუ-დაბი და დუბაი არის ის ორი საამირო, რომელთაც საკანონმდებლო ხელისუფლებაში ეროვნული მნიშვნელობის კრიტიკულ საკითხებზე აქვთ ვეტოს უფლება.[2] ქალაქი დუბაი საამიროს ჩრდილოეთ სანაპირო ზოლზეა განლაგებული და გადაჰყურებს დუბაი-შარჯა-აჯმანის მეტროპოლიტენის არეალს. დუბაი უმასპინძლებს World Expo 2020-ს.[3]

დუბაი მსოფლიოს წინაშე წარდგა, როგორც გლობალური ქალაქი და ბიზნეს ცენტრი სპარსეთის ყურის რეგიონში.[4] ის არის, აგრეთვე, მთავარი სატრანსპორტო კვანძი როგორც მგზავრებისთვის, ასევე სატვირთო გემებისთვის. 1960–იან წლებამდე დუბაის ეკონომიკა ეფუძნებოდა წლიურ შემოსავლებს ვაჭრობიდან, უფრო მცირე მოცულობით, ნავთობის მოპოვების კონცესიებს, თუმცა ნავთობი 1966 წლამდე ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი. ნავთობით მიღებული შემოსავლების ნაკადის ზრდა მხოლოდ 1969 წელს დაიწყო, რამაც, თავისთავად, ხელი შეუწყო ქალაქის ნაადრევ განვითერებას.[5] აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობის მარაგი შეზრუდულია, ხოლო წარმოებული პროდუქტის ხარისხი – დაბალი: დღესდღეობით საამიროების მთლიან შემოსავლებში ნავთობით მიღებული შემოსავალის პროცენტული წილი 5%–ზე ნაკლებია.[6] საამიროს აქვს დასავლურ სტილიზე მორგებული ბიზნეს მოდელი, რომელიც შემოსავლის მთავარ წყაროდ იყენებს ტურიზმს, ავიაციას, უძრავ ქონებას და სხვადასხვა ფინანსურ მომსახურებას.[7][8][9] დიდი ხანი არაა, რაც დუბაიმ მსოფლიოს ყურადღება მიიზიდა ბევრი ინოვაციური პროექტით – დიდი კონსტრუქციებითა თუ სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებით. ეს ქალაქი გახდა სიმბოლური თავისი ცათამბჯენებითა და მაღალსართულიანი შენობებით, განსაკუთრებით მსოფლიოში ყველაზე მაღლი შენობით – ბურჯ-ხალიფათი. დუბაი, აგრეთვე, გააკრიტიკეს დიდი მასშტაბით სამხრეთ აზიელი მუშახელის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.[10] დუბაის უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებამ ყველაზე დიდი გაუფასურება 2008–2009 წლებში განიცადა,[11] 2007–2008 წლების გლობალური კრიზისის კვალდაკვალ, თუმცა მეზობელი საამიროების დახმარებით თანდათან კვლავ აღიდგინა დაკარგული სადავეები.[12]

2012 წლის მონაცემებით, დუბაი ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქებს შორის 22–ე ადგილს იკავებს, ხოლო ახლო აღმოსავლეთში – პირველს.[13] 2014 წელს დუბაის სასტუმრო ოთახი შეფასებული იყო, როგორც მსოფლიოში ყველაზე ძვირი, ჟენევის შემდეგ.[14] დუბაი, აგრეთვე, ამერიკული საკონსულტაციო ფირმა Mercer-ის მიერ შეფასებულ იქნა, როგორც ერთ–ერთი ყველაზე კარგი ადგილი საცხოვრებლად ახლო აღმოსავლეთში.[15]

ეტიმოლოგია

რედაქტირება

სიტყვა დუბაის წარმოწობის შესახებ ბევრი ვარაუდი არსებობს. ერთ–ერთი მათგანის მიხედვით, სიტყვა დუბაი გამოიყებონებოდა ღია ბაზრის აღსაღნიშნად.[16] სხვა თეორიის მიხედვით, სახელი მომდინარეობს სიტყვა „ფულის“ მნიშვნელობიდან, რადგან დუბაის მაცხოვრებლები წარმატებული სავაჭრო ადგილმდებარეობის გამო ყოველთვის მდიდარ ადამიანებად ითვლებოდნენ. ერთ არაბულ ანდაზაში ვხვდებით სიტყვა „დაბა დუბაის“ (არაბ. دبا دبي), რაც იმას ნიშნავს, რომ "ისინი მოვიდნენ ბევრი ფულით".[17] საამიროების ისტორიისა და კუნტურის მეცნიერის, ფედელ ჰენდალის, აზრით, სიტყვა დუბაი შეიძლება წამოსულიყო სიტყვა დაბას (არაბ. دبا) მნიშვნელობიდან (წარსულში ნაწარმოები იადუბიდან (არაბ. يدب), რაც ნიშნავს „ტლანქ მოძრაობას“), რომელიც დუბაი-კრიკის შიდა ნელი ნაკადის აღსაღნიშნად გამოიყენებოდა. იმავე სიტყვას იყენებს პოეტი და მეცნიერი აჰმად მოჰამედ ობეიდი, მაგრამ მისი თქმით, ეს სიტყვა ნიშნავდა „ჩვილ კალიას“ იმის გამო, რომ აქ ადამიანთა დასახლებამდე ხელსახრელი ბუნებრივი პირობები იყო კალიების არსებობისთვის.[18]

მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენილია ქვის იარაღები, ინფორმაცია გვაქვს მხოლოდ რამდენიმე დასახლებაზე და ჯერ კიდევ ცოტაა ცნობილი საამიროების ადრეული მკვიდრი მოსახლეობის შესახებ.[19] ბევრი ძველი ქალაქის არეალი წარმოადგენდა სავაჭრო ცენტრს აღმოსავლურ და დასავლურ სამყაროებს შორის. Dubai Internet City-ის მახლობლად კანალიზაციის მილების გაყვანის დროს აღმოაჩინეს ძველი მანგოს ჭაობის ნაშთები, რომელიც ძვ.წ. 7000 წლით თარიღდება. ეს ზონა დაახლოებით 5000 წლის წინ ქვიშით დაიფარა სანაპიროს უკან – ხმელეთის შიდა რაიონებისკენ დახევის გამო და მიიღო ისეთი ფორმა, როგორიც ამჟამად აქვს ქალაქის სანაპირო ზოლს.[19][20] აგრეთვე, აღმოჩენილია ახ.წ. მესამე–მეოთხე საუკუნით დათარიღებული წინაისლამური ხანის კერამიკული ნაკეთობები.[21] რეგიონში ისლამის გამოჩენამდე, ადგილობრივი მოსახლეობა თაყვანს სცემდა ბაჯირს (ან ბაჯარს).[21] ისლამის გავრცელების შემდეგ აღმოსავლურმა ისლამურმა სამყარომ ომაიანთა დინასტიის ერთ–ერთი ხალიფას მეთაურობით ხელში ჩაიგდო სამხრეთ–აღმოსავლეთ არაბეთი და განდევნა სასანიანები. ამას მოწმობს ისიც, რომ დუბაის მუზეუმის მიერ ჯუმეირას რეგიონში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა ომაიანთა დინასტიის დროინდელი რამდენიმე რელიკვია.[22]

პირველი ჩანაწერები, რომელშიც დუბაი მოიხსენიება, გვხვდება 1095 წელს არაბი ანდალუსიანელი გეოგრაფის, აბდულა აბუ ალ-ბაქრის, გეოგრაფიის წიგნში. 1580 წელს ამ ადგილს მარგალიტებით მოვაჭრე ვენეციელი გასპერო ბალბი ესტუმრება, რომელიც დუბაის მოიხსენიებს თავისი მარგალიტების ინდუსტრიით.[22]

არსებობს მოსაზრება, რომ დუბაი ერთ–ერთი თევზმჭერი სოფელი იყო, რომელიც XVIII საუკუნის ადრეულ წლებში დაარსდა[23] და ჯერ კიდევ 1822 წლისთვის დაახლოებით 7–8 ათასი ბინადარისგან შემდგარი ქალაქი იყო, რომლის ძირითადი მოსახლენი ბანი იასის ტომელები იყვნენ და ემორჩილებოდნენ აბუ-დაბის ხალიფა ტანუნს.[24]

1833 წელს, ტომობრივი დაპირისპირების კვალდაკვალ, აბუ–დაბის გამოეყო ალ–ბუ ფასალას ტომი და კომპაქტურად დასახლდა დღევანდელი დუბაის ტერიტორიაზე. აბუ–დაბიდან ამ გადასახლებას სათავეში ჩაუდგნენ უბეიდ ბინ საიდი და მაკტუმ ბინ ბუტი, რომლებიც შემდგომ ერთობლივად მართავდნენ დუბაის, სანამ 1836 წელს უბეიდი არ გარდაიცვალა, რომლის შემდეგ მაკტუნმა თავისი საგვარეულოს დინასტია ჩამოაყალიბა.[23]

1853 წელს დუბაიმ ხელშეკრულებით ომანთან ხელი მოაწერა „მუდმივ საზღვაო ზავს“ და მის მსგავსად შეუერთდა განსაკუთრებულ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც 1892 წელს საამიროს დაცვაზე პასუხისმგებლობა დიდმა ბრიტანეთმა აიღო.

XIX საუკუნეში დუბაის ორი დიდი კატასტროფა დაატყდა თავს. 1841 წელს ბურ-დუბაის რაიონში ყვავილის ეპიდემიამ იფეთქა და ადგილობრივი მოსახლეობა აიძულა აღმოსავლეთით, დეირაში, გადასახლებულიყო. შემდეგ, 1894 წელს, დეირაში გაჩნდა ხანძრი, რომელმაც გადაწვა სახლების უმრავლესობა და თითქმის მთელი ქალაქი.[25] მიუხედავად ამისა, ქალაქის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა კვლავ იზიდავდა უამრავ ვაჭარს რეგიონის ფარგლებში. დუბაის ემირი მაქსიმალურად ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი უცხოელი ვაჭარი მოეზიდა. მან შეამცირა სავაჭრო გადასახადები, რამაც უამრავი ვაჭარი წამოიტყუა შარჯასა და ბანდარ ლენგედან, რომლებიც იმ დროისთვის მთავარ სავაჭრო კვანძებად ითვლებოდა. სპარსელ ვაჭრებს დუბაიში მოსახვედრად სპარსეთის ყურის სანაპიროს გავლა უხდებოდათ. ისინი აქ ჩამოდიოდნენ და თანდათან სახლდებოდნენ. მათ გააგრძელეს ლინგასთან ვაჭრობა, თუმცა აქვე ამზადებდნენ ტრადიციულ იალქნიან გემებს — დაუებს და დღევანდელი დუბაი-კრიკის ადგილას თავიანთ დასახლებას ქმნიდნენ, რომელსაც შემდეგ, სამხრეთ სპარსეთის ერთ–ერთი რეგიონის დარად, ბასტაკია უწოდეს.[25][26]

დუბაი ნავთობის ხანამდე

რედაქტირება

დუბაის გეოგრაფიული სიახლოვე ირანთან მის სავაჭრო ადგილმდებარეობას უფრო მნიშვნელოვანს ხდის. ქალაქი დუბაი იყო მნიშვნელოვანი ნავსადგური უცხოელი ვაჭრებისთვის. ძირითადად, ესენი იყვნენ ირანელები, რომელთა დიდი ნაწილი საბოლოოდ აქ დასახლდა. მე–20 საუკუნის დასაწყისისთვის ის უკვე ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნავსადგური იყო.[27] დუბაი ასევე ცნობილი იყო მარგალიტების ექსპორტით, რომელიც ძირითადად 1930–იან წლებამდე ხორციელდებოდა. 1930–იან წლებში მარგალიტებით ვაჭრობა და თავად მარგალიტების კულტურული ინოვაცია გამოუსწორებლად დააზიანა დიდმა დეპრესიამ. მარგალიტების მრეწველობის კრახის შემდეგ დუბაი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა: მოსახლეობის ნაწილი შიმშილით დაიხოცა და ზოგიც სპარსეთის ყურის სხვა რეგიონში გადასახლდა.[19]

 
ალ-რასის უბანი დეირაში, 1960–იანი წლების დუბაი

დაარსების დღიდან დუბაის ქიშპი ჰქონდა აბუ-დაბისთან. 1947 წელს მათ შორის ჩრდილოეთ სეტორის სასაზღვრო კონფლიქტი საბოლოოდ ომში გადაიზარდა.[28] ბრიტანული სასამართლოს ჩარევითა და რას-ჰაისანის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ ბუფერული საზღვრის შექმნით, საომარი მოქმედებები დროებით შეწყდა.[29]

ნავთობის უქონლობის მიუხედავად, დუბას 1948 წლიდან უკვე ჰყავდა მმართველი, შეიხ რაშიდ ბინ საიდ ალ-მაკტუმი, რომელიც სავაჭრო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის იყენებდა. დუბაიში პირველი ელექტროენერგია, მობილური მომსახურება და აეროპორტი სწორედ 1950-იან წლებში დაფუძნდა. აგრეთვე, 1959 წელს აშენდა საამიროს პირველი სასტუმრო the Airlines Hotel, რომელსაც 1968 წელს მოყვა the Ambassador და Carlton Hotel.[30]

1961 წლის 7 აპრილს დუბაიში აგებული ბრიტანული დროშის ლაინერი MV Dara, რომელიც 5 ათას ტონას იწონიდა და მიმოსვლა ჰქონდა ბასრასთან, ქუვეითსა და ბომბეისთან, მოექცა დუბაის უჩვეულოდ ძლიერი ქარის ზონაში. მეორე დღეს დილაადრიან უმ-ელ-კაივაინის აბობოქრებულ ზღვაში მეორე კლასის კაბინა აბეთქებამ გამოგლიჯა და ცეცხლი გაჩნდა. კაპიტანმა გემის დატოვების ბრძანება გასცა, მაგრამ ორი მაშველი გემი გადაბრუნდა და ამ დროს მეორე აფეთქებაც მოხდა. დუბაის, შარჯას, აჯმანისა და უმ-ელ-კაივაინის ფლოტილიის პატარა ნავებით ამოიყვანეს გადარჩენილები, თუმცა ამ კატასტროფას სულ 238 სიცოცხლე შეეწირა.

1962 წელს ბრიტანეთის პოლიტიკურმა წარმომადგენლებმა დუბაიში აღნიშნეს, რომე „ბევრი ახალი სახლის, საოფისე კვარტლებისა და ბინების მშენებლობა მიმდინარეობს... უფრო მეტი და მეტი ევროპული და არაბული ფირმა იხსნება, რაც მომავალს კიდევ უფრო ნათელს ხდის.“[30]

ასფალტის ასაფრენი ბილიკი 1965 წელს აშენდა და დაიწყო როგორც რეგიონალური, ისე შორ მანძილზე გადაზიდვები. 1970 წელს აშენდა ახალი ტერმინალი, რომელიც დუბაიში პირველ უბაჟო მაღაზიებს შეიცავდა.[31]

ნავთობის ხანა

რედაქტირება

რამდენიმეწლიანი ძიების შემდეგ, მეზობელ აბუ-დაბიში დიდი აღმოჩენების კვალდაკვალ, 1996 წელს ნავთობი საბოლოოდ დუბაის ტერიტორიულ წყლებშიც აღმოაჩინეს, თუმცა ბევრად უფრო მცირე რაოდენობით. პირველ საბადოს დაერქვა „კარგი ბედი“ ან „ფატეჰი“, რაც წარმატებას, გამარჯვებას ნიშნავს. შედეგად, საამიროს საერთაშორისო ნავთობკომპანიებთან დათმობებზე წასვლა მოუხდა. დაიწყო უცხოელი მუშების მასობრივი შემოდინება, განსაკუთრებით ინდოელების და პაკისტანელების. 1968 წლიდან 1975 წლამდე ქალაქის მოსახლეობის ზრდამ 300 %–ს გადააჭარბა.[32]

ნაწილი ინფრასტრუქტურისა, რომელსაც ფატეჰის საბადოდან ნავთობი უნდა ამოეტუმბა და ტრანსპორტირება გაეკეთებინა, განთავსდა ჯებელ-ალის სანაპირო შელფზე დუბაის არეალში. აგრეთვე, სანამ სანაპიროზე მათი შედუღება, გათხრითი სამუშაოები და ბოლოს, კონსტრუქციის ზღვაში შეცურება და ფატეჰის საბადოს ფსკერზე ჩაშვება მიმდინარეობდა, აშენდა 50 000 გალონი ტევადობის სამარაგო ავზები, რომელიც ადგილობრივად ცნობილია როგორც „კაზანსი“.[33] ყოველივე ეს დააპროექტა და ააშენა Chicago Bridge and Iron Company–მ, რომელმაც სანაპიროს მშობლიური სახელი (Chicago Beach) დაარქვა. დღევანდელი სახელი მან 1997 წელს მიიღო, როდესაც Chicago Beach Hotel Jumeirah Beach Hotel–მა ჩაანაცვლა.

დუბაი უკვე შევიდა ზრდისა და განვითარების პერიოდში. 1969 წლიდან ნავთობის შემოსავლების შემოდინებამ შეიხ რასისდს საშუალება, მისცა მიეხედა შენობების ინფრასტრუქტურისთვის და გადასულიყო მრავალმხრივ სავაჭრო ეკონომიკაზე, სანამ შეზღუდული მარაგი ამოიწურებოდა. 1990 წელს მშპ–ში ნავთობით მიღებული შემოსავლების წილი 24 % იყო, 2004 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 7 %–მდე შემცირდა.[5]

კრიტიკულად, ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც შეიხ რასიდმა ნავთობის შემოსავლებით წამოიწყო, პორტ-რაშიდის მშენებლობა იყო. ღრმა წყლის თავისუფალი პორტი ბრიტანულმა კომპანია Halcrow–მ დააპროექტა. თავიდან განზრახული იყო, რომ პორტი ოთხ-ნავსადგურიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა მშენებლობის მიმდინარეობისას მისი რაოდენობა 16–მდე გაიზარდა. ის ახალი შესაძლებლობა გახდა ტვირთის მასობრივად გადაზიდვებისა, რის გამოც მან მალევე მოიპოვა დიდი წარმატება. პორტი ოფიციალურად გაიხსნა 1972 წლის 5 ოქტომბერს, თუმცა მისი თითოეული ნავსადგური აშენებისთანავე შევიდა მოქმედებაში. პორტ-რაშიდი 1975 განივრცო, როდესაც მას დამატებითი 35 ადგილი დაამატეს, თუმცა მოგვიანებით უფრო დიდი - ჯებელ-ალის ნავსადგური ააშენეს.[5]

გაერთიანების აქტი

რედაქტირება

დუბაი ხელშეკრულებით ომანთან ერთად უკვე დიდი ხანია ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშაა, რომელიც ზრუნავს მის საგარეო პოლიტიკასა და თავდაცვაზე, ასევე აგვარებს საქმეებს აღმოსავლეთ სპარსეთის ყურის მმართველებს შორის.

გაერთიანების პრინციპები პირველად ორ მმართველს — შეიხ ზაიდ ბინ სულთან ალ ნაჰიანსა (აბუ-დაბი) და შეიხ რაშიდს (დუბაი) შორის იქნა შეთანხმებული 1968 წლის 18 თებერვალს ამ ორ საამიროს შორის უდაბნოს საზღვარზე მდებარე არგოუბ ალ-შედირაჰის ბანაკში.[34] ორი საამიროს შეთანხმებულმა მუშობამ კავშირში სხვა საამიროებიც შემოიყვანა, კატარისა და ბაჰრეინის ჩათვლით. მომდევნო ორი წლის განმავლობაში მოლაპარაკებები და შეხვედრები კიდევ უფრო ხშირ–ხშირად და გაცხარებულად გადრძელდა, რადგან კავშირის სახე უფრო გულდასმით განიხილებოდა. 9 მხარის გაერთიანება აღარასოდეს აღმდგარა 1969 წლის შეხვედრის შემდეგ, როცა ბრიტანულ დესპოტურ ჩარევას კატარისა და რას-ელ-ხაიმას კავშირის დემონსტრაციული დატოვება მოჰყვა.[30] 1971 წლის 18 ივლისს მოლაპარაკება დატოვა ბაჰრეინმაც და კავშირში დარჩა მხოლოდ 6 საამირო.

1971 წლის 2 დეკემბერს დუბაიმ აბუ-დაბისთან, შარჯასთან, აჯმანთან, უმ-ელ-კაივაინთან და ფუჯაირასთან ერთად ხელი მოაწერა გაერთიანების აქტს, რათა შექმნილიყო არაბთა გაერთიანებული საამიროები. მეშვიდე საამირო, რას-ელ-ხაიმა, გაერთიანებას 1972 წლის 10 თებერვალს შეუერთდა, მას შემდეგ, რაც ირანმა რას-ელ-ხაიმას საკუთრებაში მყოფი ტუნბსის კუნძულების ანექსირება მოახდინა.

1973 წელს დუბაი შეუერთდა სხვა საამიროებს, რათა მიეღო ერთიანი ვალუტა — არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამი.[27] ამავე წელს წინა მონეტარული კავშირი კატართან დაიშალა და მთელ საამიროებში დაინერგა დირჰამი.

თანამედროვე დუბაი

რედაქტირება

დუბაი 1970–იან წლებში ნავთობისა და ვაჭრობის შემოსავლებით ისევ განაგრძობდა ზრდას, მიუხედავად იმისა, რომ დიდი რაოდენობით შემოედინა ლიბანის სამოქალაქო ომის შედეგად ქვეყნიდან გამოქცეული ემიგრანტები.[35] არაბთა გაერთიანებული საამიროების შექმნის მიუხედავად, ცალკეულ საამიროებს შორის სასაზღვრო კონფლიქტი ისევ გაგრძელდა. ფორმალური კომპრომისი იმისა, რომ საბოლოოდ დასრულდა უთანხმოება, მხოლოდ 1979 წელს იქნა მიღწეული.[36] აგრეთვე, ამავე წელს დაარსდა ჯებელ-ალის ნავსადგური. 1985 წელს პორტის გარშემო აშენდა ჯებელ-ალის თაფისუფალი ზონა (JAFZA), რათა უზრუნველეყო უცხოური კომპანიების მიერ შრომის შეუზღუდავი იმპორტი და კაპიტალის ექსპორტი.[37]

1990 წლის სპარსეთის ყურის ომმა ქალაქზე უარყოფითი ფინანსური ზეგავლენა მოახდინა, რადგან დეპოზიდორებმა და ვაჭრებმა რეგიონში მთლიანად შეაჩერეს საქმიანობა და სხვაგან გადაინაცვლეს. მოგვიანებით დუბაიმ ცვალებადი პოლიტიკური კლიმატის მიუხედავად, მაინც შეძლო გამოცოცხლება და აყვავება. 1990-იანი წლების ბოლოს ბევრმა უცხოურმა კომპანიამ – პირველი ქუვეითიდან, როდესაც სპარსეთის ყურის ომი მიმდინარეობდა, შემდეგ კი ბაჰრეინიდან შიიზმის არეულობის დროს – თავიანთი ბიზნესები დუბაიში გადაიტანა.[26] დუბაი ჯებელ-ალის თავისუფალი ზონიდან საწვავით ამარაგებმა მოკავშირე ძალებს როგორც სპარსეთის ყურის ომის დროს, ასევე ოდნავ მოგვიანებით ერაყის ომის მიმდინარეობისას (2003–2011). სპარსეთის ყურის ომის შემდეგ ნავთობის ფასის დიდმა ზრდამ დუბაის საშუალება მისცა ისევ ყოფილიყო თავისუფალი ვაჭრობისა და ტურიზმის ერთ–ერთი უდიდესი ცენტრი.

გეოგრაფია

რედაქტირება
ხანგრძლივ დროის შუალედში გადაღებული ეს ვიდეო ასახავს დუბაის ზრდის ტემპს 2000-დან 2011 წლამდე, სადაც თითო კადრი ერთ წელს უდრის. თანამგზავრით ცრუ ფერებში გადაღებული სურათებით შედგენილ ვიდეოში შიშველი უდაბნო მიხაკისფრადაა აღნიშნული, მცენარეებით დაფარული მიწა წითელია, წყალი შავი, ხოლო ქალაქის შემოგარენი — ვერცხლისფერი.
 
ქალაქ დუბაის ვაკის რუკა
 
დუბაი-შარჯა-აჯმანის მეტროპოლიტენის არეალი ღამით

დუბაი მდებარეობს სპარსეთის ყურის სამხრეთით არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროზე და ზღვის დონიდან დაახლოებით 16 მ–ზე (52 ფუტი) მდებარეობს. დუბაის საამიროს სამხრეთით ესაზღვრება აბუ-დაბი, ჩრდილო-აღმოსავლეთით – შარჯა, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით კი – ომანი. ჰატა, დუბაის საამიროს მცირე ექსკლავი სამი მხრით გარშემორტყმულია ომანით, აგრეთვე აჯმანისა (დასავლეთით) და რას-ელ-ხაიმას (ჩრდილოეთით) საამიროებით. სპარსეთის ყურე საამიროს დასავლეთიდან ესაზღვრება. დუბაის ადგილდებარეობის კოორდინატებია 25°16′11″N 55°18′34″E / 25.2697° ჩ. გ. 55.3095° ა. გ. / 25.2697; 55.3095 და მოიცავს 1588 კვადრატული მილის (4110 კმ²) ფართობის არეალს, რომელიც ჩატარებული მელიორაციული სამუშაოების შემდეგ წარმოადგენს მისი თავდაპირველი ფართობის (1500 კვადრატული მილი ან 3900 კმ²) მნიშვნელოვან გაფართოებას.

დუბაი მთლიანად არაბეთის უდაბნოშია განლაგებული. თუმცა, მისი ტოპოგრაფია მნიშვნელოვნად განსხვავდება საამიროების სამხრეთი ნაწილის ტოპოგრაფიისაგან, რადგან დუბაის ლანდშაფტების ნიმუშებზე ძირითადად ასახულია ქვიშიანი უდაბნო, ხოლო სამხრეთის უმეტეს რეგიონში ხრეშის უდაბნოები დომინირებს.[38] ქვიშის ძირითად შემადგენლობაში შედის ნიჟარებისა და მარჯნების დანაშალი მასა, რომელიც ძალიან წვირილია, წმინდა და თეთრი. ქალაქის აღმოსავლეთით მარილის ქერქიანი სანაპირო ვაკეების, რომელსაც საბხა ეწოდება, წარმოქმნის დიუნებს ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით. უფრო აღმოსავლეთით დიუნები კიდევ უფრო იზრდება და რკინის ოქსიდის გამო წითელ ელფერს იღებს.[32]

ბრტყელი ქვიშიანი უდაბნოები დასავლეთით გზას აძლევს ჰაჯარის მთებს, რომელიც გადაჭიმულია დუბაის საზღვარზე ომანთან ერთად ჰატასთან. დასავლეთ ჰაჯარის ჯაჭვს აქვს უნაყოფო, კბილოვანი და ნამსხვრევებად ქცეული ლანდშაფტი, რომლის მთების სიმაღლე ზოგ ადგილას დაახლოებით 1300 მეტრს აღწევს (4265 ფუტი). დუბაის არ აქვს ბუნებრივი მდინარეები და ოაზისები, თუმცა მას გააჩნია პატარა ბუნებრივი ყურე, დუბაი-კრიკი (პატარა უბე), რომელიც კიდევ უფრო გააღრმავეს, რათა გემებს გავლა შეძლებოდა. დუბაის აქვს აგრეთვე მრავალმხრივი ხეობები და წყლის ტბორები, რომელიც პატარა წერტილებივითაა განფენილი დასავლეთის ჰაჯარის მთებზე. ქვიშიანი დიუნების უზარმაზარი მასა ფარავს სამხრეთ დუბაის დიდ ნაწილს და საბოლოოდ, გადადის უდაბნოში, რომელსაც მსოფლიოს მეოთხედი სიცარიელე ეწოდება. სეისმურად, დუბაი მდებარეობს საკმაოდ სტაბილურ ზონაში — უახლოესი სეისმოაქტიური სარტყელი, ზაგროსის ნაწევი, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 200 კილომეტრის (124 მილის) მოშორებით მდებარეობს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ დუბაიზე რაიმე სეისმური ზეგავლენა მოახდინოს.[39] ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ ცუნამის შესაძლებლობა რეგიონში ძალიან დაბალია, რადგან სპარსეთის ყურე ცუნამის წარმოსაქმნელად არ არის საკმარისად ღრმა.[39]

დუბაის გარემომცველ ქვიშიან უდაბნოში ხარობს ველური ბალახები და იშვიათი ფინიკის პალმები. ქალაქის აღმოსავლეთით, საბხას ვაკეებზე, ვხვდებით უდაბნოს სუმბულს, აგრეთვე დასავლეთის ჰაჯარის მთების სიახლოვეს, ბრტყელ ვაკეებზე, იზრდება აკაცია. რამდენიმე ადგილობრივი ხე, როგორიცაა ფინიკის პალმა და ნიმი, ასევე შემოტანილი ხეები, ევპკალიტის ჩათვლით, იზრდება დუბაის ბუნებრივ პარკში. დუბაის უდაბნოში ბინადრობს სავათი, ზოლებიანი აფთარი, კარაკალი, უდაბნოს მელა, შევარდენი და არაბული ანტილოპა. ქალაქი არის მიმომფრენი ფრინველების ერთ–ერთი მთავარი გზა ევროპას, აზიასა და აფრიკას შორის, რომელსაც 320–ზე მეტი სახეობის ფრინველი გადაუფრენს გაზაფხუსა და შემოდგომაზე. დუბაის წყალი არის თავშესაფარი 300–ზე მეტი სახეობის თევზისა, ქორჭილას ჩათვლით. დუბაის სანაპიროსთან ახლოს ზღვის ტიპური ცხოვრება მოიცავს ტროპიკულ თევზებს, მედუზებს, მარჯნებს, დიუგონებს, დელფინებს, ვეშაპებსა და ზვიგენებს. აქვე შეგიძლია აღმოაჩინო სხვადასხვა სახეობის კუ, ქორისნისკარტიანი კუებისა და მწვანე კუების ჩათვლით, რომლებიც გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიაშია შეტანილი.[40][41]

დუბაი-კრიკი გადის ქალაქის ჩრდილოეთიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით. დუბაის აღმოსავლეთ კვარტალში ყალიბდება დეირას დასახლებულ პუნქტი, რომელსაც აღმოსავლეთით ესაზღვრება შარჯას საამირო, ხოლო სამხრეთით — ქალაქი ალ-ავიერი. დუბაის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს დეირას სამხრეთით, პალმა დეირა კი — მის ჩრდილოეთით, სპარსეთის ყურეში. დუბაის უძრავი ქონების მთავარი ნაწილი თავმოყრილია დუბაი-კრიკის დასავლეთით, ჯუმეირას სანაპირო ზოლზე. პორტ-რაშიდი, ჯებელ-ალი, ბურჯ-ალ-არაბი და თავისუფალი ზონების ჯგუფი, როგორიცაა, მაგალითად, Business Bay — ყველა ამ არეალშია განთავსებული.

დუბაის კლიმატი არიდული ჰავის ტიპისაა. ზაფხული აქ ძალიან ცხელი, ქარიანი, ტენიანია. ყველაზე ცხელ თვეში, აგვისტოში, დღის საშუალო მაღალი ტემპერატურა დაახლოებით 41 °C–ია (106 °F), ხოლო ღამით საშუალო დაბალი ტემპერატურა — 30 °C (86 °F). წლის განმავლობაში დღეების უმრავლესობა მზიანია. ზამთარი აქ თბილია — ყველაზე ცივ თვეში, იანვარში, საშუალო მაღალი ტემპერატურაა 24 °C (75 °F), ხოლო საშუალო დაბალი — 14 °C (57 °F). მიუხედავად იმისა, რომ ნალექების რაოდენობამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოიმატა, ნალექების წლიური რაოდენობა მხოლოდ 94.3 მმ–ია.[42] დუბაი, ასეევე, გამორჩევა მაღალი ტენიანობით, რაც ბევრი ტურისტისთვისთვის თუ მაცხოვრებლისთვის არაკომფორტულია.[43]


წლიური ამინდი — დუბაი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ
რეკორდ. მაღალი °C (°F) 31.6 (89) 37.5 (100) 41.3 (106) 43.5 (110) 47.0 (117) 46.7 (116) 49.0 (120) 48.7 (120) 45.1 (113) 42.0 (108) 41.0 (106) 35.5 (96)
საშუალო მაღალი °C (°F) 24.0 (75) 25.4 (78) 28.2 (83) 32.9 (91) 37.6 (100) 39.5 (103) 40.8 (105) 41.3 (106) 38.9 (102) 35.4 (96) 30.5 (87) 26.2 (79)
საშუალო დაბალი °C (°F) 14.3 (58) 15.4 (60) 17.6 (64) 20.8 (69) 24.6 (76) 27.2 (81) 29.9 (86) 30.2 (86) 27.5 (82) 23.9 (75) 19.9 (68) 16.3 (61)
რეკორდ. დაბალი °C (°F) 6.1 (43) 6.9 (44) 9.0 (48) 13.4 (56) 15.1 (59) 18.2 (65) 20.4 (69) 23.1 (74) 16.5 (62) 15.0 (59) 11.8 (53) 8.2 (47)
ნალექი მმ (დუიმი) 18.8 (0.7) 25.0 (1) 22.1 (0.9) 7.2 (0.3) 0.4 (0) 0.0 (0) 0.8 (0) 0.0 (0) 0.0 (0) 1.1 (0) 2.7 (0.1) 16.2 (0.6)


საშ. მზიანი საათები 254.2 229.6 254.2 294.0 344.1 342.0 322.4 316.2 309.0 303.8 285.0 254.2
წყარო: დუბაის მეტეოროლოგიური სადგური[44] აგვისტო 2010


მმართველობა და პოლიტიკა

რედაქტირება

1833 წლიდან დუბაის ალ მაკტუმის საგვარეულო ოჯახი მართავს.

დუბაის მუნიციპალიტეტი დაარსდა 1954 წელს იმდროიდელი დუბაის მმართველის, რაშიდ ბინ საიდ ალ-მაკტუმის მიერ, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო და სოციალური მომსახურების გაუმჯობესებას.[45] მისი დღევანდელი თავჯდომარეა ჰამდამ მინ რაშიდ ალ-მაკტუმი, დუბაის მმართველი–თანაშემწე. მუნიციპალიტეტი მოიცავს რამდენიმე ისეთ დეპარტამენს, როგორიცაა, მაგალითად, საგზაოს, დაგეგმვისა და კვლევის, გარემოს დაცვისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის, ფინანსური ურთიერთობების დეპარტამენტები. 2001 წელს დუბაის მუნიციპალიტეტი გადავიდა ელექტრონული მთავრობის პროექტზე იმ მიზნით, რომ მისი ვებსაიტი (dubai.ae) ქალაქის 40 მომსახურებას უზრუნველყოფდა. 2001 წლის ოქტომბრისთვის გაშვებული იყო 13 ასეთი სერვისი, ხოლო მოსალოდნელი იყო, რომ რამდენიმე სხვა მალევე შევიდოდა მუშაობაში.[46] დუბაის მუნიციპალიტეტი, ასევე, პასუხს აგებს ქალაქის სანიტარიასა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურაზე.[47]

სამართალდაცვა

რედაქტირება

დუბაის პოლიციას, რომელიც დააარსა 1956 წელს ნაიფის რაიონში, აქვს სამართალდამცავი იურისდიქცია საამიროზე. ის დუბაის მმართველ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაკტუმის უშუალო დაქვემდებარებაშია.

მხოლოდ დუბაი და რას-ელ-ხაიმა არის ის ორი საამირო, რომელიც არ ექვემდებარება არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალურ სასამართლო სისტემას.[48] საამიროს იურისდიქციული სასამართლოები მოიცავს პირველი ინსტანციის სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოსა და საკასაციო სასამართლოს. პირველი ინსტანციის სასამართლო შედგება საქალაქო სასამართლოსგან, რომელიც განიხილავს ყველა სამოქალაქო სარჩელს, კრიმინალური სასამართლოსგან, რომელიც განიხილავს პოლიციიდან მომდინარე საჩივრებს, და შარიათის სასამართლოსგან, რომელიც პასუხისმგებელია მუსლიმებს შორის არსებულ საკითხებზე (არამუსლიმების საკითხები შარიათის სასამართლოში არ განიხილება). საამიროს უზენაესი სასამართლო საკასაციო სასამართლოა, რომელიც სადავო საკითხებს განიხილავს მხოლოდ კანონით.[49]

შარიათის კანონები

რედაქტირება

ჰომოსექსუალიზმი არაკანონიერია, ხოლო სიკვდილით დასჯა ერთ-ერთი იმ სასჯელთაგანი, რომლითაც ჰომოსექსუალიზმი ისჯება. საჯაროდ კოცნა მკაცრად იკრძალაბა და შეიძლება დეპორტაციითაც დამთავრდეს,[50] რისი შემთხვევა დუბაიშიც ფიქსირდება.[51][52][53]

დუბაის აქვს მორიდებული ჩაცმის სტილი, რომელიც, ასევე, სისხლის სამართლის წესდების ნაწილია.[54] დუბაის სავაჭრო ცენრებში გამოკრული პლაკატები სტუმრებს აქაურ ჩაცმის სტილს აცნობს,[55] კერძოდ, მხრები და მუხლები დაფარული უნდა იყოს, ხოლო შორტებით ან, თუნდაც, სახელოებიანი მაიკის გარეშე სიარული უზნეობად ითვლება.[55][56][57][58][59][60] არამუსლიმებს ალკოჰოლის გამოყენება მხოლოდ სპეციალურ ადგილებში შეუძლიათ, როგორც წესი სასტუმროებში, ან სახლში, რომელიც ალკოჰოლის ლიცენზიას ფლობს. დუბაიში სასტუმროების გარეთ, რესტორნებში, ალკოჰოლური სასმელის გაყიდვა არ დაიშვება.

ისევე როგორც სპარსეთის ყურის დანარჩენ ქვეყნებში, საამიროებში რამადანის თვის განმავლობაში უკანონოა საჯაროდ ჭამა, დალევა, ან მოწევა მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე. გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნას ბავშვებსა და ორსულ ქალებზე. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება არა მარტო მუსლიმანებზე, არამედ არამუსლიმებზეც და შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიძლება დაპატიმრებაც მოჰყვეს.[61] 2008 წელს რუსი ქალბატონი რამადანის თვეში წვენის დალევის გამო სასამართლოს წინაშე წარდგა.[62]

ადამიანის უფლებები

რედაქტირება

ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა დუბაი ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ გააკრიტიკეს.[63] განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ნაწილი ქალაქში დასაქმებული 250 000 უცხოელი მუშახელისა, Human Rights Watch–ის აღწერით, ცხოვრობდა "ნაკლებად არაჰუმანურ" გარემოში.[64][65][66][67] უცხოელი მუშების მიმართ ცუდი მოპყრობა გახდა სადავო საგანი 2009 წლის დოკუმენტისა — მონები დუბაიში.[68] დუბაის მთავრობამ უარყო ნებისმიერი სახის მუშების მიმართ ჩადენილი უსამართლობა და განაცხადა, რომ მაკონტროლებლის (Human Rights Watch) ბრალდებები არასწორი იყო. 2006 წლის მარტის ბოლოს მთავრობამ სცნო ის ნაბიჯები, რომელიც სამშენებლო გაერთიანებებს ჩამოყალიბების საშუალებას მისცემდა. საამიროების შრომის მინისტრმა, ალი ალ-ქააბიმ, განაცხადა: "ამიერიდან მუშებისთვის დაშვებული იქნება გაერთიანებების შექმნა".[69]

დემოგრაფია

რედაქტირება
მოსახლეობის ისტ. რაოდენობა
წელი მოს. ±%
1822[70] 1 200
1900[71] 10 000 +733.3%
1930[72] 20 000 +100.0%
1940[70] 38 000 +90.0%
1960[73] 40 000 +5.3%
1968[74] 58 971 +47.4%
1975[75] 183 000 +210.3%
1985[76] 370 800 +102.6%
1995[76] 674 000 +81.8%
2005 1 204 000 +78.6%
2013 2 106 177 +74.9%


ენა და ეთნიკური შემადგენლობა

რედაქტირება

დუბაის სტატისტიკური ცენტრის მიერ ჩატარებული აღწერით, 2009 წელს საამიროს მოსახლეობა 1 771 000 კაცს შეადგენდა, რომელიც შედგებოდა 1 370 000 მამაკაცისა და 401 000 ქალისაგან.[77] რეგიონი მოიცავს 497,1 კვადრატულ მილს (1287,5 კმ²). მოსახლეობის სიმჭიდროვეა 408,18 კაცი/კმ² — რვაჯერ მეტი, ვიდრე მთელი ქვეყნის მასშტაბით. დუბაი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქებს შორის მე–20 ადგილს იკავებს, ხოლო რეგიონში — პირველს.[78]

2013 წელის მონაცემებით, დუბაის მთლიან მოსახლეობაში საამიროელი მხოლოდ 10–15 % იყო,[79] დანარჩენი კი შეადგენდა ემიგრანტებს, რომლებიც ან ქვეყანაში იყვნენ თაობების მანძილზე, ან დაბადებულები იყვნენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.[80][81] იმიგრირებული მოსახლეობის დაახლოებით 85 % (და საამიროს მთლიანი მოსახლეობის 71 %) აზიელია, ძირითადად ინდოელები (51 %) და პაკისტანელები (16 %). ასევე, მნიშვნელოვანია ბანგლადეშელები (9 %), ფილიპინელები (3 %), სომალელები (დაახლოებით 30 000 წევრით) და კიდევ ბევრი სხვადასხვა ეროვნების მოსახლე.[82] გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობის მეოთხედის წარმომავლობა ირანიდან მომდინარეობს.[83] გარდა ამისა, უცნობია 16 % მოსახლეობის (288 000 ადამიანი), რომლებიც კოლექტიურ შრომით განსახლებებში ცხოვრობდნენ, ეროვნული წარმომავლობა, თუმცა მათ, უპირველეს ყოვლისა, აზიელებად განიხილავენ. დუბაიში 100 000–ზე მეტი ბრიტანელი იმიგრანტია, გაცილებით დიდი ჯგუფი, ვიდრე ქალაქში მცხოვრები სხვა დანარჩენი დასავლელი ემიგრანტებისა.[84] საამიროში მოსახლეობის საშუალო ასაკი დაახლოებით 27 წელს შეადგენს. 2005 წლისთვის შობადობის კოეფიციენტის მაჩვენებელი 13,6 % იყო, ხოლო სიკვდილიანობის — 1 %.[85]

არაბული არის ეროვნული და ოფიციალური ენა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. სპარსეთის ყურის დიალექტზე მხოლოდ საამიროელი მოსახლეობა საუბრობს.[86] ინგლისური გამოიყენება როგორც მეორე ენა. იმიგრაციის გამო, დუბაიში სხვა ენებიც გამოიყენება, კერძოდ: ჰინდი-ურდუ, სპარსული, პენჯაბური, პუშტუ, ბენგალური, მალაიალამური, სინდჰური,[87] ტამილური, კანადა, მარათული, ტელუგუ, ტაგალური, ჩინური და კიდევ ბევრი სხვა ენა.[88]

არაბთა გაერთიანებული საამიროების დროებითი კონსტიტუციის მე–7 მუხლის თანახმად, სახელმწიფოს ოფიციალური რელიგიაა ისლამი. მთავრობა აფინანსებს მეჩეთების თითქმის 95 % და ქირაობს ყველა იმამს. დაახლოებით 5 % მეჩეთებისა მთლიანად კერძოა და რამდენიმე ასეთი დიდი მეჩეთი თავად გასცემს კერძო შესაწირს.[89] ყველა მეჩეთი დუბაიში იმართება მთავრობის მიერ და ასევე, ყველა იმამს მთავრობა ნიშნავს. ნებისნიერ იმამს, რომელსაც რასიზმისა და რელიგიური შუღლის ქადაგებისთვის, ან ისლამური ექსტრემიზმის ხელშეწყობისთვის დასდებენ ბრალს, დააპატიმრებენ ან დეპორტაციას გაუკეთებენ.[90]

დუბაიში, ასევე, გავრცელებულია ქრისტიანობა, ბუდიზმი, ინდუიზმი, სიქიზმი, ბაჰაიზმი და სხვა მრავალი რელიგიური გაერთიანება.[91] არამუსლიმ ჯგუფებს მიწის გაცემისა და აშენების ნებართვის მიღების შემდეგ კულტის აღსავლენად საკუთარი შენობების ქონის შესაძლებლობა აქვთ, სადაც ისინი თავისუფლად შეძლებენ შეასრულონ თავიანთი რელიგიური ადათები. ჯგუფებს, რომელთაც არ გააჩნიათ თავიანთი შენობები, უნდა გამოიყენონ სხვა რელიგიური ორგანიზაციების ობიექტები ან საკუთარი სახლები.[92] არამუსლიმური რელიგიური ჯგუფებისთვის ნებადართულია გაერთიანების ფუნქციონირების ღია რეკლამირება და სხვადასხვა რელიგიური ლიტერატურის გავრცელება, თუმცა აშკარა პროზელიტიზმი[93] მკაცრად იკრძალება, როგორც ისლამის მიმართ ჩადენილი შეურაცხმყოფელი საქციელი, და ისჯება სისხლის სამართლებრივი დევნით, დაპატიმრებითა და დეპორტაციით.[89] ამგვარი მკაცრი აკრძალვა ვრცელდება ისეთ მცირე ჯგუფებზეც, როგორიცაა აჰმადია.

ეკონომიკა

რედაქტირება

2013 წლის მონაცემებით, დუბაის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) შეადგენდა $83.4 მილიარდს.[94] მიუხედავად იმისა, რომ დუბაის ძლიერი ეკონომიკა ნავთობის მრეწველობით ჩამოყალიბდა,[95] დღესდღეობით საამიროს მთლიან შემოსავლებში ნავთობითა და ბუნებრივი აირით მიღებული შემოსავალის წილი 7 %–ზე ნაკლებია. როგორც დადგენილია, დუბაი ყოველდღიურად 50 000–დან 70 000–მდე გალონ (11 000 მ³) ნავთობსა[96] და მნიშვნელოვანი რაოდენობის აირს აწარმოებს შელფური საბადოებიდან. საამიროს წილი გაერთიანებული საამიროების გაზის მთლიან შემოსავლებში დაახლოებით 2 %–ია. აღსანიშნავია ისიც, ბოლო ხანებში დუბაის ნავთობის რეზერვები მნიშვნელოვნად შემცირდა და, სავარაუდოდ, 20 წელიწადში მისი მარაგი მთლიანად ამოიწურება.[97] უძრავი ქონება და მშენებლობა (22.6 %),[9] ვაჭრობა (16 %), entrepôt (15%) და საფინანსო სექტორი (11 %) ის სფეროებია, რომელსაც დუბაის ეკონომიკაში ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს.[98] საამიროს უდიდესი საექსპორტო მიმართულება მოიცავს ინდოეთს ($5.8 მილიარდი), შვეიცარიასა ($2.37 მილიარდი) და საუდის არაბეთს ($0.57 მილიოარდი), ხოლო რეექსპორტის ძირითადი მიმართულება — ინდოეთს ($6.53 მილიარდი), ირანსა ($5.8 მილიარდი) და ერაყს ($2.8 მილიარდი). საამიროს უდიდესი იმპორტული წყაროა ინდოეთი ($12.55 მილიარდი), ჩინეთი ($11.52 მილიარდი) და აშშ ($7.57 მილიარდი). 2009 წლის მონაცემებით, დუბაის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ინდოეთი იყო.[99]

ისტორიულად, დუბაი და დუბია-კრიკის გაღმა მდებარე მისი ორეული დეირა (იმ დროისთვის დუბაიზე დამოკიდებული) დასავლელი მწარმოებლებისათვის მნიშვნელოვანი პორტები იყო. ახალი ქალაქების უმრავლესობის საბანკო და საფინანსო ცენრების სათავო ოფისები სწორედ პორტის არეალშია განთავსებული. დუბაიმ 1970-1980-იან წლებში შეინარჩუნა მისი მნიშვნელობა, როგორც ერთ–ერთი ძირითადი სავაჭრო მარშრუტი. დუბაის აქვს ოქროს თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც 1990-იან წლებამდე იყო ინდოეთთან, სადაც ოქროს იმპორტი შეზღუდული იყო, ოქროს ზოდებით „გაცხოველებული კონტრაბანდის ვაჭრობის“ კერა.[27] 1970-იან წლებში აშენებულ ჯებელ-ალის პორტს აქვს ადამიანის ხელით შექმნილი ყველაზე დიდი ნავსადგური და მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა კონტეინერების გადაზიდვის მოცულობით.[100] დუბაი არის ასევე ერთ-ერთი უდიდესი კერა მომსახურების სფეროში, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიები და ფინანსები ინდუსტიულ-სპეციფიკურ თავისუფალ ზონებითან ერთად მთელი ქალაქშის მასშტაბით. Dubai Internet City გაერთიანებული Dubai Media City-სთან ერთად, როგორც TECOM-ის (დუბაის ტექნოლოგია, ელექტრონული კომერცია, მედიის თავისუფალი ზონის ორგანო) ნაწილი, არის ერთი ისეთი ანკლავი, რომლის წევრებიც შედგება ინფორმაციული ტექნოლოგიების ისეთი ფირმებისაგან, როგორიცაა Hewlett-Packard, EMC Corporation, Oracle Corporation, Microsoft, IBM, ასევე მედია ორგანიზაციებისაგან: MBC, CNN, BBC, Reuters და Sky News.

მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომ ნავთობზე დამოკიდებულ ეკონომიკისაგან ვაჭრობის დივერსიფიკაცია მოახდინა, რომელიც, თავის მხრივ, მომსახურებასა და ტურიზმზეა ორიენტირებული, უძრავი ქონება უფრო ღირებული გახადა, რის შედეგადაც 2004-დან 2006 წლამდე მისი მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა. გრძელვადიანი შეფასებით, დუბაის უძრავმა ქონებამ საერთაშორისო ბაზარზე გაუფასურება განიცადა: ზოგიერთმა საკუთრებამ 2001 წლიდან 2008 წლის ნოემბრამდე თავისი ღირებულების 64% დაკარგა.[101] ფართომასშტაბიანმა უძრავი ქონების დეველოპერულმა პროექტებმა წარმართა რამდენიმე მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენისა და დიდი პროექტების მშენებლობა, როგორიცაა, მაგალითად, საამიროების კოშკები, ბურჯ-ხალიფა, პალმების კუნძულები და ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო — ბურჯ-ალ-არაბი.[102] დუბაის უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებამ ძირითადი ვარდნა 2008-2009 წლებში განიცადა,[103] რომელიც ეკონომიკური კლიმატის ცვლას მოჰყვა.[11] 2009 წლის დასაწყისში სიტუაცია გლობალური ფინანსური კრიზისის კვალდაკვალ კიდევ უფრო გაუარესდა, რამაც დიდ ზიანი მიაყენა საკუთრების ღირებულებებს, მშენებლობასა და დასაქმებას.[104] 2009 ამან დიდი გავლენა იქონია რეგიონში ქონების ინვესტორებზე, რომელთაგან ზოგიერთმა აღარ მოისურვა ფულადი კაპიტალის დაბანდება უძრავი ქონების განვითარებაში.[105] წლის თებერვლის მონაცემებით, დუბაის საგარეო ვალი $80 მილიარდს შეადგენდა, თუმცა ეს მხოლოდ მცირე ნაწილი იყო მსოფლიოს სუვერენული ვალისა.[106] დუბაის უძრავი ქონებისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საკუთრების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ წარსულის შეცდომების თავიდან აცილებით, დუბაის უძრავი ქონების მარკეტინგი მომავალში სტაბილურობის მიღწევას შეძლებს.[107]

2000 წლის მარტში დაარსდა დუბაის ფინანსური ბაზარი (DFM), როგორც ფასიანი ქაღალდებითა და ობლიგაციებით ვაჭრობის მეორეული ბაზარი. იგი არის როგორც რეგიონალური, ასევე გლობალური მნიშვნელობის კომპანია. 2006 წლის პირველი მეოთხედის მონაცემებით, მისი სავაჭრო მოცულობა იდგა 400 მილიარდ აქციაზე, რომლის საერთო ღირებულება $95 მილიარდს შეადგენდა. DFM-ის ჰქონდა დაახლოებით $87 მილიარდი საბაზრო კაპიტალიზაცია.[108] დუბაიში დაარსებული სხვა საფონდო ბირჟაა NASDAQ Dubai, რომელიც, ამავე დროს, საერთაშორისო საფონდო ბირჟაა ახლო აღმოსავლეთში. იგი საშუალებას აძლევს მთელ რიგ კომპანიებს, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და მთლიანად რეგიონის მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს, ივაჭრონ გაცვლაზე საერთაშორისო ბრენდის სახელით, რომელსაც წვდომა ექნება რეგიონულ და საერთაშორისო ინვესტორებთან.

დუბაი ასევე ცნობილია, როგორც „ოქროს ქალაქი“, რადგან ეკონომიკის დიდი ნაწილი სწორედ ოქროთი ვაჭრობას ეფუძნება. 2011 წელს დუბაის ოქროს ვაჭრობის მთლიანმა მოცულობამ 580 ტონას მიაღწია (საშუალო ფასი $1,455).

City Mayors-ის კვლევების მიხედვით, დუბაი 2007 წელს მსოფლიოს საუკეთესო საფინანსო ქალაქებს შორის 44-ე ადგილზე იყო,[109] ხოლო მის მეორე აღწერაში მითითებულია, რომ, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით, 2012 წელს დუბაი იყო მსოფლიოს 27-ე უმდიდრესი ქალაქი.[110] იგი ასევე არის საერთაშორისო ფინანსური ცენტრი და, MasterCard Worldwide-ის კომერციული ცენტრის ინდექსის მიხედვით, გლობალურ ფინანსურ ქალაქებს შორის 37-ე ადგილზეა,[111] ხოლო ახლო აღმოსავლეთში — პირველზე.

2012 წელს „გლობალური ქალაქის კონკურენტუნარიანობის ინდექსმა“ ეკონომიკური ინტელიგენციის ერთეულით დუბაი N40-ად შეაფასა, მთლიანი ქულა კი 55,9 იყო. 2013 წლის კვლევების მიხედვით, მომავალ კონკურენტუნარიან ქალაქებში 2025 წელს დუბაი საერთო მაჩვენებლით 23-ე ადგილზე გადაინაცვლებს.[112] დუბაის უძრავი ქონების ძირითადი ინვესტორები არიან ინდოელები, შემდეგ ბრიტანელები და პაკისტანელები.[113]

დუბაიმ ეკონომიკისა და სხვადასხვა სექტორის განვითარების ხელშესაწყობად უკვე წამოიწყო რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი. იგი მოიცავს დუბაის მოდის 2020 წლის ფესტივალსა (Dubai Fashion 2020)[114] და დუბაის დიზაინის რაიონს (Dubai Design District), რომელიც, მოსალოდნელია, რომ გახდება წამყვანი პუნქტი როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დიზაინერებისათვის. პროექტის პირველი ფაზა, რომელიც 4 მილიარდი დირჰამი დაჯდა, 2015 წლის იანვარში დასრულდა.[115]

ტურიზმი და საცალო ვაჭრობა

რედაქტირება
დუბაი-კრიკი, რომელიც ერთმანეთისგან აცალკავებს დეირასა და ბურ-დუბაის, დუბაის ეკონომიკის განვითარებაში სასიცოცხლო როლს ასრულებს.

ტურიზმი მნიშვნელოვანი ნაწილია დუბაის მთავრობის სტრატეგიისა და უზრუნველყოფს საამიროში უცხო ვალუტის შემოდინებას. დუბაიში ტურისტების მოზიდვა, ძირითადად, შოპინგებზეა დამყარებული,[116][117] თუმცა, ასევე, დიდ როლს ასრულებს უძველესი და თანამედროვე ღირსშესანიშნაობები. 2013 წლის მონაცემებით, დუბაი იყო მსოფლიოში მეშვიდე ყველაზე მონახულებადი ქალაქი, რომელიც დაფუძნებული იყო საჰაერო მიმოსვლებზე და ტურიზმის სფეროში ჰქონდა ყველაზე სწრაფად ზრდადი – 10,7 %-იანი ტემპი.[118] როგორც ვარაუდობენ, 2015 წლისთვის დუბაი 15 მილიონზე მეტი ტურისტის მომსახურებას შეძლებს.[119] დუბაი, აგრეთვე, არის არაბთა გაერთიანებული საამიროების შვიდი საამიროდან ყველაზე მრავალრიცხოვანი.

დუბაის ეწოდა „ახლო აღმოსავლეთის სავაჭრო დედაქალაქი“,[120] სადაც დღესდღეობით 70–ზე მეტი სავაჭრო ცენტრია განთავსებული, მსოფლიოში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრის — დუბაის მოლის ჩათვლით. ქალაქში შოპინგისთვის ჩამოდიან როგორც თავად რეგიონიდან, ასევე, ისეთ შორ მანძილზე დაშორებული არეალებიდან, როგორიცაა, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპა, აფრიკა და ინდოეთის სუბკონტინენტი.

დუბაი ცნობილია ტრადიციუილი ბაზრობების — სუკების უბნებით, რომლებიც დინების ორივე მხარესაა განთავსებული. ტრადიციულად, აღმოსავლეთ აზიიდან, ჩინეთიდან, შრი-ლანკადან და ინდოეთიდან მოსულ დაუებს ტვირთი და საქონელი გემთსაშენი ტერიტორიების მიმდებარე ადგილებში უნდა ჩამოეცალათ, რომლითც შემდეგ აქვე ახლოს მდებარე სუკის ბაზრობებზე ივაჭრებდნენ. თავდაპირველად, დუბაი-კრიკმა სასიცოცხლო როლი ითამაშა დუბაიში საზოგადოებრივი ცხოვრების შენარჩუნებაში. ასევე იგი იყო ის გეოგრაფიული პუნქტი, რომელმაც, საბოლოო ჯამში, დუბაის ეკონომმიკური ბუმი გამოიწვია.[121] 2013 წლის სექტემბერში დუბაი-კრიკი წარდგენილი იყო, როგორც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ერთ-ერთი კანდიდატი.[122] ქალაქში მრავლად გვხვდება საიუველირო და პატარა მაღაზიები. გარდა ამისა, დუბაი ცნობილია, როგორც „ოქროს ქალაქი“, თავისი ოქროს ბაზრობებით, რომელიც დაახლოებით 250 საცალო მაღაზიას მოიცავს.[123] Dubai Duty Free (DDF) დუბაის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს სთავაზობს საკვები პროდუქტების ფართო არჩევანს.

2011 წლის 2 ნოემბერს Expo 2020-სთვის ოთხმა ქალაქმა შეიტანა განაცხადი, რომელთაგანაც დუბაი უგვიანეს შესაძლო წუთს მიიღეს სიაში. ექსპოზიციების საერთაშორისო ბიუროს დელეგალიაზე, რომელიც 2013 წლის თებერვალში დუბაის ესტუმრა, რათა შეემოწმებინა მისი მზადყოფნა მსოფლიოში უდიდეს ექსპოზიციური ღონისძიებისთვის, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ინფრასტრუქტურამ და ეროვნული ერთიანობის დონემ. 2013 წლის მაისში Expo 2020-ის სამოქმედო გეგმა გამოვლინდა.[124] შემდგომ, ამავე წლის 27 ნოემბერს, დუბაიმ მოიგო Expo 2020-ის მასპინძლოსბის უფლება.[125] ღონისძიება საამიროს დიდ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს, რომელზეც მილიარდობით დირჰამი დაიხარჯება და შექმნის 270 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს.[126]

ქალაქის ვიზუალური იერსახე

რედაქტირება
დუბაის სილუეტი ცის ფონზე.

არქიტექტურა

რედაქტირება
 
ბურჯ-ხალიფა — ამჟამად ადამიანის ხელით შექმნილი ყველაზე დიდი კონსტრუქცია

დუბაის აქვს შენობებისა და ნაგებობის მდიდარი კოლექცია სხვადასხვა არქიტექტურ სტილში. აქ შეგიძლიათ, იხილოთ ისლამური არქიტექტურის მრავალი თანამედროვე ინტერპრეტაცია, ზოგადად, არაბულ სამყაროში, ძირითადად, კი დუბაიში მიმდინარე კონსტრუქციებისა და არქიტექტურის ინოვაციების ბუმის გამო, რომელსაც მხარს უჭერს არა მხოლოდ არაბეთის ან საერთაშორისო არქიტექტურული და საინჟინრო დიზაინის ფირმები, როგორიცაა Al Hashemi და Aedas, არამედ ნიუ-იორკისა და ჩიკაგოს წამყვანი კომპანიები.[127] ასეთმა ბუმმა თანამედრო ისლამური და, ამავე დროს, მსოფლიოს არქიტექტურა, ფაქტობრივად, უკვე გადაიყვანა ახალ — ცათამბჯენების დიზაინისა და ტექნოლოგიების ეტაპზე. დუბაის დასრულებიული ან დასურულებულლი ცათამბჯენები 2/3 კმ–ზე, 1/3 კმ–ზე, ან 1/4 კმ უფრო მაღალია, უფრო დიდი, ვიდრე სხვა ნებისმიერ ქალაქში. კულმინაციური წერტილი მიღწეულ იქნა 2010 წელს, როდესაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის — ბურჯ-ხალიფას (ხალიფას კოშკი), რომლის სიმაღლე 829,8 მ-ს (2722 ფუტი) აღწევს, მშენებლობა დასრულდა. ბურჯ-ხალიფას დიზაინი მომდინარეობს ისლამური არქიტექტურის ერთ–ერთ სანიმოშო სისტემიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ შენობის საფუძვლად, რომელზეც მთლიანად სტრუქტურის ფორმა ყალიბდება, აღებულია უდაბნოს ყვავილის, ჰიმენოკალისის, (რომელიც, ამავე დროს, დუბაის რეგიონის მკვიდრი მცენარეა) ფოთლის აბსტრაქტული — სამგანშტოებიანი სახესხვაობა. 2010 წლის 4 იანვარს ბურჯ-ხალიფას მშენებლობის დასრულებით, მოყოლებული 1980–იანი წლებიდან დაწყებული მშენებლობის ბუმით, რომელიც კიდევ უფრო დაჩქარდა 1990–იან წლებში და თანამედროვე კაცობრიობის ისტორიაში, 2000–იანი წლების პირველ ათწლეულში, დიდი ნაბიჯებით განაგრძობდა სვლას, დუბაი გადაიქცა მსოფლიოში უმარლესი შენობების სილუეტების ქალაქად.[128][129] ბურჯ-ხალიფას აქვს, აგრეთვე, მსოფლიოში უმაღლესი ღია პლატფორმა ქალაქის ხედებზე დასაკვირვებელად. იგი დუბაის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც 2013 წელს 1,87 მილიონზე მეტმა ტურისტმა ნახა.

ბურჯ-ალ-არაბი

რედაქტირება

ბურჯ-ალ-არაბი (არაბ. برج العرب, არაბების კოშკი) არის 7 ვარსკვლავიანი სასტუმრო. მიუხადავად იმისა, რომ სასტუმროს ხშირად აღწერენ, როგორც „მსოფლიოს ერთადერთი შვიდ ვარსკვლავიანი სასტუმრო“, მისი ხელმძღვანელობის თქმით, მათ ეს არასდროს გაუკეთებიათ თვითნებურად. ჯუმეირას ჯგუფის სპიკერის ციტატა გამონათქვამადაა ქცეული: „ძალიან ცოტა რამეა იმისათვის, რომ ჩვენ ამის გაკეთება შევწყვიტოთ. ჩვენ არ ვუწყობთ ხელს ამ ტერმინის გამოყენებას და არასდროს გამოგვიყენებია იგი სარეკლამოდ.“[130]

დუბაის საოცრებათა ბაღი

რედაქტირება

2013 წელს, ვალენტინობის დღეს, დუბაილენდში გაიხსნა 72 000 მ² ფართობის ყვავილების ბაღი, სახელად დუბაის საოცრებათა ბაღი, რომელიც ამჟამად ყველაზე დიდი ყვავილების ბაღია მსოფლიოში. იგი 45 მილიონი ყვავილისაგან შედგება, რომელსაც წვეთოვანი სარწყავი სისტემის საშუალებით ხელახალი გამოყენების ნარჩენები მიეწოდება. დუბაიში ზაფხულის თვეების განმავლობაში, დაწყებული მაისის ბოლოდან დამთვრებული სექტემბრამდე, როდესაც საშუალო მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება, დაახლოებით 40 °C (104 °F) მიაღწიოს, ბაღი იკეტება.[131]

ტრანსპორტი

რედაქტირება
მეტრო დუბაის წითელი ხაზიარაბეთის ნახევარკუნძულის პირველი ურბანული სამატარებლო ქსელი
აბრა — ტრანსპორტის ტრადიციული სახეობა დეირასა და ბურ-დუბაის შორის
პალმა ჯუმეირას მონორელსი
დუბაის ტრამვაი

დუბაიში ტრანსპორტი კონტროლდება დუბაის მთავრობის სააგენტოსგან — გზებისა და ტრანსპორტის ორგანოსაგან (RTA), რომელიც სამეფო ბრძანებით ჩამოყალიბდა.[132] წარსულში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი ზედმეტად გადატვირთული იყო, რის გამოც ეჭვქვეშ დგებოდა მისი საიმედოობა. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად განხორციელდა ფართო საინვესტიციო პროგრამა, რომელიც 70 მილიარდ დირჰამზე მეტი დაჯდა, და სამუშაოების დასრულებას 2020 წლისთვის გეგმავს, როცა მოსახლეობის რაოდენობა მოსალოდნელ რიცხვს — 3,5 მილიონს გადააჭარბებს.[133] დუბაის მუნიციპალიტეტის მონაცემებით, 2009 წელს დუბაიში 1 021 880 მანქანა დაფიქსირდა.[134] 2010 წლის იანვარში დუბაის მაცხოვრებელთა რაოდენობა, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებდნენ, არ აღემატებოდა 6 %–ს.[135]

დუბაიში გადის ხუთი ძირითადი მარშრუტი — E 11 (შეიხ ზაიდის გზა), E 311 (შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდის გზა), E 44 (დუბა-ჰატას გზატკეცილი), E 77 (დუბაი-ალ ჰაბაბის გზა) და E 66 (აუდ მეთას გზა), რომლებიც ქალაქს აკავშირებს სხვა ქალაქებსა და საამიროებთან. დამატებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქის შიგნითა მარშრუტი, როგორიცაა D 89 (ალ მაკტუმის გზა/აეროპორტის გზა), D 85 (ბანიას გზა), D 75 (შეიხ რაშიდის გზა), D 73 (ალ დაიაფას გზა/2 დეკემბრის ქუჩა), D 94 (ჯუმეირას გზა) და D 92 (ალ ხალიჯის/ალ ვასლის გზა) ქალაქის სხვადასხვა რაიონს აერთებს ერთმანეთთან. ქალაქის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებს აკავშირებს ალ მაკტუმის ხიდი, ალ გაროუდის ხიდი, ალ შინდაგას გვირაბი, ბიზნეს ბეის გადასასვლელი და მცურავი ხიდი.[136]

დუბაიში საზოგადოებრივი ავტობუსების სატრანსპორტო სისტემა იმართება სატრანზიტო ორგანო RTA–სგან. ავტობუსების სისტემის მომსახურება ვრცელდება 140 მერშრუტზე, რომელმაც 2009 წელს 109 მილიონზე მეტი ადამიანი გადაიყვანა. 2010 წლის ბოლოსთვის ქალაქის მომსახურებაში სულ 2100 ავტობუსი იყო ჩაბმული.[137] 2006 წელს სატრანსპორტო სააგენტომ გამოაცხადა ქალაქში 500 და ქალაქგარეთ, საამიროს ფარგლებში, დამატებით 1000 სამგზავრო კონდიცირებული მოსაცდელების მშენებლობა, იმ განზრახვით, რომ ეს წაახალისებდა საზოგადოებრივი ავტობუსების უფრო მეტად გამოყენებას.[138]

ყველა ტაქსის მომსახურება ლიცენზირებულია RTA–სგან. დუბაის ლიცენზირებული ტაქსები ადვილი ამოსაცნობია მათი კრემისფერი ძარითა და მრავალფეროვანი სახურავით, რომლებიც თავიანთი მანქანათმშენებელი ქარხნის ხელწერას ატარებს. დუბაის ტაქსის კორპორაცია, RTA–ს განაყოფი, არის ამ სფეროში ყველაზე დიდი მანქანათმშენებელი კომპანია, რომლის ტაქსებსაც წითელი სახურავი აქვს. ამას გარდა, არსებობს ოთხი კერძო მანქანათმშენებელი კომპანია: მეტროს ტაქსები (ნარინჯისფერი სახურავით), ქსელის ტაქსი (ყვითლი სახურავით), მანქანების ტაქსები (ლურჯი სახურავით) და არაბეთის ტაქსები (მწვანე სახურავით). დამატებით, დუბაის ტაქსის კორპორაციას აქვს ქალბატონების ტაქსის სერვისიც (ვარდისფერი სახურავით), რომელიც სპეციალურად ქალი მგზავრებისთვისაა, შესაბამისად, ქალი მძღოლებით. დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტაქსი ოპერირდება დუბაის ტაქსის კორპორაციიდან. საამიროში სულ 3000 ტაქსი მუშაობს, რომელიც დღეში 192 000 დაკვეთას იღებს და გადაჰყავს დაახლოებით 385,000 კაცი. 2009 წელს ტაქსის დაკვეთებმა 70 მილიონს გადააჭარბა 140,45 მილიონი მგზავრის ფარგლებში.[139][140][141]

დუბაის საერთაშორისო აეროპორტი, Emirates Airline–სა და flydubai–ს ცენტრი, ემსახურება ქალაქ დუბაისა და სხვა საამიროებს ქვეყანაში. იგი არის მსოფლიოში მე–7 ყველაზე დატვირთული სამგზავრო მიმოსვლების აეროპორტი, რომელმაც 2014 წელს 70,4 მილიონი მგზავრი გადაიყვანა. იგი, ასევე, არის მსოფლიოში ყველაზე დატვირთული აეროპორტი საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლებით. გარდა ამისა, დუბაის საერთაშორისო აეროპორტი არის მსოფლიოში მე–7 ყველაზე დატვირთული სატვირთო აეროპორტი, რომელმაც 2014 წელს გადაზიდა 2,37 მილიონი ტონა ტვირთი.[142] დუბაის ეროვნული ავიაკომპანიაა Emirates Airline. 2014 წელს მან დაიწყო საერთაშორისო მიმოსვლები 142 მიმართულებით 6 კონტინენტის 70–ზე მეტ ქვეყანაში.[143]

2004 წელს გამოცხადდა ალ მაკტუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება. აეროპორტის პირველი ეტაპი თავისი ერთი A380–ის მიმღები ასაფრენი ბილით, 64 დისტანციური სადგომით, ერთი სატვირთო ტერმინალით, რომლის წლიური მოცულობა 250,000 ტონა ტვირთია, და სამგზავრო ტერმინალის შენობით, რომელიც წლიურად 5 მილიონი მგზავრისთვისაა განკუთვნილი, უკვე გაიხსნა.[144] საბოლოოდ, როდესაც ალ მაკტუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება დასრულდება, იგი იქნება მსოფლიში ყველაზე დიდი აეროპორტი 5 ასაფერი ბილიკით, 4 ტერმინალის შენობით, რომელიც დაიტევს 160 მილიონ მგზავს და 12 მილიონ ტონა ტვირთს წელიწადში.[145]

მეტროს ქსელი

რედაქტირება

დუბაიში ფუნქციონირებს $3,89 მილირდად შეფასებული მეტრო დუბაის სისტემა. იგი შედგება ორი ძირითადი სარკინიგზო ხაზისგან (წითელი და მწვანე ხაზები), რომლებიც გადის ქალაქის მთავარ საფინანსო და საცხოვრებელ რაიონებში. მეტროს სისტემა ნაწილობრივ გაიხსნა 2009 წლის სექტემბერში,[146] რომლის საბოლოო გამართვაზე პასუხისმგებოლაბა აიღო ბრიტანეთში დაფუძნებულმა საერთაშორისო სერვისების კომპანიამ, Serco Group–მა. მეტრო მოიცავს მწვანე ხაზს, რომელიც ეტისალატის სადგურიდან კრიკის სადგურამდე გრძელდება (რადგან კრიკის სადგური ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს, მწვანე ხაზი კრიკის სადგურამდე, დუბაის ჯანდაცვის ცენტრის სადგურზე ჩერდება) და წითელი ხაზს, სისტემის მთავარ ხერხემალს, რომელიც გამოდის ალ-რაშიდიას სადგურიდან და გრძელდება ჯებელ-ალის სადგურამდე. ასევე, დაგეგმილია ლურჯი და იისფერი ხაზების გახსნა. მეტრო დუბაის რკინიგზა (მწვანე და ლურჯი ხაზები) იქნება 70 კილომეტრი (43,5 მილი) 47 სადგურით — 37 მიწის ზემოთ, ხოლო 10 მიწისქვეშ.[147] მეტრო დუბაი პირველი ურბანული სამატარებლო ქსელია მთელ არაბეთის ნახევარკუნძულზე.[148] ყველა მატარებელი იმართება ავრომატური მართვის რეჯიმით, მძღოლის გარეშე.

პალმა ჯუმეირას მონორელსი

რედაქტირება

პალმა ჯუმეირას მონორელსი არის ერთრელსიანი სარკინიგზო ხაზი, რომელიც გადის პალმა ჯუმეირას კუნძულზე და ერთმანეთთან აკავშირებს კუნძულსა და კონტინენტს.[149] ხაზი გაიხსნა 2009 წლის 30 აპრილს[150] და დაგეგმილია, რომ იგი მეტრო დუბაის წითელ ხაზს შეუერთდეს. ასევე, იგეგმება ორი ტრამვაის სისტემის — ბურჯ-ხალიფას ტრამვაისა და ალ-სუფოუს ტრამვაის სისტემების მშენებლობა. ბურჯ-ხალიფას ტრამვაის სისტემა იქნება 4,6 კილომეტრი (2,9 მილი), რომელიც მოემსახურება ბურჯ-ხალიფას მიმდებარე რაიონებს, ალ-სუფოუს ტრამვაის სისტემა კი — 14,5 კილომეტრი (9,0 მილი), რომელიც გადაიჭიმება ალ-სუფოუს გზასა და დუბაი მარინასბურჯ-ალ-არაბსა და საამიროების მოლს შორის.

ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზი

რედაქტირება

დუბაიმ განაცხადა, რომ გაერთიანებული საამიროების ჩქაროსნული სარკინიგზო სისტემის მშენებლობის დასრულების შემდეგ, საბოლოოდ, შეძლებს სპარსეთის ყურის თანამშომლობის საბჭოსთან (GCC) დაკავშირებას და შესაძლოა მოგვიანებით ევროპასთანაც. მაღალი სიჩქარის სარკინიგზო ხაზი იმუშავებს როგორც მგზავრების გადასაყვანად, ისევე ტვირთის გადასაზიდადაც.[151]

წყლის მარშრუტები

რედაქტირება

დუბაიში არის ორი ძირითადი სავაჭრო პორტი — პორტ-რაშიდი და ჯებელ-ალის პორტი. ჯებელ-ალის პორტი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ადამიანის ხელით შექმნილი ნავსაყუდელი, უდიდესი პორტი ახლო აღმოსავლეთში[152] და მსოფლიოში მე–7 ყველაზე მეტად დატვირთული პორტი.[100] ერთ–ერთი ყველაზე ტრადიციული მეთოდი ბურ-დუბაიდან დეირაში მოსახვედრად პატარა ნავები — აბრებია, რომელსაც დუბაი-კრიკის გადაკვეთით მგზავრები ალ-ბასტაკია აბრას სადგურიდან ბანიას გზამდე გადაჰყავს.[153] საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ასევე, დანერგა დუბაის წყლის ავტობუსის სისტემა. წყლის ავტობუსი გარეგნულად სრულიად პირობითი ნავია, რომელიც მუშაობს შერჩევით მიმართულებით დუბაი-კრიკის ფარგლებში. ტურისტებს, ასევე, შუძლიათ წყლის ტურისტული ავტობუსებით სარგებლობა. უახლოესი წყლის ტრანსპორტის სისტემა, ასევე, წყლის ტაქსი.[154]

 
ტრადიციული სუკი დეირაში

არაბთა გაერთიანებული საამიროების კულტურა, ძირითადად, ისლამისა და არაბული ტრადიციების ზეგავლენას განიცდის, რაც კარგად აისახება მის არქიტექტურაში, მუსიკაში, ჩაცმულობაში, საჭმლის მომზადების სპეციფიკასა და, მოკლედ, ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში. მუსლიმებს მეჩეთების მინარეთებიდან, რომელიც მთელ ქვეყანაშია გაბნეული, მლოცველები დღეში ხუთჯერ მოუწოდებენ. 2005 წლიდან მოყოლებული, ორ მხარეს შორის მიღწეული შეთანხმებით, მუსლიმებისთვის დასვენების დღეებია პარასკევი-შაბათი, რადგან მათთვის პაასკევი წმინდა დღეა, ხოლო დასავლელებისთვის — შაბათი-კვირა.[155]

ქალაქის კულტურული განსახიერება, როგორც პატარა, ეთნიკურად მსგავსი, მარგალიტებით მოვაჭრე საზოგადოებისა, სხვადასხვა ეროვნებისა და ეთნიკური ჯგუფების — პირველად, 1900–იანი წლების დასაწყისში, ირანელების, მოგვიანებით, 1960–იან წლებში, ინდოელებისა და პაკისტანელების — ჩამოსახლებით მკვეთრად შეიცვალა. 2006 წლის მონაცემებით, დუბაის მოსახლეობის 84% უცხოეთში იყო დაბადებული, აქედან ნახევარზე მეტი — ინდოეთში.[82]

დუბაიელების სამეწარმეო სექტორისა და მაღალი ცხოვრების დონის ტურისტულმა მიდგომამ, დუბაის კულტურა თანდათანობით განავითარა ფუფუნებისკენ, სიმდიდრისა და ხელგაშლილობისაკენ, რომელიც, საბოლოოდ, უაზრო ფლანგველობაში გადაიზარდა.[156][157][158] ყოველწლიუირი გასართობი ღონისძიებები, როგორებიცაა დუბაი შოპინგ-ფესტივალი[159] (DSF) და დუბაი სამერ-სიუპრიზი (DSS) მთელი რეგიონიდან იზიდავს 4 მილიონზე მეტ სტუმარს, რითაც ბიუჯეტში $2.7 მილიარდი შედის.[160][161]

მთავარი დღესასწაული დუბაიში არის ყურბან-ბაირამი, რომელიც რამადანის შემდეგ აღინიშნება, და ეროვნული დღე (2 დეკემბერი), რომელიც იმართება არაბთა გაერთიანებული საამიროების შექმნის აღსაღნიშნად.

საერთაშორისო ფესტივალებისა და ღონისძიებების ასოციაციამ (IFEA), მსოფლიოში წამყვანი ღონისძიებების სავაჭრო გაერთიანებამ, დუბაი დააჯილფდოვა, როგორც IFEA–ს მსოფლიო ფესტივალისა და ღონისძიების ქალაქი, 2012 წლის ქალაქების კატეგორიაში, რომელთა მოსახლეობა ერთ მილიონს აღემატებოდა.[162][163] ქალაქის დიდი სავაჭრო ცენტრები, როგორებიცაა, მაგალითად, დეირას ცენტრი, მირდიფის ცენტრი, ბურ-ჯუმანი, საამიროების მოლი, დუბაის მოლი, იბნ ბატუტას მოლი, ასევე, ტრადიციული ბაზრობები — სუკები ბევრ მყიდველს იზიდავს რეგიონიდან.

ჩაცმის სტილი

რედაქტირება

ისლამური ჩაცმის სტილი არ არის სავალდებულო, თუმცა დუბაი მაინც მოკრძალებული ჩაცმის სტილს იყენებს. აკრძალვები "უხამსი ტანსაცმელზე" გაერთიანებულ საამიროებში არის თვალსაზრისი, რომელიც, სავარაუდოდ, სტუმრებმაც უნდა დააკმაყოფილოს. გაერთიანებული საამიროებს არასაკადრისად ჩაცმის სტილის საწინააღმდეგოდ ყველა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას (პლაჟების, კლუბებისა და ბარების გარდა) აკრძალვები აქვს შემოღებული. მოკლე კაბით, ან, თუნდაც, სახელოებიანის გარეშე სიარული დუბაის სავაჭრო ცენტრებშიც იკრძალება.[57][58] ზოგიერთი იმიგრანტი თუ ტურისტი ოფიციალური ჩაცმის სტილს, რომელიც, ამავდროულად, დუბაის სისხლის სამართლის წესდების ნაწილიაცაა,[54] ყურადღებას არ აქცევს. განსაკუთრებით, იმიგრანტებს მკაცრად ეკრძალებათ უადგილოდ მოშიშვლებული სხეულის გამოჩენა.[54] ტანსაცმელი ყოველთვის უნდა იყოს სათანადოდ გრძელი.[54]

დუბაიში არაბული საკვები ძალიან პოპულარულია და ქალაქში ყველგან ხელმისაწვდომი, დაწყებული დეირასა და ალ-კარამას შაურმის მცირე სასადილოებით, დამთავრებული დუბაის სასტუმროების რესტორნებით. ფასტფუდი, სამხრეთ აზიური და ჩინური კვების ობიექტები ასევე პოპულარულია და ფართოდ ხელმისაჭვდომი. ღორის ხორცის გაყიდვა და მოხმარება, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივია, რეგულირდება და იყიდება მხოლოდ არამუსლიმებზე შესაბამის სუპერმარკეტებში და აეროპორტებში.ანალოგიურად, რეგულირებადია ალკოჰოლური სასმელების შეძენაც. სპირტინიან სასმელზე ნებართვა ალკოჰოლის ყიდვას მოითხოვს, თუმცა ალკოჰოლი ხელმისაწვდომია მხოლოდ სასრუმროს ბარებსა და რესტორნებში, ამიტომ, სპირტიან სასმელებზე შეზღუდვების გამო, ბარები და კაფეები, ძირითადად, სასტუმროებში გვხვდება. დუბაიში საკმაოდ პოპულარულია ყალიონი და ყავა. ქალაქი კარგადაა ცნობილი თავისი ღამის გართობით. The New York Times დუბაის აღწერს, როგორც „ქალაქის ტიპს, სადაც თქვენ შეიძლება Buddha Bar–ში გადაეყაროთ მაიკლ ჯორდანს ან ნაომი კემპბელს მისი დაბადების დღისთვის მოწყობილ მრავალდღიან წვეულებაზე.“[164]

ასევე, დიდი პოპულარობით სარგებლობს ბირიანი, განსაკუთრებით, დუბაიში მცხოვრებ ინდოელებსა და პაკისტანელებს შორის.[165]

დუბაი ფუდ ფესტივალი

რედაქტირება

დუბაი ფუდ ფესტივალი დაფუძნდა 2014 წელს და გაგრძელდა 21 თებერვლიდან 15 მარტამდე.[166] როგორც Vision Magazine აღნიშნავს, ღონისძიება მიზნად ისახავს დუბაის პოზიციის, როგორც რეგიონის გასტრონომიული დედაქალის, კიდევ უფრო გაფართოებას. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 200–ზე მეტი ეროვნების საფირომო კერძები განსხვავებული არამოტითა და მომზადების წესით.[167]

გასართობი ღონისძიებები

რედაქტირება

დუბაიში პოპულარულია ჰოლივუდისა და ინდური ფილმები. 2004 წლიდან მოყოლებული ქალაქი მასპინძლობს ყოველწლიურ დუბაის საერთაშორისო ფილმის ფესტივალს, რომელიც არაბულ ფილმებში ტალანტის აღმოჩენას ემსახურება.[168] დუბაიში კონცერტები გამართული აქვს ისეთ პოპულარულ მომღერლებსა და მუსიკალურ ჯგუფებს, როგორებიცაა, მაგალითად: Aerosmith, Coldplay, როქსეტი,[169] ელტონ ჯონი, მარკ ნოპფლერი, პინკი, შაკირა, სელინ დიონი, ჯენიფერ ლოპესი, ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი. გავრცელებული ინფორმაციით, 2008 წლის 20 ნოემბერს, სასტუმრო ატლანტისის პალმის გახსნისას, კაილი მინოუგს შესრულებისთვის $3,5 მილიონი გადაუხადეს.[170] ასევე, მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო დუბაი დეზერტ როკ ფესტივალი, სადაც როკ-ჯგუფები, ძირითადად, მძიმე მეტალს ასრულებდნენ, თუმცა დღესდღეობით აღარ იმართება.

დუბაის ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი მხარე არის მისი ახალგაზრდა თანამედროვე ხელოვნების გალერეის სცენის მნიშვნელობა. 2008 წლიდან მთავარი თანამედროვე ხელოვნების გალერეებს, როგორებიცაა „კარბონ 12 დუბაი“,[171] „მწვანე ხელოვნება“, გალერეა Isabelle van den Eynde და „მესამე ხაზი“, ქალაქი საერთაშორისო ხელოვნების რუკაზე ადგილს უმკვიდრებს. დუბაის ზრდადი, გავლენიანი და მიუკერძოებელი ხელოვნება, არის თანამედროვე ხელოვნების სცენის განვითარების მთავარი ხელშემწყობი.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ყველაზე დიდი თეატრი — Reel Cinemas განთავსებულია Dubai Mall–ში,[172] რომელიც აღჭურვილია 22 ეკრანით და იტევს 2800 მაყურებელს.

დუბაი შოპინგ ფესტიფალი

რედაქტირება

დუბაი შოპინგ ფესტივალი არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც დაიწო 1995 წელს და დღემდე იმართება. ეს ღონისძიება იზიდავს ძალიან ბევრ სტუმარს მსოფლიო სხვადასხვა კუთხიდან, რაც ფესტივალის მიმდინარეობისას გაყიდვების მოცულობაზე მკაფიოდ აისახება.

2015 წელს ღონისძიება დაიწყო პირველ იანვარს და გაგრძელდა პირველ თებერვლამდე, თუმცა ტურიზმის დეპარტამენტმა, კომერციული მარკეტინგის წარმომადგენლებთან ერთად, გამოაცხადა ყოველგვარი გასართობი და მუსიკალური აქტივობების 3 დღიანი (22–დან 25 თებერვლამდე) შეწყვეტა, დუბაი შოპინგ პესტივალის ჩათვლით, იმის გამო, რომ აბდულა ბინ აბდულაზიზი, საუდის არაბეთის ყოფილი მეფე, გარდაიცვალა.[173]

 
Etisalat-ის შენობის ხედი ზაბილის პარკიდან

ბევრი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო, როგორიცაა Reuters, Associated Press Television News (APTN), Bloomberg L.P. და Middle East Broadcasting Center (MBC) Dubai Media City-სა და Dubai Internet City-ში მოქმედებს. გარდა ამისა, რამდენიმე ადგილობრივი ქსელის სატელევიზიო არხები, როგორიცაა Dubai One (უწინ Channel 33) და Dubai TV (EDTV) პროგრამებს უზრუნველყოფს, შესაბამისად, როგორც არაბულ, ისე ინგლისურ ენაზე. დუბაის, ასევე, აქვს რამდენიმე რამდენიმე ბეჭვდითი მედიასაშუალების შტაბი. Dar Al Khaleej, Al Bayan და Al Ittihad არის დუბაიში ყველაზე გავრცელებული არაბულენოვანი გაზეთები, ხოლო უდიდეს მიმოქცევის ინგლისური გაზეთებია: Gulf News, Khaleej Times და 7DAYS.

2006 წელს Etisalat–მა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, ხელში ჩაიგდო ტელეკომუნიკაციური მომსახურების ფაქტობრივი მონოპოლია მანამდე დაარსებულ პატარა კომპანიებზე, როგორიცაა, მაგალითად, საამიროს ინტეგრირებული სატელეკომუნიკაციო კომპანია (EITC – უკეთ ცნობილი როგორც Du). ინტერნეტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (და მაშასადამე დუბაიშიც) 1995 წელს შევიდა. მიმდინარე ქსელს გააჩნია ინტერნეტის გამტარუნარიანობა 7,5 გბიტ/წმ-ის ოდენობით და 49 სტმ-1 ბმულის ტევადობით. ცენზურა დუბაიში საერთოა და კონტროლდება ხელისუფელბის მიერ, არღვევს თუ არა რაიმე ინფორმაცია საამიროების კულტურულ და პოლიტიკურ მენტალიტეტის პრინციპებს.[174] ჰომოსექსუალიზმი, ნარკოტიკები და ევოლუციის თეორია ზოგადად ტაბუდადებულად ითვლება.[175]

დუბაიში ინტერნეტის ძირითადი შიგთავსი კონტროლდება. Etisalat იყენებს პროქსი სერვერს, რათა გაფილტროს ინტერნეტის ის შიგთავსი, რომელსაც მთავრობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ფასეულობებს არ შესაბამება. ასეთ სიაში ხვდება ის საიტები, რომლებიც უზრუნველყოფს ინფორმაციას, თუ როგორ ავუაროთ გვერდი პროსის სისტემას; საიტები, რომლებიც პარტნიორის ძიებასთანაა დაკავშირებული; გეებისა და ლესბოსელების ქსელები; ასევე, პორნოგრაფია და საიტები, რომლებიც კავშირს იღებს ისრაელიდან.[176] Emirates Media and Internet (Etisalat-ის ერთ–ერთი განაყოფი) აღნიშნავს, რომ 2002 წელს ინტერნეტის მომხმარებლების 76 % მამაკაცები იყვნენ, მომხმარებლებიდან დაახლოებით 60 % იყო აზიელი, ხოლო 25 % — არაბი. დუბაიმ 2002 წელს აამოქმედა ელექტრონული გარიგებებისა და კავშირების კანონი, რომელიც ეხება ციფრულ ხელმოწერასა და ელექტრონულ რეგისტრირებას. ის უკრძალავს ინტერნეტ სერვის პროვაიდერებს მათი საქმიანობის შედეგად შეგროვებული ინფორმაციის გამჟღავნებას.[177] სისხლის სამართლის კოდექსი შეიცავს ოფიციალურ დებულებებს, რომლებიც კრძალავს ციფრული პორნოგრაფიის გავრცელებას, თუმცა იგი არ მიემართება მონაცემთა დაცვასა და კიბერ დანაშულს.[178]

 
დუბაის ჩოგბურთის მოედანი

დუბაიში ყველაზე პოპულარული სპორტია ფეხბურთი და კრიკეტი. არაბთა გაერთიანებული საამიროების საფეხბურთო ჩემპიონატზე დუბაიდან წარდგენილი არის 5 გუნდი: Al Wasl FC, Al-Ahli Dubai, Al Nasr SC, Al Shabab Al Arabi Club და Dubai Club. Al-Wasl–ს საამიროების საფეხბურთო ჩემპიონატზე აქვს მეორე ყველაზე მეტი ჩემპიონის წოდება, Al Ain–ის შემდეგ. დუბაი ყოველწლიურად მასპინძლობს დუბაის ჩოგბურთისა და ლეგენდს როკ დუბაის ჩოგბურთის ჩემპიონატებს, ასევე დუბაი დეზერტ კლასიკის გოლფის ტურნირსა და დუბაის მსოფლიო ჩემპიონატს, რაც მსოფლიოს მასშტაბით იზიდავს უამრავ სპორტის ვარსკვლავს. დუბაის მსოფლიო თასი, სადაც ჯიშიანი ცხენების შეჯიბრება ეწყობა, ყოველწლიურად თამაშდება მეიდანის იპოდრომზე. დუბაი, ასევე, მასპინძლობს ტრადიციულ მერაგბეთა ტურნირს — დუბაის შვიდკაცას, რომელიც მსოფლიოს შვიდკაცა რაგბის ნაწილია. 2009 წელს დუბაიმ უმასპინძლა მსოფლიოს შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატს. დუბაიში, ასევე, ძალიან პოპულარულია ავტოსპორტი. დუბაის ავტოდრომი არის პატარა სამშობლო მრავალი ასეთი ღონისძიებისა, რომელიც წლის განმავლობაში მუდმივად ტარდება.

დუბაიში კრიკეტი დაფუძნდა აქ მცხოვრები ინდოელებისა და პაკისტანელების, ასევე, კრიკეტის მოთამაშე სახვა ერების (შრი-ლანკა, ბანგლადეში, ინგლისი, ავსტრალია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) დიდი დასახლებების გავლენით. 2005 წელს კრიკეტის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICC) თავისი შტაბი ლონდონიდან დუბაიში გადაიტანა. ქალაქმა უმასპინძლა პაკისტანის რამდენიმე მატჩს. გარდა ამისა, დუბაიში უამრავი ტური გაიმართა[179] და გაუმჯობესდა ორი ბალახის მოედანი. მას შემდეგ, რაც 2009 წელს პაკისტანი დუბაის ერთდღიან საერთაშორისო ტურნირზე ავსტრალიას ეთამაშა, ქალაქში არაერთ გამორჩეულ გუნდს მიუღია მონაწილეობდა. საამირო, ICC–ის კრიკეტის აკადემიის სასწავლო და საწვრთნელ დაწესებულებებთან ერთად, რომელსაც წამყვანი ქვეყნები იყენებენ, მაქსიმალურად ცდილობს, ამ სპორის სახეობის მთელ მსოფლიოში განვითრებას.

განათლება

რედაქტირება

დუბაის სასკოლო სისტემა ისეთივეა, როგორიც მთლიანად ქვეყნის. 2009 წლის მონაცემებით, დუბაიში იყო 79 საჯარო სკოლა, რომელსაც განათლების მინისტრი მართავს და ემსახურება საამიროელებს და არაბ იმიგრანტებს, ასევე, აქვეა 145 კერძო სკოლაც.[77] საჯარო სკოლებში სწავლება მიმდინარეობს არაბულ ენაზე ინგლისური აქცენტით (როგორც მეორე ენა), ხოლო კერძო სკოლების უმეტესობაში სწავლებას ძირითადად ინგლისური ენით გადიან. ასევე, უმეტეს კერძო სკოლებში ერთი ან მეტი ეროვნების იმიგრანტი ბავშვები სწავლობენ.

ზოგიერთი სკოლა, რომლებიც ინდური სილაბუსით გადის სწავლებას, გასცემს საშუალო განათლების ინდურ ან CBSE–ის სერტიფიკატს. მსგავსად ამისა, არსებობს რამდენიმე გავლენიანი პაკისტანური სკოლაც, რომლებიც იმიგრანტ ბავშვებს სთავაზობს FBISE–ის სასწავლო გეგმას.

ზოგიერთი სკოლა სწავლებას გადის ბრიტანული დაწყებითი განათლებით, სადაც ბავშვები თერთმეტ წლამდე სწავლობენ, ხოლო თერთმეტიდან თვრამეტ წლამდე ბრიტანული სტილის საშუალო სკოლებში, როგორიცაა, მაგალითად, Dubai Gem-ის კერძო სკოლა, დუბაის ინგლისური სკოლა და უნგლისური ენის სკლოლა Pvt. ისინი გასცემენ როგორც A-დონის ასევე, საერთაშორისო სერთიპიკატებს.[180]

ჯანდაცვა

რედაქტირება
 
დუბაის ირანული საავადმყოფო

ჯანდაცვა დუბაიში შეიძლება დაიყოს ორ სხვადასხვა საქტორად: საჯარო და კერძო. თითოეულ საამიროს უფლება აქვს ჯანდაცვის სტანდარტები თავის შიდა კანონმდებლობას მოარგოს. მიუხედავად ამისა, რეგულაციაბი და სტანდარტები დიდად მაინც არ განსხვავდება. დუბაიში პირველი საჯარო საავადმყოფო 1950-იანი წლების მიწურულს აშენდა და განაგრძობდა ზრდას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინიციატივებთან ერთად. 1980-იანი წლებიდან 1998 წლამდე საამიროს ფარგლებში 20-ზე მეტი სამედიცინო კლინიკა აშენდა.[181]

საერთაშორისო ურთიერთობები

რედაქტირება

დუბაი დაძმობილებულია შემდეგ ქალაქებთან:[182][183]

  1. United Arab Emirates: metropolitan areas. World-gazetteer.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 31 July 2009.
  2. The Government and Politics of the Middle East and North Africa. D Long, B Reich. p.157
  3. Where is Dubai and Dubai city?. Thatsdubai.com (2007-06-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-15. ციტირების თარიღი: 2013-03-12.
  4. The 2008 Global Cities Index. Foreign Policy (15 October 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მაისი 2010. ციტირების თარიღი: 20 April 2010.
  5. 5.0 5.1 5.2 Sampler & Eigner (2008). Sand to Silicon. UAE: Motivate, გვ. 11. ISBN 9781860632549. 
  6. DiPaola, Anthony (2010-09-28). „Dubai gets 2% GDP from oil“. Bloomberg. ციტირების თარიღი: September 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  7. Oil share dips in Dubai GDP დაარქივებული 2013-09-26 საიტზე Wayback Machine. AMEInfo (9 June 2007) Retrieved on 15 October 2007.
  8. Dubai economy set to treble by 2015 ArabianBusiness.com (3 February 2007) Retrieved on 15 October 2007.
  9. 9.0 9.1 Dubai diversifies out of oil. AMEInfo (7 September 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 დეკემბერი 2008. ციტირების თარიღი: 12 August 2008.
  10. Mike Davis (2006) Fear and Money in Dubai, New Left Review 41, pp. 47–68
  11. 11.0 11.1 Job losses hasten property decline in Dubai but medium-long term outlook upbeat. Propertywire.com (3 December 2008). ციტირების თარიღი: 14 July 2009.
  12. Dubai witnessed stable financial recovery - report. Arabiangazette.com (2012-06-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-12. ციტირების თარიღი: 2013-03-12.
  13. Lucy Barnard. (2013-03-06) Cost of living in Dubai rising rapidly - The National. Thenational.ae. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-22. ციტირების თარიღი: 2013-03-12.
  14. Dubai second-most expensive city to stay in, report says. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 30 September 2014.
  15. Gillian Duncan. (2013-03-08) Abu Dhabi and Dubai are best places to live in the Middle East, survey says - The National. Thenational.ae. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-17. ციტირების თარიღი: 2013-03-12.
  16. Alkaabi, Alyazya (July 2011). مسميات مناطق دبي قديماً [Old names areas of Dubai]. Al Jundi (Arabic). Ministry of Defense. 444: 76.
  17. Old Dubai. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 24 January 2014.
  18. How Did Dubai, Abu Dhabi and other Cities Get Their Names? Experts Reveal All (30 March 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 24 January 2014.
  19. 19.0 19.1 19.2 History and Traditions of the UAE (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მარტი 2009. ციტირების თარიღი: 31 July 2009.
  20. The old ... turned new. Travel & Culture (25 October 2001). ციტირების თარიღი: 15 March 2008.
  21. 21.0 21.1 Ibrahim Al Abed, Peter Hellyer (2001). United Arab Emirates: A perspective. Trident Press. ISBN 978-1-900724-47-0. ციტირების თარიღი: 31 July 2009. 
  22. 22.0 22.1 The Coming of Islam and the Islamic Period in the UAE. King, Geoffrey R. (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-16. ციტირების თარიღი: 2013-04-20.
  23. 23.0 23.1 Heard-Bey, Frauke (1990). From Trucial States to United Arab Emirates. UK: Longman, გვ. 238. ISBN 0582277280. 
  24. Schofield, R (1990). Islands and Maritime Boundaries of the Gulf 1798–1960. UK: Archive Editions, გვ. 545. ISBN 9781852072759. 
  25. 25.0 25.1 Modernity and tradition in Dubai architecture. Karim, Luiza. Alshindagah.com. ციტირების თარიღი: 31 July 2009.
  26. 26.0 26.1 Davidson, Christopher, The Emirates of Abu Dhabi and Dubai: Contrasting Roles in the International System. March 2007.
  27. 27.0 27.1 27.2 "Dubayy" დაარქივებული 2013-09-03 საიტზე Wayback Machine. . Encyclopædia Britannica. 2008
  28. The UAE: Internal Boundaries And The Boundary With Oman. Archived Editions. Walker, J. Archiveeditions.co.uk (1969-02-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-05. ციტირების თარიღი: 2013-04-20.
  29. The Middle East and North Africa. Schofield, C. p 175
  30. 30.0 30.1 30.2 Wilson, Graeme (1999). Father of Dubai. UAE: Media Prima, გვ. 126. ISBN 9789948856450. 
  31. Wilson, Graeme (2008). Fly Buy Dubai. UAE: Media Prima, გვ. 58. ISBN 9789948859437. 
  32. 32.0 32.1 Historic population statistics (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მარტი 2009. ციტირების თარიღი: 31 July 2009.
  33. Chapman, Len. How Chicago Beach got its name...then lost it!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-09. ციტირების თარიღი: September 2014.
  34. Maktoum, Mohammed bin Rashid (2012). Spirit of the Union. UAE: Motivate, გვ. 30. ISBN 9781860633300. 
  35. "Beirut Showing Signs of Recovery From Wounds of War". The New York Times. 26 May 1977. pg.2
  36. Dubai. Carter, T and Dunston, L. Lonely Planet Publications
  37. Free Zones in the UAE. uaefreezones.com. ციტირების თარიღი: 23 April 2010.
  38. Environmental Development and Protection in the UAE დაარქივებული 2016-12-20 საიტზე Wayback Machine. . Aspinall, Simon
  39. 39.0 39.1 Far enough from the fault lines. The National, 23 April 2008
  40. Flora and fauna of Dubai დაარქივებული 2009-07-02 საიტზე Wayback Machine. gowealthy.com
  41. Natural UAE დაარქივებული 2010-01-26 საიტზე Wayback Machine. UAE Interact Retrieved 29 April 2010
  42. Climate in Dubai across the year. Dubai Meteorological office. Dubaiairport.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-18. ციტირების თარიღი: 2013-04-20.
  43. Temperature and Humidity in Dubai. Godubai.com. ციტირების თარიღი: 2013-04-20.
  44. Climate. Dubai Meteorological Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 დეკემბერი 2010. ციტირების თარიღი: 20 December 2008.
  45. Organizational Chart. Dubai Municipality
  46. Dubai Municipality's e-government initiative. Powerpoint. 2 December 2005
  47. Wheeler, Julia (13 October 2008). „Raw sewage threat to booming Dubai“. BBC News. ციტირების თარიღი: 31 July 2009.
  48. On the United Arab Emirates (UAE) Legal System. Gulf-Law.com
  49. UAE Consulate of the United States
  50. Public kissing can lead to deportation.
  51. Jailed Dubai kissing pair lose appeal over conviction.
  52. London man tells of 'shock' jailing in Dubai over kiss.
  53. Women get jail and deportation for kissing on Dubai public beach. gulfnews (25 May 2008).
  54. 54.0 54.1 54.2 54.3 Criminal Law of Dubai.
  55. 55.0 55.1 Twitter Campaign Wants Female Visitors To Respect UAE Dress Code In Malls.
  56. UAE: "Dress Modestly" Drive Gains Momentum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-28. ციტირების თარიღი: 2015-02-07.
  57. 57.0 57.1 Dubai Mall dress code. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-12. ციტირების თარიღი: 2015-02-07.
  58. 58.0 58.1 UAE: Dress Code Campaign Urges Extra Inches of Clothing.
  59. Dubai dress code.
  60. Dubai shopping malls urge visitors to dress modestly.
  61. Riazat Butt (31 July 2011). „Britons warned to respect Ramadan while holidaying in Dubai“. The Guardian. London, UK. OCLC 60623878.
  62. "Russian woman put on jail in Dubai for drinking juice in public", Pravda, 2008-09-23, http://english.pravda.ru/society/stories/23-09-2008/106429-dubai-0
  63. The Associated Press (22 July 2013). „Dubai Pardons Woman at Center of Rape Dispute“. New York Times. ციტირების თარიღი: 22 July 2013.
  64. Human Rights Watch - Building Towers, Cheating Workers: Exploitation of Migrant Construction Workers in the United Arab Emirates. ციტირების თარიღი: 4 October 2014.
  65. Human Rights Watch - Building Towers, Cheating Workers: Exploitation of Migrant Construction Workers in the United Arab Emirates - PDF
  66. „UAE to allow construction unions“. BBC News. 30 March 2006.
  67. „Dubai fire investigation launched“. BBC News. 19 January 2007.
  68. Slaves in Dubai documentary. VICE (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 18 February 2013.
  69. „UAE to allow construction unions“. BBC News. 30 March 2006. ციტირების თარიღი: 24 April 2006.
  70. 70.0 70.1 Karin, Luiza. (September 1999) Modernity and tradition in Dubai architecture by Luiza Karim. alshindagah.com. ციტირების თარიღი: 19 April 2010.
  71. Hadjari, Karim. 3D Modelling and Visualisation OF Al Baskita in Dubai IN Dubai, United Arab Emerites. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 იანვარი 1996. ციტირების თარიღი: 19 April 2010.
  72. Tourism in Dubai. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 იანვარი 1996. ციტირების თარიღი: 19 April 2010.
  73. Lahmeyer, Jan. (2001)The United Arab Emigrates – Historical demographical data of the urban centers. .populstat. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აგვისტო 2010. ციტირების თარიღი: 19 April 2010.
  74. Heard-Bey, Frauke. The Tribal Society of the UAE and its Traditional Economy. uaeinteract.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აპრილი 2011. ციტირების თარიღი: 19 April 2010.
  75. Census 2005 U.A.E.. tedad.ae. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მაისი 2010. ციტირების თარიღი: 19 April 2010.
  76. 76.0 76.1 Younes, Bassem. Roundabouts vs. Intersections: The Tale of Three UAE Cities. ite.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მარტი 2009. ციტირების თარიღი: 19 April 2010.
  77. 77.0 77.1 Dubai in Figures 2009. Government of Dubai. Statistical Center. Dsc.gov.ae. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აპრილი 2010. ციტირების თარიღი: 31 October 2010.
  78. Cost of living – The world's most expensive cities. City Mayors.
  79. Dubai population jumps 4.8 per cent to 2.17m. UAE interact. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-19. ციტირების თარიღი: 2014-09-04.
  80. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14. ციტირების თარიღი: 2015-02-05.
  81. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-01. ციტირების თარიღი: 2015-02-05.
  82. 82.0 82.1 "Country and Metropolitan Stats in Brief. MPI Data Hub
  83. By HASSAN M. FATTAH; Nada El Sawy contributed reporting for this article. (2005-12-04). „Young Iranians Follow Dreams to Dubai“. Select.nytimes.com. ციტირების თარიღი: 2013-09-11.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  84. „Dubai leads British exodus overseas“. Arabian Business. 21 May 2008. ციტირების თარიღი: 16 November 2012.
  85. Population in Dubai. dubaivisitguide. ციტირების თარიღი: 15 February 2011.
  86. Christensen, Shane (2010). Frommer's Dubai. John Wiley & Sons, გვ. 174. ISBN 978-0-470-71178-1. 
  87. Nama Tuluveru all set to entertain UAE with Rangabhoomi's 'Kaala Chakra'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-02-05.
  88. Languages spoken in Dubai. Justlanded.com. ციტირების თარიღი: 2013-04-20.
  89. 89.0 89.1 Country Profile: United Arab Emirates (UAE). United States Library of Congress
  90. Report on International Religious Freedom. U.S. Department of State. ციტირების თარიღი: 30 September 2014.
  91. Religion in Dubai დაარქივებული 2010-04-24 საიტზე Wayback Machine. . Dubaidreams
  92. International Religious Freedom Report 2007 – United Arab Emirates. State.gov. ციტირების თარიღი: 31 July 2009.
  93. მისწრაფება თავის სარწმუნოებაზე სხვების მოქცევისაკენ.
  94. Dubai’s GDP increases by 3,4 % in 2011. The Gulf Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 13 May 2013.
  95. „Dubai – Overview“. USA Today. ციტირების თარიღი: 22 July 2007.
  96. Dubai's oil discovery and Dubai's debt. Moneycontrol.com (2010-02-05). ციტირების თარიღი: 2013-04-20.
  97. UAE Oil and Gas. Uae.gov.ae (19 June 1999). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივლისი 2008. ციტირების თარიღი: 31 July 2009.
  98. Prospects of Dubai Economic Sectors დაარქივებული 2008-02-16 საიტზე Wayback Machine. . Dubai Chamber of Commerce. 2003
  99. Foreign direct trade. Dubai Statistics Centre. ციტირების თარიღი: 5 May 2010.
  100. 100.0 100.1 World Port Rankings – 2008. American Association of Port Authorities (15 April 2008). ციტირების თარიღი: 5 May 2010.
  101. Armitstead, Louise (20 November 2008). „Dubai's Palm Jumeirah sees prices fall as crunch moves in“. The Daily Telegraph. UK. ციტირების თარიღი: 20 November 2008.
  102. „World's Tallest Hotel Opens Its Doors“. BBC News. 1 December 1999. ციტირების თარიღი: 31 July 2009.
  103. Dubai: The Good, The Bad and The Ugly. Dubai: The Good, The Bad and The Ugly (17 March 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 17 March 2012.
  104. "Laid-Off Foreigners Flee as Dubai Spirals Down" article by Robert F. Worth in The New York Times 11 February 2009
  105. Hanif, Nadeem (12 November 2009). „JLT owners still waiting for homes promised in 2007“. gulfnews.com. ციტირების თარიღი: 10 April 2012.
  106. Warner, Jeremy (27 November 2009) Dubai is just a harbinger of things to come for sovereign debt დაარქივებული 2010-03-30 საიტზე Wayback Machine. . The Telegraph
  107. How Dubai real estate can avoid repeating past mistakes | Bayut Blog. Blog.bayut.com (2013-03-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-04. ციტირების თარიღი: 2013-09-10.
  108. HSBC Reveals "The Future of Retirement: What the World Wants" Survey Results. HSBC (26 April 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 December 2008. ციტირების თარიღი: 19 April 2010.
  109. Citgy Mayors: World's best financial cities. Citymayors.com (10 June 2008). ციტირების თარიღი: 26 August 2009.
  110. World's richest cities by purchasing power. City Mayors. ციტირების თარიღი: 23 June 2013.
  111. http://www.mastercard.com/us/company/en/wcoc/pdf/index_2007_us.pdf
  112. Hot Spots 2025: Dubai Moves Up to 23rd Place Dubai Chronicle. Dubaichronicle.com (2013-07-02). ციტირების თარიღი: 2013-09-10.
  113. „Indians top foreign investors in Dubai realty“. The Times of India. ციტირების თარიღი: 2013-09-10.
  114. Dubai Fashion 2020 To Be Unveiled Soon Dubai Chronicle. Dubaichronicle.com (2013-06-18). ციტირების თარიღი: 2013-09-10.
  115. Construction of 10 buildings in Dubai Design District already underway. Dubaichronicle.com (2013-06-09). ციტირების თარიღი: 2013-09-10.
  116. Bargain-hunting Fashionistas Descend onto Dubai. Bargain-hunting Fashionistas Descend onto Dubai (17 March 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 17 March 2012.
  117. Shopping in Dubai. Shopping Galore in Dubai (17 October 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 17 October 2013.
  118. Jacobs, Deborah L. „Most Visited Cities In The World 2013“. Forbes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 19 March 2014.
  119. Posted by: Raj. (2009-03-03) Dubai can achieve 15m tourist target by 2015 – expert. Arabianbusiness.com. ციტირების თარიღი: 2013-04-20.
  120. Jacobs, Deborah L. „Most Visited Cities In The World 2012“. forbes. ციტირების თარიღი: 2 December 2013.
  121. Dubai History. dubai.ae. ციტირების თარიღი: 2 December 2013.
  122. Dubai Creek for World Heritage List. Khaleej Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 2 December 2013.
  123. Krane, Jim (September 2009). City of Gold: Dubai and the Dream of Capitalism. St. Martin's Press. ISBN 978-0-312-53574-2. 
  124. Dubai Expo 2020 Master Plan. dubaichronicle.com (2013-05-22). ციტირების თარიღი: 2013-06-23.
  125. Kerr, Simeon. Jubilant Dubai wins bid to host 2020 World Expo. Financial Times. ციტირების თარიღი: 7 March 2014.
  126. According to a research from Oxford Economics, Dubai Expo 2020 may create over 270,000 jobs. dubaichronicle.com (2013-05-24). ციტირების თარიღი: 2013-06-23.
  127. Karim, Luiza Modernity and tradition in Dubai architecture. AlShindagah, 1999
  128. World's Ten Tallest Cities In 2012, the JW Marriott Marquis Dubai opened and is the World's tallest hotel, standing at 72 stories (1,165 ft).. Ultrapolis Project. ციტირების თარიღი: 3 November 2010.
  129. Calculated Average Height of the Twenty-five Tallest (CAHTT). Ultrapolisproject.com (2010-01-04). ციტირების თარიღი: 2013-04-20.
  130. „Hotel star ratings standards long overdue“. The National. 2009-07-14. ციტირების თარიღი: 10 December 2010.
  131. World's Largest Natural Flower Garden Opens in Dubai (13 March 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 მარტი 2013. ციტირების თარიღი: 13 თებერვალი 2015.
  132. http://www.rta.ae
  133. Gulfnews: Dubai traffic woes inflict losses of Dh4.6b a year. Archive.gulfnews.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აგვისტო 2009. ციტირების თარიღი: 14 July 2009.
  134. Gulfnews: Public transport regains allure as Car-free Day gets under way. Archive.gulfnews.com (17 February 2010). ციტირების თარიღი: 29 April 2010.
  135. Gulfnews: Rta wants 30 of dubai residents on public transport. Archive.gulfnews.com (21 January 2010). ციტირების თარიღი: 29 April 2010.
  136. Completed projects დაარქივებული 2010-06-25 საიტზე Wayback Machine. . RTA Dubai
  137. Dubai buses may be privatised – The National Newspaper. Thenational.ae (8 June 2009). ციტირების თარიღი: 14 July 2009.
  138. Gulfnews: Air-conditioned bus shelters for Dubai. Archive.gulfnews.com (6 March 2010). ციტირების თარიღი: 10 March 2006.
  139. Gulfnews: Dubai Metro gives boost to public transport in city. Archive.gulfnews.com (6 March 2010). ციტირების თარიღი: 29 April 2010.
  140. Dubai Taxi Corporation. Dtc.dubai.ae (29 September 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ნოემბერი 2010. ციტირების თარიღი: 31 October 2010.
  141. Getting Around in Dubai. dubai.com/. ციტირების თარიღი: 14 September 2011.
  142. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-29. ციტირების თარიღი: 2015-02-13.
  143. http://www.emirates.com/english/destinations_offers/destinations/alldestinations.aspx
  144. Al Maktoum International airport begins operations. Gulf News (27 June 2010). ციტირების თარიღი: 28 June 2010.
  145. Al Maktoum International airport receives first flight. Gulf News (21 June 2010). ციტირების თარიღი: 21 June 2010.
  146. Dubai RTA – Dubai Metro – Blue Line. zawya (11 September 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 10 თებერვალი 2015.
  147. Dubai Municipality signs Dhs12.45 billion Metro contract. UAE Interact (30 May 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 10 თებერვალი 2015.
  148. „Will metro change Dubai car culture?“. BBC News. 11 September 2009.
  149. Middle East's first monorail to start services in Palm Jumeirah by April. Gulf News (7 August 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივლისი 2009. ციტირების თარიღი: 11 August 2008.
  150. Palm monorail tried and tested. Timeoutdubai (6 May 2009). ციტირების თარიღი: 2010-48-29.
  151. GCC Rail Network. zawya projects (14 April 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 25 April 2010.
  152. Port of Jebel Ali. worldportsource.com (14 August 2008). ციტირების თარიღი: 25 April 2010.
  153. Abra-services დაარქივებული 2010-08-17 საიტზე Wayback Machine. dubai-online
  154. RTA launches Water Bus System on Dubai Creek. AMEinfo (16 July 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 25 April 2010.
  155. Jonathan Sheikh-Miller. UAE Weekend Switchover. AMEinfo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 თებერვალი 2011. ციტირების თარიღი: 22 March 2010.
  156. Luxury Fashion Branding: Trends, Tactics, Techniques - Page 80, Uché Okonkwo - 2007
  157. Dubai - Page 100, Terry Carter - 2009
  158. Introduction to Sociology - Page 14, George Ritzer - 2012
  159. Dubai Shopping Festival 2011 More Details
  160. DSF Milestones დაარქივებული 2010-03-17 საიტზე Wayback Machine. . Dubaicityguide
  161. Sales will account for 8% of Dubai's GDP. Gulfnews.com (2009-05-03). ციტირების თარიღი: 2013-04-20.
  162. Dubai is world's festival city. khaleejtimes.com (23 September 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 30 September 2012.
  163. Dubai crowned World Festival and Event City by IFEA. news.definitelydubai.com (23 September 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 30 September 2012.
  164. Sherwood, Seth (9 December 2007). „Clubs Bloom in the Desert“. The New York Times. ციტირების თარიღი: 23 April 2010.
  165. Biryani in Dubai. yagulf.com.
  166. Dubai Food Festival. Dubai Food Festival. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 20 November 2014.
  167. East, Ben. (February 2014) Taste of culture: Dubai Food Festival. Vision.ae. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 20 November 2014.
  168. About Dubai Film Festival (DFF). 7th Dubai International Film Festival. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 აგვისტო 2008. ციტირების თარიღი: 23 April 2010.
  169. du sponsors AR Rahman Live in Concert. ameinfo.com (16 April 2008). ციტირების თარიღი: 25 April 2010.
  170. Ferris-Lay, Claire. (11 September 2008) Kylie 'being paid $3.5mn' for Atlantis gig. Arab Business.com. ციტირების თარიღი: 23 April 2010.
  171. Carbon 12's website. Carbon12dubai.com (2013-01-18). ციტირების თარიღი: 2013-04-20.
  172. Cinema at Dubai Mall. yagulf.com.
  173. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-09. ციტირების თარიღი: 2021-12-26.
  174. United Arab Emirates. OpenNet Interactive. 2008
  175. Jack, Malvern (16 February 2009). „Geraldine Bedell's novel banned in Dubai because of gay character“. The Times. UK. ციტირების თარიღი: 22 April 2010.[მკვდარი ბმული]
  176. Internet Filtering in the United Arab Emirates in 2004–2005: A Country Study. OpenNet Initiative (5 May 2005). ციტირების თარიღი: 9 June 2010.
  177. Electronic Transactions and Commerce Law No.2/2002. Dubai Technology and Media Free Zone Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 9 June 2010.
  178. Silenced – United Arab Emirates. Privacyinternational.org (21 September 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-02. ციტირების თარიღი: 2013-04-20.
  179. ICC moves to new headquarters in Sports City. Gulfnews.com (2009-04-18). ციტირების თარიღი: 2013-04-20.
  180. List of schools in Dubai, Dubai school finder. Dubaifaqs.com (2012-06-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-28. ციტირების თარიღი: 2013-04-20.
  181. medical clinics, BournHall IVF Clinic
  182. Dubai’s sister cities. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-30. ციტირების თარიღი: 2015-02-06.
  183. Dubai's sister cities. dubaicityguide. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 14 September 2011.
  184. Twinning agreement brings a taste of Spain to Dubai UAE – The Official Web Site – News. Uaeinteract.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 14 July 2009.
  185. Dubai, Detroit ink sister-city accord UAE – The Official Web Site – News. Uaeinteract.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აგვისტო 2009. ციტირების თარიღი: 14 July 2009.
  186. Dubai, Granada discuss cooperation UAE – The Official Web Site – News. Uaeinteract.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 14 July 2009.
  187. Guangzhou Sister Cities [via WaybackMachine.com]. Guangzhou Foreign Affairs Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-24. ციტირების თარიღი: 2013-07-21.
  188. Los Angeles cultural body takes Dubai as sister city UAE – The Official Web Site – News. Uaeinteract.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 14 July 2009.
  189. Dubai sister/twin cities list. Dubaicityguide.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-30. ციტირების თარიღი: 2013-04-20.
  190. Phoenix Sister Cities. Phoenix Sister Cities. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-24. ციტირების თარიღი: 2013-08-06.
  191. Dubai partners with the U.S. city of Phoenix UAE – The Official Web Site – News. Uaeinteract.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 14 July 2009.